ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული ვებსაიტების სია  

disability.ge კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლიც მიზნად ისახავს ნებისმიერი ადამინისთვის შეიქმნას თანაბარი პირობები პოტენციალის გამოსავლენად და მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მაქსიმალური ჩართვა საზოგადობაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
savethechildren.org Save the Children (გადავარჩინოთ ბავშვები) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება ბავშვების მდგრად კეთილდღეობასა და განვითარებას. Save the Children 1993 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში.Aამ ხნის განმავლობაში ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” წარმატებულად ანხორციელებს პროექტებს სხვადასხვა სფეროებში: სოციალური განვითარება, ჯანდაცვა, განათლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ქუჩის ბავშვების სოციალური ინტეგრაცია, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება.
unesco.org ეს არის Unesco-ს (გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული  ორგანიზაციის) მთავარი ვებ-გვერდი. ორგანიზაციის დანიშნულებაა, წვლილი შეიტანოს მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში საერთაშორისო თანამშრომლობით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის პროგრამების მეშვეობით.
ldonline.org ეს ვებ-გვერდი  მრავალფეროვან ინფორმაციას შეიცავს სწავლის უნარის დაქვეითების, სასწავლო სტრატეგიებისა და ინკლუზიური განათლების შესახებ.
specialed.about.com თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს არა აქვთ წარმატება თქვენს კლასში, ისარგებლეთ ამ ვებ-გვერდით, რათა ნახოთ რა უნდა შეცვალოთ და როგორ.
floridainclusionnetwork.com აქ მოცემულია კონსულტაციები, ინფორმაცია და რჩევები განათლების მუშაკთათვის, ოჯახებისთვის და საზოგადოების სხვა წევრებისთვის ინკლუზიურ სწავლასთან დაკავშირებით.
edweek.org ამ ვებ-გვერდზე ყურადღება გამახვილებულია განათლების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. 
www.cec.sped.org ეს ვებ-გვერდი \"განსაკუთრებული ბავშვების საბჭოს” ეკუთვნის.   ეს გახლავთ უმსხვილესი პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებულ ბავშვთა განათლების შედეგების დახვეწას. ეს ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას სათანადო პოლიტიკა გაატაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან მიმართებაში, იგი ადგენს პროფესიულ სტანდარტებს, უზრუნველყოფს უწყვეტ პროფესიულ განვითარებას,  ხელს უწყობს პროფესიონალებს პროფესიული პრაქტიკის დახვეწაში.

inclusion.com

ყველაფერი ინკლუზიის შესახებ - პრაქტიკული მეცადინეობები, წიგნები, ვიდეომასალა, რესურსები, ტრენინგები, ბიულეტენი, და ა.შ.
parentcenterhub.org ეს ვებ-გვერდი მოიცავს დიდ ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვების მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის და თვითონ ბავშვებისთვის. საიტის სპეციალური განყოფილება ბავშვებს და მშობლებს საშუალებას აძლევს გამოაქვეყნონ თავიანთი ისტორიები, მოთხრობები, დაუსვან შეკითხვები სპეციალისტებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საკუთარ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე.
ld.org ამ ვებ-გვერდზე  განთავსებულია ინფორმაცია სწავლების სტრატეგიებსა და  სასწავლო მეთოდებზე.

fpg.unc.edu

სკოლამდელი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები თანატოლებთან ერთად  სწავლობენ. აქ მოცემულია კვლევითი ცენტრის მასალები, რომელიც გამოადგება განათლების მუშაკებს, მკვლევარებსა და მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებს.
rushservices.com/Inclusion ამ ვებ-გვერდზე მოცემულია მთელი რიგი შეკითხვებისა, რომელიც დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რამდენად გამართლებულია ინკლუზია კონკრეტული ბავშვისათვის.
ldonline.org/article/6166 ეს გვერდი გამიზნულია მშობელთათვის, ოჯახის წევრთა და პედაგოგთათვის.  აქ ბევრი მაგალითი და გაკვეთილის გეგმაა მოცემული.. ასევე მოთხრობილია  მრავალფეროვანი და საინტერესო სოციალური ისტორიები.

cast.org

აქ გაეცნობით ინკლუზიური განათლების შესახებ უახლეს კვლევებს, პროექტებსა და გამოცემებს.
kurzweiledu.com Kurzweil-ი არის პროგრამა, რომელიც სკანირებას უკეთებს საკითხავ მასალას და ხმამაღლა უკითხავს მას მოსწავლეებს. ეს განსაკუთრებით უსინათლო და სუსტი მხედველობის მქონე მოსწავლეებისთვის არის გამიზნული, მაგრამ ასევე გამოიყენება იმ მოსწავლეთათვის, რომელთაც უჭირთ კითხვა.
readingquest.org ვებ-გვერდი ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ უნდა გაიაზროს წაკითხულის შინაარსი იმ მოსწავლემ, რომელსაც კითხვის პრობლემები აქვს.
resourceroom.net ვებ-გვერდი  სწავლის უნარის დაქვეითების მქონე მოსწავლეების განათლებაზე საუბრობს. აქ მოცემულია გაკვეთილის გეგმები და მასალები, რეკომენდაციები.
teachingld.org ვებ-გვერდზე აღწერილია ინკლუზიური განათლების სფეროში უახლეს გამოცდილებასა  და კვლევაზე დაფუძნებული პრაქტიკის შედეგები.  აქვე შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები, რომელზეც ექსპერტები გიპასუხებენ.
adsb.on.ca ვებ-გვერდი ძალიან  მდიდარია ინფორმაციით. ძირითადი თემა ასეთია: "ბავშვები, რომლებიც ერთად სწავლობენ, ერთად ცხოვრებას სწავლობენ". აქ საუბარია სამართლებლივ პირობებზე, მასწავლებლის კომპეტენციებზე, სწავლების სტრატეგიებზე, ინკლუზიისთვის მზადებაზე, ინკლუზიის რესურსებზე და სხვა.

            

ed.gov/about/offices/list/ovae/pi/AdultEd/disaccess.html აშშ-ს განათლების დეპარტამენტი – სპეციალური ტექნიკური  განათლების განყოფილება; ეს ვებ-გვერდი  ინფორმაციას იძლევა უნივერსალური დიზაინის შესახებ.
addinschool.com/decreasing-impulsive-behaviors-adhd ვებ-გვერდზე არის ინფორმაცია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის თაობაზე (ADHD).
childdevelopmentinfo.com/learning/learning_disabilities/teacher/ ვებ-გვერდზე მოცემულია ზოგიერთი რჩევა, თუ როგორ უნდა იმუშაოს მასწავლებელმა  სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან.
ctserc.org/library/bibfiles/identification-sed.pdf ვებ-გვერდზე  მოცემულია ემოციურ და ქცევით დარღვევებზე გამოქვეყნებული კვლევებისა და სტატიების ჩამონათვალი.
eds-resources.com/edexc.htm#index ამ ვებ-გვერდზე ნახავთ სასწავლო გეგმებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
education.jhu.edu/PD/newhorizons/ ვებ-გვერდზე არის ინფორმაცია  პედაგოგებისა და მშობლებისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ მოვუაროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებს.