გამოცანა

WordSection1">

გამოცანა

(წაკითხული/მოსმენილი ტექსტის პერსონაჟთა ამოცნობას მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისებების მიხედვით).

 

აქტივობის შესახებ

ტექსტის ყურდაღებით მოსმენისა და სათანადო დეტალებზე დაკვირვების უნარი მოსწავლის მკითხველად ჩამოყალიბების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

 

აქტივობის მიზანი

ეს  აქტივობა მთლიანობაში ხელს უწყობს მოსმენილი ტექსტის შინაარსის წვდომა-გაგებას. უფრო კონკრეტულად  კი მოსწავლეები:

1. დააკვირდებიან პერსონაჟთა ნიშან-თვისებებს;

2. შეძლებენ მათ ამოცნობას სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;

3. შეძლებენ მოსმენილი/წაკითხული ტექსტის დაკავშირებას წინარე ცოდნასა და პირად გამოცდილებასთან.

 

რესურსები

საკითხავი ტექსტი, დაფა, ცარცი/მარკერი.

 

აქტივობის აღწერა

1. ტექსტის წაკითხვის  შემდეგ  მასწავლებელი  დაფაზე  წერს რამდენიმე  ფრაზას, რომლებიც აღწერს ან ახასიათებს საგანს ან პერსონაჟს ტექსტიდან, მაგალითად:

 გულჩვილია და ბალახს ჭამს                    ის არის                                       

 ეშმაკია და ჭკვიანი                                     ის არის                                       

 სისხლისმსმელია და უსამართლო          ის არის         

  

მოსწავლეები პასუხებს წერენ რვეულებში.

 

2. მასწავლებელი ხელახლა კითხულობს ზღაპარს. შემდეგ მოსწავლეებს სთხოვს, ზეპირად ჩამოთვალონ თითოეული პერსონაჟის სხვა დამახასიათებელი ნიშანთვისებებიც. ამ შემთხვევაში მოსწავლეები შეიძლება ტექსტსაც დაეყრდნონ  და საკუთარ გამოცდილებასაც. ყველა ადეკვატური პასუხი მისაღებია.


შეფასება

ამ აქტივობით ფასდება,

  • იგებს თუ არა მოსწავლე წაკითხული/მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
  • აკვირდება თუ არა პერსონაჟის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
  • შეუძლია თუ არა სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით პერსონაჟის ამოცნობა;
  • ამახვილებს თუ არა ყურადღებას დეტალებზე;
  • შეუძლია თუ არა წაკითხულის დაკავშირება არსებულ გამოცდილებასთან.

 

მეთოდური მითითება

 ამგვარი აქტივობებისთვის, სასურველია, შეირჩეს  ნაწარმოები, რომლის გმირებსაც გამოკვეთილი  და მოსწავლისთვის ადვილად აღსაქმელი ნიშან-თვისებები ახასიათებთ. ყველაზე ხელსაყრელი ამ შემთხვევაში ზღაპრები და იგავებია, რომელთა პერსონაჟებად ცხოველები და ფრინველები გვევლინებიან. მოცემული აქტივობისთვის მასალად შევარჩიეთ ოტია იოსელიანის ზღაპარი ”სპილო და მელა”.