ყვება მუსიკალურ ნაწარმოებთან დაკავშირებულ თქმულებას, ისტორიას, შინაარსს და პასუხობს კითხვებს ამის გარშემო
ტიპური აქტივობები
მოსწავლეები მღერიან წინა წელს ნასწავლ ხალხურ სიმღერას „ლაზარე“. მასწავლებელი ეკითხება: „გახსოვთ ლაზარეს ამბავი?“ ვის შეუძლია გვიამბოს? ასევე, შესაძლებელია, მასწავლებელმა დასვას შეკითხვები ამ ამბის გარშემო.
რესურსები
ფორტეპიანო, სანოტო მასალა: ხალხური სიმღერა ,,ლაზარე”.