პროგრამის შინაარსი წარმოადგენს იმ ენობრივი მასალის ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება სტანდარტში დადგენილი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ჩამონათვალი ვერ იქნება ამომწურავი, ვერც სა­ვალ­დებულო. იგი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. დასაშვებია ჩამონათვალის შე­ცვლა, გადანაცვლება, შევსება, შემცირება. მთავარია, დასასწავლი ენობრივი მასალის და კულტურული თემატიკის შერჩევისას გათვალისწინებულ იქნეს:

  • სტანდარტში მითითებული საკომუნიკაციო ამოცანები,
  • თანამედროვე ენის ნორმები,
  • ასაკობრივი თავისებურებები და მოზარდის ინტერესთა სფერო.