ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი

მუსიკა

  • მთავარი
  • ესთეტიკური აღზრდა
  • მუსიკა
ამობეჭდვა
  • ზოგადი ნაწილი
    • შესავალი
    • მუსიკის სწავლების მიზნები და ამოცანები
    • მუსიკის სწავლება საფეხურების დახასიათება
    • მუსიკის საგნის სწავლების ორგანიზება
    • მუსიკის სწავლების მიმართულებების აღწერა
    • შეფასება მუსიკაში
    • დამხმარე რესურსები
    • საგნობრივი პროგრამა მუსიკაში
  • საფეხურები/კლასები
  • ესთეტიკური აღზრდა
  • მიმართულებები
  • გამჭოლი კომპეტენციები
arrow
  • I კლასი
  • II კლასი
  • III კლასი
  • IV კლასი
  • V კლასი
  • VI კლასი
  • VII კლასი
  • VIII კლასი
  • IX კლასი
  • X კლასი
  • XI კლასი
  • XII კლასი

I კლასი

მუსიკა

პრაქტიკული უნარ ჩვევები

მუს.I.1.

მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში.

მუს.I.2.

მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.

მუს.I.3.

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  გამოხატვის სხვადასხვა ფორმას  გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.

 

კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია

მუს.I.4.

მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მოსმენილი მუსიკალური  ნაწარმოების მიმართ.      

მუს.I.5.

მოსწავლეს შეუძლია  ნასწავლი მუსიკალური  ტერმინების გამოყენება.

მუს.I.6.

მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

მუს.I.7.

მოსწავლეს აქვს უნარი, პატივისცემით მოეკიდოს სხვის შემოქმედებასა და აზრს.

 

მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

მუს.I.8.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ნაწარმოების  ყოველდღიურობასთან დაკავშირება.

                        

მუს.I.9.

მოსწავლე იცნობს ნასწავლ მუსიკალურ საკრავებს.

მუს.I.10.

მოსწავლეს  შეუძლია განასხვაოს  გარემოში მოსმენილი ხმები.

საგნობრივი პროგრამები

  • მუსიკა I კლასი - პროგრამის შინაარსი

II კლასი

მუსიკა

პრაქტიკული უნარ ჩვევები

მუს.II.1.

მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში.  

მუს.II.2.

მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.

მუს.II.3.

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს გამოხატვის სხვადასხვა ფორმას გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.

 

კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია

მუს.II.4.

მოსწავლეს შეუძლია  საკუთარი  დამოკიდებულების გამოხატვა  მოსმენილი მუსიკალური    ნაწარმოების  მიმართ .    

მუს.II.5.

მოსწავლეს შეუძლია  ნასწავლი მუსიკალური ტერმინების გამოყენება.

მუს.II.6.

მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

მუს.II.7.

მოსწავლეს აქვს უნარი, პატივისცემით მოეკიდოს სხვის შემოქმედებასა და აზრს.

მუს.II.8.

მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა გრძნობებისა და განწყობილებების გამოხატვის საშუალებაა.

    

 

მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

მუს.II.9.

მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს შემოქმედებითი პროფესიები და დაუკავშიროს ისინი  ხელოვნების კონკრეტულ ნიმუშებს.

 

მუს.II.10.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ნაწარმოების  ყოველდღიურობასთან დაკავშირება.

 

მუს.II.11.

მოსწავლე  იცნობს ნასწავლ  მუსიკალურ საკრავებს.

მუს.II.12.

მოსწავლეს  შეუძლია განასხვავოს  გარემოში მოსმენილი ხმები.

საგნობრივი პროგრამები

  • მუსიკა II კლასი - პროგრამის შინაარსი

III კლასი

მუსიკა

პრაქტიკული უნარ ჩვევები

მუს.III.1.

მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში.  

მუს.III.2.

მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.

მუს.III.3.

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს გამოხატვის სხვადასხვა ფორმას გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.

მუს.III.4.

მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის ნასწავლი  ნიშნების ამოცნობა.

მუს.III.5.

მოსწავლეს შეუძლია საკუთარი  სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

მუს.III.6.

მოსწავლეს შეუძლია  ჯგუფში მუშაობა.

 

კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია

მუს.III.7.

მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების მიმართ.

მუს.III.8.

მოსწავლეს შეუძლია ნასწავლი მუსიკალური ტერმინების გამოყენება.

მუს.III.9.

მოსწავლეს შეუძლია  მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

მუს.III.10.

მოსწავლეს აქვს უნარი, პატივისცემით მოეკიდოს სხვის შემოქმედებასა და აზრს.              

 

მუს.III.11.

მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა გრძნობებისა  და განწყობილებების გამოხატვის საშუალებაა.

 

მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

მუს.III.12.

მოსწავლეს  შეუძლია  განასხვავოს ხელოვნების დარგები და ხელოვნებასთან  დაკავშირებული  პროფესიები.

 

მუს.III.13.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ნაწარმოების  ყოველდღიურობასთან დაკავშირება.

მუს.III.14.

მოსწავლეს  შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს ნასწავლი მუსიკალური საკრავები.

საგნობრივი პროგრამები

  • მუსიკა III კლასი - პროგრამის შინაარსი

IV კლასი

მუსიკა

პრაქტიკული უნარ ჩვევები

მუს.IV.1.

მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების გამოყენება   იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში.  

 

მუს.IV.2.

მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.

მუს.IV.3.

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს და გადმოსცეს მისთვის საინტერესო  განწყობილება,  სიუჟეტი, თემა.

მუს.IV.4.

მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის ნასწავლი  ნიშნების ამოცნობა და ჩაწერა.

მუს.IV.5.

მოსწავლეს შეუძლია საკუთარი  სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

მუს.IV.6.

მოსწავლეს შეუძლია  ჯგუფში მუშაობა.

 

კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია

მუს.IV.7.

მოსწავლეს შეუძლია საუბარი მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების შესახებ.

მუს.IV.8.

მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

მუს.IV.9.

მოსწავლეს  შეუძლია ქცევის ნორმების დაცვა კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებისას.

მუს.IV.10.

მოსწავლეს ესმის და წარმოაჩენს, რომ მუსიკა/ხელოვნება თვითგამოხატვის საშუალებაა.

 

მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

მუს.IV.11.

მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს მუსიკოსთა სპეციალობები და შეადაროს ისინი  ერთმანეთს.

 

მუს.IV.12.

მოსწავლეს შეუძლია განიხილოს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებები.

მუს.IV.13.

მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს  ერთმანეთისგან მუსიკალური საკრავები.

საგნობრივი პროგრამები

  • მუსიკა IV კლასი - პროგრამის შინაარსი

V კლასი

მუსიკა

პრაქტიკული უნარ ჩვევები

მუს.V.1.

მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების და საკრავების გამოყენება იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში.  

მუს.V.2.

მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად. 

მუს.V.3.

მოსწავლეს შეუძლია  განსაზღვროს და გადმოსცეს მისთვის საინტერესო განწყობილება, სიუჟეტი, თემა.

მუს.V.4.

მოსწავლეს შეუძლია მარტივი რიტმული ნახაზის, მელოდიის წაკითხვა და გადაწერა.

მუს.V.5.

მოსწავლეს შეუძლია საკუთარი  სასწავლო საქმიანობისთვის ორგანიზება.

მუს.V.6.

მოსწავლეს შეუძლია  სხვებთან თანამშრომლობა. 

 

კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია

მუს.V.7.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების განხილვა.

მუს.V.8.

მოსწავლეს შეუძლია   მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

მუს.V.9.

მოსწავლეს  შეუძლია ქცევის ნორმების დაცვა კულტურულ ღონისძიებებზე  დასწრებისას.        

მუს.V.10.

მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა/ხელოვნება კულტურის  თვითგამოხატვის საშუალებაა.

 

მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

მუს.V.11.

მოსწავლეს შეუძლია ხელოვნების დარგების და სინთეზურ ხელოვნებაში მათი კავშირების განხილვა.

 

მუს.V.12.

მოსწავლეს შეუძლია განიხილოს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებები.

მუს.V.13.

მოსწავლეს შეუძლია  განასხვავოს და დააჯგუფოს მუსიკალური საკრავები. 

საგნობრივი პროგრამები

  • მუსიკა V კლასი - პროგრამის შინაარსი

VI კლასი

მუსიკა

პრაქტიკული უნარ ჩვევები

მუს.VI.1.

მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში  მონაწილეობა.

მუს.VI. 2.

მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.

მუს.VI. 3.

მოსწავლეს შეუძლია  განსაზღვროს და გადმოსცეს მისთვის საინტერესო განწყობილება,  სიუჟეტი, თემა.

მუს.VI.4.

მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის გამოყენება.

მუს.VI.5.

მოსწავლეს შეუძლია საკუთარი  სასწავლო საქმიანობის წარმართვა.

მუს.VI.6.

მოსწავლეს შეუძლია  სხვებთან თანამშრომლობა.

 

კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია

მუს.VI.7.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების განხილვა და შეფასება.

მუს.VI.8.

მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

 

მუს.VI.9.

მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა/ხელოვნება კომუნიკაციის საშუალებაა.

 

მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

მუს.VI.10.

მოსწავლე იცნობს ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ცნობილ ნიმუშებსა  და წარმომადგენლებს.

მუს.VI.11.

მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს მუსიკალური ნაწარმოებები.

მუს.VI.12.

მოსწავლე იცნობს სხვადახვა  ტიპის ანსამბლისა და ორკესტრის შემადგენლობას.    

                           

საგნობრივი პროგრამები

  • მუსიკა VI კლასი - პროგრამის შინაარსი

VII კლასი

მუსიკა

პრაქტიკული უნარ ჩვევები

მუს.VII.1.

მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.

მუს.VII. 2.

მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად.

მუს.VII. 3.

მოსწავლეს შეუძლია   სხვადასხვა დავალების შესრულება მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების  გამოყენებით.

 

მუს.VII.4.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო  პროექტში მონაწილეობა.

 

კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია

მუს. VII .5.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.

მუს.VII. 6.

მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან  მუსიკოსის შემოქმედება.

 

მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

მუს.VII.7.

მოსწავლე იცნობს და შეუძლია  ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ცნობილი ნიმუშების  დახასიათება.

მუს.VII.8.

მოსწავლე აღიქვამს მუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის  საშუალებას.                      

საგნობრივი პროგრამები

  • მუსიკა VII კლასი - პროგრამის შინაარსი

VIII კლასი

მუსიკა

პრაქტიკული უნარ ჩვევები

მუს.VIII.1.

მოსწავლეს შეუძლია  იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.

მუს.VIII.2.

მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად.

მუს.VIII.3.

მოსწავლეს შეუძლია   სხვადასხვა დავალების შესრულება მუსიკალურ-კომპიუტერული  პროგრამების  გამოყენებით.

 

მუს.VIII.4.

მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო  პროექტში მონაწილეობა.

 

კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია

მუს.VIII.5.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.

მუს.VIII.6.

მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან  მუსიკოსის შემოქმედება.

 

მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

მუს.VIII.7.

მოსწავლე იცნობს და შეუძლია ქართული და მსოფლიო   მუსიკალური ხელოვნების    ცნობილი  ნიმუშების  დახასიათება.

მუს.VIII.8.

მოსწავლეს აღიქვამს  მუსიკას,  როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.  

საგნობრივი პროგრამები

  • მუსიკა VIII კლასი - პროგრამის შინაარსი

IX კლასი

მუსიკა

პრაქტიკული უნარ ჩვევები

მუს. IX. 1.

მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.

მუს. IX. 2.

მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად.

მუს. IX. 3.

მოსწავლეს შეუძლია კომპოზიციების შექმნა მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.  

მუს. IX. 4.

მოსწავლეს  შეუძლია სასწავლო  პროექტში მონაწილეობა.

 

კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია

მუს.IX.5.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.

მუს.IX.6.

მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან  მუსიკოსის შემოქმედება.

მუს.IX.7.

მოსწავლეს  შეუძლია საკუთარი და სხვისი შემოქმედების განხილვა.

 

მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

მუს. IX.8.

მოსწავლეს  შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი  მხარეების დახასიათება.

მუს.IX.9.

მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.

საგნობრივი პროგრამები

  • მუსიკა IX კლასი - პროგრამის შინაარსი

X კლასი

XI კლასი

XII კლასი