მიმართულებების აღწერა

მათემატიკის საგნობრივ პროგრამაში გამოყოფილია ოთხ მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები; გეომეტრია და სივრცის აღქმა; მონაცემთა ანალიზი, სტატისტიკა და ალბათობა; კანონზომიერებები და ალგებრა.

ეს მიმართულებები მჭიდრო ურთიერთკავშირშია და მოიცავს იმ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელსაც მოსწავლე უნდა დაეუფლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. მიმართულებებად დაყოფა არ ნიშნავს კურსის ანალოგიურ დაყოფას, იგი მხოლოდ წარმოაჩენს შესასწავლი მასალის სპექტრს და საშუალებას იძლევა მიეთითოს, თუ რაზე უნდა გამახვილდეს მეტი ყურადღება სწავლების ამა თუ იმ საფეხურზე.

 

1.    რიცხვები და მოქმედებები:

  • რიცხვები, მათი გამოყენებები და რიცხვის წარმოდგენის საშუალებები;
  • მოქმედებები რიცხვებზე და რიცხვითი თანაფარდობები;
  • რაოდენობათა შეფასება და მიახლოება;
  • სიდიდეები, ზომის ერთეულები და რიცხვების სხვა გამოყენებები.

 

2.    გეომეტრია და სივრცის აღქმა:

  • გეომეტრიული ობიექტები: მათი თვისებები, ურთიერთმიმართება და კონსტრუირება;
  • ზომა და გაზომვის საშუალებები;
  • გარდაქმნები და ფიგურათა სიმეტრიულობა;
  • კოორდინატები და მათი გამოყენება გეომეტრიაში.

 

3.    მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა:

  • მონაცემთა წყაროები და მონაცემთა მოპოვების საშუალებები;
  • მონაცემთა მოწესრიგების ხერხები და მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები;
  • მონაცემთა შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლები;
  • ალბათური მოდელები;
  • შერჩევითი მეთოდი და შერჩევის რიცხვითი მახასიათებლები.

 

4.    კანონზომიერებები და ალგებრა:

  • სიმრავლეები, ასახვები, ფუნქციები და მათი გამოყენება;
  • დისკრეტული მათემატიკის ელემენტები და მათი გამოყენება;
  • ალგორითმები და მათი გამოყენება;
  • ალგებრული ოპერაციები და მათი თვისებები;