ერთად, ტემპში!

რესურსები

ნებისმიერი  ლექსი სახელმძღვანელოდან.

 

აქტივობის აღწერა

მოსწავლეები შესწავლილ ლექსს კითხულობენ გუნდურად. მასწავლებელი ასრულებს დირიჟორის როლს. ის სთხოვს მოსწავლეებს, დაუკვირდნენ მისი ხელების მოძრაობას და ლექსის კითხვის ტემპი ააყოლონ ამ მოძრაობას. მასწავლებელი ჯერ ძალიან ნელა ამოძრავებს ხელს, მერე კი ტემპს უმატებს. ასეთივე წესით მიანიშნებს ის ხმის სიძლიერეზე. ხელის მტევნის დაბლა დაწევა ნიშნავს, რომ ხმას უნდა დაუწიონ, მაღლა აწევა - პირიქით.

 

შეფასება

შეფასდება დაკვირვების, ინსტრუქციის გაგების უნარი, მოსწავლეთა მეტყველება.

 

მეთოდური მითითება

ლექსის კითხვის ტემპის ცვლილებისათვის შეიძლება მეტრონომის გამოყენებაც. ამ აქტივობის ჩატარებისას მასწავლებელი ყურადღებით უნდა იყოს, ყველა იღებს თუ არა მონაწილეობას გუნდურ კითხვაში და ასრულებენ თუ არა მის ინსტრუქციას. ხომ არ არის ვინმე, ვინც ლექსს ერთნაირად ჩუმად კითხულობს, ტემპის ცვლილებისას კი საერთოდ ჩუმდება.

 

კავშირი სხვა საგნებთან

მუსიკა.