დავფიქრდეთ შინაარსზე.

WordSection1">

აქტივობის შესახებ

აქტივობა ემსახურება ტექსტის შინაარსის გააზრებისა და ლაკონიურად გადმოცემის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

აქტივობის  მიზნები:

  • ტექსტის გააზრებისა და ანალიზის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
  • შინაარსის ლაკონიურად გადმოცემის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
  • თანამშრომლობის უნარის განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ჯგუფური.

 

რესურსები

კალამი, ფურცლები.

 

აქტივობის აღწერა

მასალის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები დაჯგუფდებიან ოთხ-ხუთკაციან ჯგუფებად. მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს მოუნიშნავს ტექსტის ნაწილს/თავს. ყველა ჯგუფს სამუშაოდ აქვს ერთი ფურცელი, რომელზეც ჯგუფის წევრებმა რიგ-რიგობით უნდა დაწერონ თითო-თითო შემაჯამებელი წინადადება მოცემული მონაკვეთის შესახებ (თითოეული დაწერს ერთ შემაჯამებელ წინადადებას). მეტი ორგანიზებულობისთვის, შეიძლება ჯგუფის წევრების ნუმერაციაც. შესაბამისად, პირველ შემაჯამებელ წინადადებას დაწერს პირველი ნომერი, მეორე შემაჯამებელ წინადადებას – მეორე და ა.შ.

მუშაობის დასრულების შემდეგ, მასწავლებლის დახმარებით, ჯგუფების ნამუშევრები დალაგდება შინაარსის თანამიმდევრობის დაცვით (დაფაზე, მაგიდაზე) და შეფასდება კლასისა და მასწავლებლის მიერ, ზეპირი მსჯელობის/განხილვის გზით.

 

ნიმუში

 იაკობ გოგებაშვილი, “იავნანამ რა ჰქმნა?”

  • პირველი ჯგუფის წევრები წერენ შემაჯამებელ წინადადებებს მოთხრობის პირ- ველი თავის შესახებ  “სამშობლო ღვინისა”.
  • მეორე ჯგუფის წევრები წერენ შემაჯამებელ წინადადებებს მოთხრობის მეორე
  • თავის შესახებ  “სოფელი ვაშლოვანი”.
  • მესამე ჯგუფი – “ლეკები კახეთში”.
  • მეოთხე – “ქეთოს იტაცებენ.”

 

(სტილი დაცულია)

 ჯგუფების ნამუშევრები

აქტივობის ხანგრძლივობა: 17-19 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • შინაარსობრივი თანამიმდევრობის დაცვა;
  • ავტორისეული ლექსიკის ადეკვატურად გამოყენება;
  • წერისას მთავარ და არსებით მომენტებზე ყურადღების გამახვილება;
  • მართლწერის წესების, სასვენი ნიშნების სათანადოდ გამოყენება;
  • თანამშრომლობა.

 

მეთოდური მითითება

დასახული შედეგის მისაღწევად, შეიძლება, აგრეთვე, გამოვიყენოთ აქტივობები: ”წერილი მეგობარს/მასწავლებელს, ინტერვიუ” (იხ. II. 12), ”ხუთი კითხვა” (იხ. II.10). აქ ვგულისხმობთ მხოლოდ ამ აქტივობების ორგანიზების ფორმასა და წესს, რაც შეიძლება უცვლელი დარჩეს. რაც შეეხება მათ შინაარსობრივ მხარეს, იგი, ცხადია, უნდა შეიცვალოს შესწავლილი მასალისა და მოსწავლეთა ცოდნის დონის გათვალისწინებით.