დაუვიწყარი ამბები.

რესურსი

ფოტოები, ძველი მოსაწვევები, აფიშები და სხვა.

 

ტივობის აღწერა

მასწავლებელი წინა დღით ავალებს მოსწავლეებს, მოიტანონ ფოტოები, ძველი მოსაწვევები, აფიშები და სხვა ნივთები, რომლებიც მათ რაღაც მნიშვნელოვან ამბებს ახსენებს. თითოეული წარმოადგენს მის მიერ მოტანილ ნივთს/ნივთებს და ჰყვება იმ ამბავს, რომელიც ამ ნივთს უკავშირდება.


შეფასება

შეფასდება თანამიმდევრული თხრობის, მოვლენების, თშაბეჭდილებების, განცდების, ემოციების გადმოცემის უნარი, ლოგიკურობა, ენობრივი გამართულობა.


მეთოდური მითითება

შესაძლებელია ამ აქტივობის მოდიფიცირება: წყვილებმა გაცვალონ ისტორია ერთმანეთში და შემდეგ ერთმა წარმოადგინოს მეორის ნაამბობი და პირიქით.