გიამბობთ საინტერესო წიგნის შესახებ.

WordSection1">

რესურსი

ეს აქტივობა საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.


აქტივობი აღწერა

მოსწავლეები შეარჩევენ წაკითხულ წიგნს/მოთხრობას და თანაკლასელებს გადასცემენ წაკითხულის  შინაარსს და საკუთარ მოსაზრებებს წაკითხულთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ მოსაზრების ჩამოყალიბება გაუადვილდეთ, შეიძლება  მასწავლებელმა  მისცეს თხრობის სავარაუდო  კონსტრუქცია:  მე ეს ნაწარმოები მომეწონა იმით, რომ... ეს ნაწარმოები საინტერესო იყო იმით, რომ... სასურველია, მასწავლებელმა მისცეს მოსწავლეებს რამდენიმე საორიენტაციო შეკითხვა. მაგალითად:

  • რა არის წიგნის სათაური?
  • ვინ არიან წიგნის მთავარი პერსონაჟები/პერსონაჟი?
  • სად ხდება წიგნში მოთხრობილი ამბავი?
  • რა სირთულე შეხვდა მთავარ გმირს?
  • როგორ დაძლია ეს სირთულე?
  • რა მოგეწონა? რა არ მოგეწონა?


შეფასება

აქტივობა კომპლექსურია. შეფასდება როგორც გააზრებული კითხვის, ისე წაკითხულის შესახებ მოსაზრებების/შთაბეჭდილებების გადმოცემის, სხვებისათვის გაზიარების უნარი.


მეთოდური მითითება

სასურველია, მასწავლებელმა წინასწარ მოამზადოს კითხვარი და დაურიგოს მოსწავლეებს, რათა ისინი მოემზადონ პრეზენტაციისათვის.