ეკოლოგიური წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელს ხდის დედამიწის, როგორც საარსებო სივრცის მნიშვნელობის გაცნობიერებას; გარემოს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გააზრებას. ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედების მართებული მიდგომების გაზიარებას და მათ დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში; ეკოლოგიური სისტემების მოწყობისა და მათში მოქმედი კანონზომიერებების ცოდნას.