კოსტიუმები სპექტაკლისთვის

აქტივობის აღწერა

მოსწავლეებმა უნდა დახატონ კოსტიუმები, რომლებიც უნდა ეცვათ მათ მიერ სპექტაკლში განსახიერებულ პერსონაჟებს. მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვიზუალურ მასალას – სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებულ კოსტიუმების ესკიზებს. ყოველი მოსწავლე დახატავს საკუთარ თავს და მოიფიქრებს საკუთარი როლის შესაბამის კოსტიუმს.

 

  

რესურსები

I. სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები.

ვიზუალური მასალა: პეტრე ოცხელის, სოლიკო ვირსალაძის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის კოსტიუმების ესკიზები. http://burusi.word- press.com/art/