ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

  • მთავარი
  • ესთეტიკური აღზრდა
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ამობეჭდვა
  • ზოგადი ნაწილი
    • შესავალი
    • საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები
    • საგნის როლი სასკოლო განათლების ეროვნული მიზნის განხორციელებაში
    • საგნის სწავლების საფეხურების დახასიათება
    • საგნის სწავლების ორგანიზება
    • საგნის სწავლების მიმართულებების აღწერა
    • შეფასება
    • დამხმარე რესურსები
    • საგნობრივი პროგრამა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში
  • საფეხურები/კლასები
  • ესთეტიკური აღზრდა
  • მიმართულებები
  • გამჭოლი კომპეტენციები
arrow
  • I კლასი
  • II კლასი
  • III კლასი
  • IV კლასი
  • V კლასი
  • VI კლასი
  • VII კლასი
  • VIII კლასი
  • IX კლასი
  • X კლასი
  • XI კლასი
  • XII კლასი

I კლასი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ს.გ.I.1.

მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ერთი ან რამდენიმე  ძირითადი ელემენტი და პრინციპი  ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.I.2.

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას   ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.I.3.

მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.

ს.გ.I.4.

მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.

ს.გ.I.5.

მოსწავლეს შეუძლია  მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარული უნარ- ჩვევების გამომჟღავნება.

ს.გ.I.6.

მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.

 

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ს.გ.I.7.

მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები,    გამოთქვას აზრი საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.

ს.გ.I.8.

მოსწავლე პატივს სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარს.

ს.გ.I.9.

მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

ს.გ.I.10.

მოსწავლე იცნობს ელემენტარულ ტერმინებს და შეუძლია მათი გამოყენება.

 

ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ს.გ.I.11.

მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან ხელოვნების ზოგიერთი დარგი და ჟანრი   და  დააკავშიროს ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

ს.გ.I.12.

მოსწავლეს შეუძლია  დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი   საკუთარ გამოცდილებასთან.

დამხმარე რესურსები

  • I კლასი - პროგრამის შინაარსი

II კლასი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ს.გ.II.1.

მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი   ნამუშევრის შექმნისას.

 

ს.გ.II.2.

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.II.3.

მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.

ს.გ.II.4.

მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.

ს.გ.II.5.

მოსწავლეს შეუძლია მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარული უნარ- ჩვევების გამომჟღავნება.

ს.გ.II.6.

მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.

 

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ს.გ.II.7.

მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები,  გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.

ს.გ.II.8.

მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის იდეათა გამოხატვის საშუალება.

ს.გ.II.9.

მოსწავლე  პატივს სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარს.

ს.გ.II.10.

მოსწავლე  მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

ს.გ.II.11.

მოსწავლე  იცნობს ელემენტარულ ტერმინებს და შეუძლია მათი  გამოყენება.

 

ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ს.გ.II.12.

მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან ხელოვნების ზოგიერთი დარგი  და ჟანრი   და  დააკავშიროს ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

ს.გ.II.13.

მოსწავლეს შეუძლია  დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ყოველდღიურ ცხოვრებასა და საკუთარ გამოცდილებასთან.

დამხმარე რესურსები

  • II კლასი - პროგრამის შინაარსი

III კლასი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ს.გ.III.1.

მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი  ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.III.2.

მოსწავლეს შეუძლია განავითაროს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და  პროცედურის   გამოყენების უნარი ნამუშევრის შექმნისას.   

ს.გ.III.3.

მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში. 

ს.გ.III.4.

მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.            

ს.გ.III.5.

მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმოს და შეასრულოს მარტივი სამუშაო.

ს.გ.III.6.

მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.

 

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ს.გ.III.7.

მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი და იდეები.

ს.გ.III.8.

მოსწავლეს ესმის  და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის  თვითგამოხატვის და კომუნიკაციის  საშუალება.

ს.გ.III.9.

მოსწავლე  პატივს სცემს საკუთარ  და სხვის ნამუშევარსა და აზრს.

ს.გ.III.10.

მოსწავლე  მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

 

ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ს.გ.III.11.

მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგები, ზოგიერთი ჟანრი და დააკავშიროს ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

ს.გ.III.12.

მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.

ს.გ.III.13.

მოსწავლე ეცნობა ადგილობრივ გარემოში არსებულ ხელოვნების  ნიმუშებს.

დამხმარე რესურსები

  • III კლასი - პროგრამის შინაარსი

IV კლასი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ს.გ.IV.1.

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.IV.2.

მოსწავლე  მიმართავს  სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას და შეუძლია გამოავლინოს მათი შესაძლებლობები.

ს.გ.IV.3.

მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს,  მათ   შორის არსებულ კავშირებს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში.

ს.გ.IV.4.

მოსწავლეს შეუძლია გრძნობებისა და იდეების ასახვა  ნამუშევარში.

ს.გ.IV. 5.

მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სამუშაო.

ს.გ.IV.6.

მოსწავლეს შეუძლია ითანამშრომლოს სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.

 

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ს.გ.IV.7.

მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და ისაუბროს მათში გამოხატულ იდეებზე და  გამოყენებულ მხატვრულ ხერხებზე.

ს.გ.IV.8.

მოსწავლეს ესმის  და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის  საშუალება.

ს.გ.IV.9.

მოსწავლეს შეუძლია კრიტიკის დროს პატივისცემით მოეკიდოს სხვის ნამუშევარს და აზრს.

ს.გ.IV.10.

მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

 

ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ს.გ.IV.11.

მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ხელოვნების სხვადასხვა დარგი.

ს.გ.IV.12.

მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.

ს.გ.IV.13.

მოსწავლე იკვლევს მის გარშემო არსებულ ხელოვნების ნიმუშებს.

დამხმარე რესურსები

  • IV კლასი - პროგრამის შინაარსი

V კლასი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ს.გ.V.1.

მოსწავლეს შეუძლია  მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები  ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.V.2.

მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და  პროცედურას  ნამუშევრის შექმნისას და შეუძლია მათი შემოქმედებითად გამოყენება. 

ს.გ.V.3.

მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს,  მათ   შორის არსებულ კავშირებს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში.

ს.გ.V.4.

მოსწავლეს შეუძლია გრძნობების და იდეების ასახვა  ნამუშევარში.

ს.გ.V.5.

მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

ს.გ.V.6.

მოსწავლეს შეუძლია ითანამშრომლოს სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.

 

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ს.გ.V.7.

მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებული ცოდნის საფუძველზე იმსჯელოს მხატვრული ნაწარმოების შესახებ.

ს.გ.V.8.

მოსწავლეს ესმის  და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის  საშუალება.

ს.გ.V.9.

მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

 

ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ს.გ.V.10.

მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან.

ს.გ.V.11.

მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.

ს.გ.V.12.

მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს. 

ს.გ.V.13.

მოსწავლე აცნობიერებს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.

დამხმარე რესურსები

  • V კლასი - პროგრამის შინაარსი

VI კლასი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ს.გ.VI.1.

მოსწავლეს შეუძლია  მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები   ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.VI.2.

მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის  შექმნისას.

ს.გ.VI.3.

მოსწავლე აკვირდება გარემოში ობიექტებს შორის კავშირებს და შეუძლია მათი თავისებურებების გადმოცემა ნამუშევარში.

ს.გ.VI.4.

მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია  მათი გამოსახვა ნამუშევარში.

ს.გ.VI.5.

მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

ს.გ.VI.6.

მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.

 

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ს.გ.VI.7.

მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და სხვა საგნებში მიღებული ცოდნის საფუძველზე იმსჯელოს მხატვრული ნაწარმოების შესახებ.

ს.გ.VI.8.

მოსწავლეს ესმის  და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის  საშუალება.

ს.გ.VI.9.

მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

 

ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ს.გ.VI.10.

მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან.

ს.გ.VI.11.

მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.

ს.გ.VI.12.

მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.

ს.გ.VI.13.

მოსწავლე აცნობიერებს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.

დამხმარე რესურსები

  • VI კლასი - პროგრამის შინაარსი

VII კლასი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ს.გ.VII.1.

მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი  ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას. 

ს.გ.VII.2.

მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს  სხვადასხვა  მასალა,  ტექნიკა   და პროცედურა  ნამუშევრის  შექმნისას.

ს.გ.VII.3.

მოსწავლე აფართოებს გარემოში ობიექტებს შორის არსებული კავშირების ასახვის გზებს ნამუშევარში და შეუძლია გადმოსცეს დეტალები.   

ს.გ.VII.4.

მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში. 

ს.გ.VII.5.

მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის  სამუშაო.

ს.გ.VII.6.

მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო  პრობლემების გადასაჭრელად.

 

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ს.გ.VII.7.

მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.

ს.გ.VII.8.

მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.

ს.გ.VII.9.

მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარს და აზრს.

ს.გ.VII.10.

მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

 

ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ს.გ.VII.11.

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.

ს.გ.VII.12.

მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.

ს.გ.VII.13.

მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს. 

ს.გ.VII.14.

მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.

დამხმარე რესურსები

  • VII კლასი - პროგრამის შინაარსი

VIII კლასი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ს.გ.VIII.1.

მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი  ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას. 

ს.გ.VIII.2.

მოსწავლე იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის გამოყენების უნარს ნამუშევრის შექმნისას. 

ს.გ.VIII.3.

მოსწავლეს  შეუძლია ასახოს  ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგები, განავითაროს გამომსახველობითი ხერხები.

ს.გ.VIII.4.

მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოებს მათი ასახვის გზებს ნამუშევარში. 

ს.გ.VIII.5.

მოსწავლეს  შეუძლია  დაგეგმოს  და  შეასრულოს  სხვადასხვა სახის სამუშაო.

ს.გ.VIII.6.

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას. 

 

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ს.გ. VIII.7.

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

ს.გ.VIII.8.

მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის  და კულტურის თვითგამოხატვის საშუალება.

ს.გ.VIII.9.

მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღო  სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

 

ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ს.გ.VIII.10.

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.  

ს.გ.VIII.11.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში განიხილოს ხელოვნების  ნიმუში.

ს.გ.VIII.12.

მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.

ს.გ.VIII.13.

მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების  ცხოვრებაში.

დამხმარე რესურსები

  • VIII კლასი - პროგრამის შინაარსი

IX კლასი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ს.გ.IX.1.

მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.IX.2.

მოსწავლე  აცნობიერებს  სამყაროს როგორც მრავალფეროვანი  გრძნობებისა  და  იდეების წყაროს და შეუძლია შემოქმედებითად ასახოს ნამუშევარში.

ს.გ.IX.3.

მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

 

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ს.გ.IX.4.

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

 

ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ს.გ.IX.5.

მოსწავლეს  შეუძლია  ამოიცნოს და  შეადაროს  ერთმანეთს  სხვადასხვა  ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.   

ს.გ.IX.6.

მოსწავლე იკვლევს და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის შემოქმედებაზე.   

ს.გ.IX.7.

მოსწავლე იკვლევს  საქართველოს  სხვადასხვა  კუთხის  ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.

ს.გ.IX.8.

მოსწავლე იკვლევს  ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში. 

დამხმარე რესურსები

  • IX კლასი - პროგრამის შინაარსი

X კლასი

XI კლასი

XII კლასი