გამოიცან, რომელია!

რესურსი

მარტივი ლექსი.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი მოსწავლეებს უკითხავს ლექსს, რომლის სტროფის ბოლო სარითმო სიტყვა სამი დასახელებულიდან თავად მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ  ისე, რომ ლექსი გაირითმოს. მაგალითად, ვუკითხავთ მაია წიკლაურის ლექსს ”ერთი, ორი, სამი”:

ერთი, ორი, სამი,

თვლა ვისწავლეთ ყველამ, ბებო ნამცხვარს გვიცხობს,

ბაბუ  ზღაპარს (ამბობს, მოგვითხრობს, ყვება). ოთხი, ხუთი, ექვსი,

დაბრაწულა (ქადა,  კექსი, ფუნთუშა), შვიდი, რვა, ცხრა, ათი,

მოპარულა (ჩიტი, მელა, დათვი). კექსი დრუნჩას შეუსანსლავს, ხახამშრალი დავრჩით.

 

შეფასე

შეფასდება დაკვირვებულობა, სარითმო სიტყვების ამოცნობის უნარი, სათანადო კონტექსტში სიტყვების სწორად გამოყენების უნარი.

 

მეთოდური მითითება

მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შინაარსობრივად და ფორმის თვალსაზრისით ლექსი ადვილად აღსაქმელი იყოს.