გუშინ, დღეს, ხვალ - ვთამაშობთ ზმნებით.

აქტივობის  მიზნები

  • წერითი მეტყველებისას ენობრივი საშუალებებისა და გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენების უნარების განვითარება;
  • შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ჯგუფური.

 

რესურსები

კალამი, რვეული.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი დაყოფს კლასს ორ ნაწილად.  ერთ ნაწილს მომავალი (”ხვალ”) ჰქვია, მეორეს - წარსული (”გუშინ”), მასწავლებელი წარმოადგენს აწმყო დროს (”დღეს”). იგი ასახელებს ზმნებს აწმყო დროში, „მომავლის“ მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ აწმყო დროში დასახელებული ზმნა გადაჰყავთ მომავალ დროში და რვეულში იწერენ მას, „წარსულის“ მოსწავლეებს კი ზმნა წარსულ დროში გადაჰყავთ და შესაბამისი ფორმით იწერენ რვეულებში. 5-6 ზმნის აწმყო დროის ფორმით დასახელების შემდეგ, მასწავლებელი დაავალებს მოსწავლეებს, რომ შეადგინონ წინადადებები რვეულებში ჩაწერილი სიტყვების გამოყენებით.

აქტივობის ბოლოს, მოსწავლეები მონაცვლეობით კითხულობენ თავიანთ მიერ შექმნილ წინადადებებს, რომლებშიც ზმნები წარმოდგენილია წარსული ან მომავალი დროის ფორმებით.

აქტივობის ხანგრძლივობა: 12-15 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ენობრივ-გრამატიკული ელემენტებისა და ენობრივი  ნორმების  მართებულად გამოყენება:  ზმნის წარსული,  აწმყო  და მომავალი  დროის ფორმების,   სასვენი ნიშნების, გამოყენება;
  • საჭირო ლექსიკური ერთეულების გამოყენება;
  • შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენა.