მასწავლებლის კომენტარის მიხედვით ნაწერის რედაქტირება.

WordSection1">

აქტივობის შესახებ

 

აქტივობა გამოიყენება წერის შემდგომ ეტაპზე.

 

აქტივობის  მიზნები

  • წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ნაწერის რედაქტირებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების  გამომუშავება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

 ინდივიდუალური.

 

რესურსები

 კალამი, რვეული.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს გასწორებულ ნაწერებს, რომლებსაც ერთი ან ორი მოკლე წერილობითი კომენტარი ექნება  დართული. (მაგ: კითხვითი წინადადების ბოლოს დასვი კითხვის ნიშანი; რო - არასწორია, სწორია - რომ, გადააკეთე!).

მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ მასწავლებლის კომენტარები, შემდეგ თავიანთი ნაწერი და კომენტარის მიხედვით უნდა ჩაასწორონ შეცდომები.

საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელი გაესაუბრება მოსწავლეებს, პასუხობს დასმულ შეკითხვებზე.

აქტივობის ხანგრძლივობა: 8-10 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

მასწავლებლის წერილობითი კომენტარის მიხედვით თავის ნაწერში შეცდომების იდენტიფიცირება და ჩასწორება.