სარეკომენდაციო შინაარსი

 

პროგრამის შინაარსი წარმოადგენს  იმ ენობრივი მასალისა და სოციოკულტურული თემატიკის ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება სტანდარტში დადგენილი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ჩამონათვალი ვერ იქნება  ამომწურავი, ვერც სავალდებულო. იგი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. დასაშვებია ჩამონათვალის შეცვლა, გადანაცვლება, შევსება, შემცირება. მთავარია, დასასწავლი ენობრივი მასალისა და კულტურული თემატიკის შერჩევისას გათვალისწინებულ იქნეს:

  • სტანდარტში მითითებული საკომუნიკაციო ამოცანები
  • თანამედროვე ენის ნორმები
  • ასაკობრივი თავისებურებები და მოზარდის ინტერესთა სფერო