მათემატიკური კომპეტენცია  არის  ცოდნის, უნარისა და დამოკიდებულების ერთობლიობა,  რომელიც ხელს უწყობს მათემატიკური აზროვნების განვითარებას; ლოგიკური და არგუმენტირებული  მსჯელობის გაღვივებას, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის საფუძველზე დასკვნების გამოტანას და გადაწყვეტილებების მიღებას. ავითარებს  მიზანმიმართულობას, ეხმარება მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების  გამომუშავებასა  და ინტელექტუალურ განვითარებაში, ინფორმაციის აღქმაში, პრობლემების  ანალიზისა  და  გადაჭრის  გზების   ძიებაში.