Investigating crime robbery

Objectives

  • Practise speaking skill through interaction
  • Improve fluency in speaking;
  • Enhance communication skills.

 

Materials/Resources: 

http://www.willis-elt.co.uk/

HOs with crime vocabulary; HOs of grammar practice activities;

 

Classroom management: 

Pairs/groups

 

Procedure: 

Step 1. Put on the board: Investigation.

Arrange students in groups of three and ask them to brainstorm vocabulary associated to the topic. Give time limit.

Step 2. At a feedback stage, elicit ideas and put the word/ phrases on the board. Pre-teach any vocabulary if you need for the further task. (e.g. crime, commit, suspect, investigation, alibi, victim, robbery, witness, case, criminal, etc.)

Step 3. Elicit form students what information they would need to investigate a crime. Put the ideas on the board summarizing under headings: Type of crime; Place, Date/Time; Suspects; possible witnesses etc.

Step 4. Set up the task. (Appendix):

Step 5. Divide the class in two teams. In each of them should be three people – two suspects and a detective. Ask the suspects to go out and create the details of the crime, as well as alibi. Detectives in their teams think of the questions they have to ask. Give sufficient time limit.

Step 6. The detectives and the suspects work in their teams. Detectives have to ask the questions they have prepared and the suspects should answer so that not to reveal themselves. Preferably, suspects should be seated back-to-back.

Step 7. Get quick feedback by asking general questions. Do not focus on language errors or any accuracy problems.

 

Appendix

Task:

A foreign tourist was mugged;

Things stolen: a wallet, a photo camera and a canvas bag with some belongings;

The victim says: “three people attacked him at night at about 1 a.m.

The witness: An elderly woman with bad eyesight says: “ I saw three or four people running on the street with a canvas bag in their hands”. 

 

განმავითარებელი შეფასება:

Formative assessment:

  • აქტივობის დინამიური მსვლელობა საჭიროებს სისტემატურ მონიტორინგს მოსწავლეთა დასახმარებლად. მიზნობრივი კომუნიკაციის მიმდინარეობისას არ არის რეკომენდებული ყველა დაშვებულ შეცდომაზე რეაგირება, რადგან ის აფერხებს ინტერაქციის მსვლელობას. სწავლების მოცემული მოცემული მოდელის (Task Based Learning - TBL) მიხედვით გრამატიკული ასპექტების განხილვა გათვალისწინებულია განყენებულად, აქტივობის ბოლო საფეხურზე ენობრივი ნაწილის ანალიზის დროს.

 

მეთოდიკური კომენტარები:

Methodological Comments:

  • მოცემული აქტივობა დავალებაზე დაფუძნებული საგაკვეთილო ჩარჩოს (Task Based Learning- TBL) მოდიფიცირებული, ვერსიაა. ის ავთენტური კომუნიკაციის ელემენტებს შეიცავს და თავისუფალი მეტყველების განვითარების  ეფექტიან სტრატეგიას წარმოადგენს. დავალებაში აღწერილი მოდელი, რეალური სიტუაციის მსგავსად, მიზნობრივი კომუნიკაციის  გამოყენებას  საჭიროებს. დავალებაზე/შინაარსზე (და არა ენის სტრუქტურაზე - language-oriented approach) აქცენტირებულ აქტივობაში მიზნობრივი კომუნიკაცია სამიზნე ენის დაუფლების ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა.
  • როლური თამაშის ფორმით წარმოდგენილი აქტივობები უკლებლივ ყველა მოსწავლის დაინტერესებას იწვევს და პროცესში მათ აქტიურ ჩართვას უზრუნველყოფს. მოსწავლეები მოტივირებულნი არიან, აქვთ წარმატების მიღწევის სურვილი, ამიტომ კომუნიკაციისას, საკუთარი ენობრივი კომპეტენციისა და გამოცდილების ფარგლებში ქმნიან ბუნებრივ, აზრობრივად მართებულ კონტექსტებს. კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით დეტექტიური ჟანრის სცენარი მეტად მომგებიანია.     
  • დავალებაზე დაფუძნებული აქტივობის მსვლელობისას მოსწავლეთა მონაწილეობა (performence) ნაკლებად კონტროლდება მასწავლებლის მიერ (less teacher controlled), ამიტომ ისინი მხოლოდ საკუთარ ინფორმაციას, ენობრივ რესურსებს ეყრდნობიან და შინაარსის/სიტუაციის შესაბამისად, შეზღუდვის გარეშე, აქტიურად იყენებენ ნასწავლ გამოთქმებს, კოლოკაციებსა თუ გრამატიკულ ფორმებს. ეს კი ეხმარება  მასწავლებელს ობიექურად  შეაფასოს მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენცია.
  • მოცემული დავალებების შესასრულებლად, მათთვის ჩვეულ აქტივობებში მონაწილეობისას (საკუთარი მოსაზრებების გაზიარება, მსჯელობა, შეკითხვების დასმა, პასუხის გაცემა და ა.შ.) მოსწავლეებს დამოუკიდებელად უხდებათ ენობრივი ამოცანების გადაჭრა, მაგრამ ისინი კომუნიკაციას ახერხებენ მინიმალური ლექსიკისა და სტრუქტურების ცონის საშუალებით. ამდენად, მათ შესაძლებლობა აქვთ განავითარონ ის სამეტყველო უნარები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში გამოადგებათ.
  • მოცემული ტიპის სამეტყველო აქტივობაში მონაწილეობისას (performance) სირთულეს წარმოადგენს მოსწავლეთა მიერ საკუთარი მოსაზრების გასაგებად გადმოცემა, რაც საჭიროებს  თანაფარდობის დაცვას შინაარსიან კონტექსტსა და მისი გამოხატვის ფორმებს (ენობრივ სტრუქტურებს) შორის. ამგვარად ხდება თავისუფალი მეტყველებისა (Fluency) და მართებული ენობრივი ფორმების (Accuracy) ერთგვარი დაბალანსება. შესაბამისად, მასწავლბელი უზრუნველყოფს მოსწავლეებს საჭირო სამეტყველო რესურსებით და ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობისას ეხმარება მათ ენობრივი პრობლემების გადაჭრაში.
  • აქტივობის წარმატებულად ჩატარება დამოკიდებულია მის ზედმიწევნით სწორად დაგეგმვაზე. მნიშვნელოვანია მასწავლებლმა მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს აქტივობის თემატიკა და მისცეს მათ კონკრეტული, მკაფიო ინსტრუქცია შესასრულებელი დავალების შესახებ.