• მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • GE
  • EN
ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი
  • ეროვნული სასწავლო გეგმა
    • ზოგადი ნაწილი
      • შესავალი
      • კარი I. სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები
      • კარი II საათობრივი განაწილების ძირითადი პრინციპები
      საფეხურები
      • დაწყებითი საფეხური
        • I კლასი
        • II კლასი
        • III კლასი
        • IV კლასი
        • V კლასი
        • VI კლასი
      • საბაზო საფეხური
        • VII კლასი
        • VIII კლასი
        • IX კლასი
      • საშუალო საფეხური
        • X კლასი
        • XI კლასი
        • XII კლასი
    • საგნობრივი ჯგუფები
      • სახელმწიფო ენები
      • მათემატიკა
      • უცხოური ენები
      • საზოგადოებრივი მეცნიერებები
      • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
      • ტექნოლოგიები
      • ესთეტიკური აღზრდა
      • სპორტი
      • არჩევითი საგნები
    • გამჭოლი კომპეტენციები
      • icon
        წიგნიერება
      • icon
        მედიაწიგნიერება
      • icon
        ციფრული წიგნიერება
      • icon
        რაოდენობრივი წიგნიერება
      • icon
        ეკოლოგიური წიგნიერება
      • icon
        მრავალენობრივი კომპეტენცია
      • icon
        სემიოტიკური კომპეტენცია
      • icon
        სწავლის სწავლა
      • icon
        სოციალური და სამოქალაქო
      • icon
        ეთიკა, როგორც კომპეტენცია
      • icon
        მეწარმეობრივი კომპეტენცია
      • icon
        ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც კომპეტენცია
      • icon
        შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება
    • ეროვნული სასწავლო გეგმები
      • 2011 წლამდე არსებული სასწავლო გეგმები
      • ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
      • ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი და საბაზო საფეხური) 2018-2024
  • სკოლამდელი განათლება
    • ზოგადი ნაწილი
      • შესავალი
      • სტანდარტის სტრუქტურა, შინაარსი და მიზნები
      • სწავლისა და განვითარების სფეროების მოკლე მიმოხილვა
      • დამხმარე სახელმძღვანელოები
      ასაკი
      • 0-დან 1 წლამდე
      • 1-დან 3 წლამდე
      • 3-დან 5 წლამდე
      • 5-დან 6 წლამდე
    • სფერო
      • ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
      • შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
      • სწავლისადმი მიდგომა
      • მეტყველების განვითარება
      • სოციალურ-ემოციური განვითარება
  • ინკლუზიური განათლება
    • ზოგადი ნაწილი
      • სასარგებლო ვებ საიტები
      • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნიმუშები
      • თემატური ვებ საიტები
      • აკრონიმები
      • კონვენციები, დეკლარაციები, რეკომენდაციები
      • დამხმარე სახელმძღვანელოები
    • ალტერნატიული სასწავლო გეგმა
  • ლექსიკონი

მათემატიკა

  • მთავარი
  • მათემატიკა
  • მათემატიკა
ამობეჭდვა
  • ზოგადი ნაწილი
    • შესავალი
    • საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები
    • მიმართულებების აღწერა
    • საგნის სწავლება სხვადასხვა საფეხურზე
    • საგნის სწავლების ორგანიზება
    • შეფასება
    • დამხმარე რესურსები
    • საგნობრივი პროგრამა მათემატიკაში
  • საფეხურები/კლასები
  • მათემატიკა
  • მიმართულებები
  • გამჭოლი კომპეტენციები
arrow
  • I კლასი
  • II კლასი
  • III კლასი
  • IV კლასი
  • V კლასი
  • VI კლასი
  • VII კლასი
  • VIII კლასი
  • IX კლასი
  • X კლასი
  • XI კლასი
  • XII კლასი

I კლასი

მათემატიკა

რიცხვები და მოქმედებები

მათ. I.1.

მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები

მათ. I.2.

მოსწავლეს შეუძლია რიგობრივი რიცხვითი სახელების გამოყენება

მათ. I.3.

მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები

მათ. I.4.

მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების შეფასება და შედარება

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ. I.5.

მოსწავლეს შეუძლია განავრცოს, წარმოადგინოს და ერთმანეთს შეადაროს საგნების პერიოდული განლაგებები (მიმდევრობები)

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ. I.6.

მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა

მათ. I.7.

მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა

საგნობრივი პროგრამები

  • I კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი

II კლასი

მათემატიკა

რიცხვები და მოქმედებები

მათ. II.1.

მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი

მათ. II.2.

მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები

მათ. II.3.

მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება და მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან

მათ. II.4.

მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში

მათ. II.5.

მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ. II.6.

მოსწავლეს შეუძლია საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება

მათ. II.7.

მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ. II.8.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად

მათ. II.9.

მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა

მათ. II.10.

მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ. II.11.

მოსწავლეს შეუძლია  თვისობრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ

მათ. II.12.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება

მათ. II.13.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია

საგნობრივი პროგრამები

  • II კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი

III კლასი

მათემატიკა

რიცხვები და მოქმედებები

მათ. III.1.

მოსწავლეს შეუძლია ნატურალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით

მათ. III.2.

მოსწავლეს შეუძლია შეკრება-გამოკლების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება

მათ. III.3.

მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება, მათი შეკრება-გამოკლების მოქმედებებთან და ერთმანეთთან დაკავშირება

მათ. III.4.

მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან, თვლასთან და შეფასებებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ. III.5.

მოსწავლეს შეუძლია საგნებისა და ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) წარმოდგენა, შედარება და გამოკვლევა

მათ. III.6.

მოსწავლეს შეუძლია საგნებს შორის ან საგნებსა და მათ ატრიბუტებს შორის მოცემული შესაბამისობის გავრცობა, გამოსახვა და გამოკვლევა

მათ. III.7.

მოსწავლეს შეუძლია რიცხვითი გამოსახულების შემცველი ტოლობის შედგენა და მისი გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ. III.8.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა

მათ. III.9.

მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა

მათ. III.10.

მოსწავლეს შეუძლია საგანთა და ფიგურათა წრფივი ზომების და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ. III.11.

მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება

მათ. III.12.

მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა

მათ. III.13.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების ინტერპრეტირება

საგნობრივი პროგრამები

  • III კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი

IV კლასი

მათემატიკა

რიცხვები და მოქმედებები

მათ.IV.1.

მოსწავლეს შეუძლია რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით

მათ.IV.2.

მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე სხვადასხვა ხერხით შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება

მათ. IV.3.

მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება

მათ.IV.4.

მოსწავლეს შეუძლია მთელის ნაწილების (ნახევარი, მესამედი, მეოთხედი) ერთმანეთისაგან განსხვავება, დასახელება და შედარება

მათ.IV.5.

მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების გამოყენება და ერთმანეთთან დაკავშირება

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ. IV.6.

მოსწავლეს შეუძლია შესაბამისობის აგება, გამოსახვა და გამოკვლევა

მათ. IV.7.

მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა და გამოყენება მარტივი ამოცანის ამოხსნისას

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ.IV.8.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების აღწერა და მათი კლასიფიკაცია

მათ.IV.9.

მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი და სივრცული ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა

მათ. IV.10.

მოსწავლეს შეუძლია საგანთა და ფიგურათა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების პოვნა

მათ.IV.11.

მოსწავლეს შეუძლია სქემაზე ორიენტირება და მარშრუტის აღმწერი მარტივი სქემის შექმნა

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ.IV.12.

მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება

მათ.IV.13.

მოსწავლეს შეუძლია რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება

მათ.IV.14.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი

საგნობრივი პროგრამები

  • IV კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი

V კლასი

მათემატიკა

რიცხვები და მოქმედებები

მათ. V.1.

მოსწავლეს შეუძლია ახალი რიცხვითი სახელების და პოზიციური სისტემის გამოყენება და ნატურალური რიცხვების კლასიფიკაცია

მათ. V.2.

მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება

მათ. V.3.

მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედებების შესრულება

მათ. V.4.

მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ.V.5.

მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა და აღწერა

მათ.V.6.

მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა და გამარტივება ამოცანის ამოხსნისას

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ.V.7.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და გამოსახვა

მათ.V.8.

მოსწავლეს შეუძლია ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა

მათ.V.9.

მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების ფართობების პოვნა და შედარება

მათ.V.10.

მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება ბადით დაფარულ არეზე

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ.V.11.

მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება

მათ.V.12.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა

მათ.V.13.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი

საგნობრივი პროგრამები

  • V კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი

VI კლასი

მათემატიკა

რიცხვები და მოქმედებები

მათ.VI.1.

მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფითი რაციონალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით

მათ.VI.2.

მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება

მათ.VI.3.

მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება

მათ.VI.4.

მოსწავლეს შეუძლია პრობლემების გადაჭრა გამოთვლების, ვარიანტების დათვლის და მიმართებების გამოყენებით

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ.VI.5.

მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა, განვრცობა და აღწერა

მათ. VI.6.

პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია  ალგებრული გამოსახულების შედგენა, გამარტივება

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ. VI.7.

მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა

მათ. VI.8.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება

მათ. VI.9.

მოსწავლეს შეუძლია ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა

მათ. VI.10.

პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ. VI.11.

მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება

მათ. VI.12.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა

მათ. VI.13.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი

საგნობრივი პროგრამები

  • VI კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი

VII კლასი

მათემატიკა

რიცხვები და მოქმედებები

მათ. VII.1.

მოსწავლეს შეუძლია რაციონალური რიცხვების წაკითხვა, გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით; რიცხვების თვისებების გამოკვლევა პოზიციური სისტემის გამოყენებით

მათ. VII.2.

მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება

მათ. VII.3.

მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებათა შედეგის შეფასება

მათ. VII.4.

მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და მათი გამოყენება ამოცანების ამოხსნისას

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ. VII.5.

მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულების ამოცნობა და გამოსახვა

მათ. VII.6.

მოსწავლეს შეუძლია სიმრავლური ცნებებისა და ოპერაციების გამოყენება ამოცანის ამოხსნისას

მათ. VII.7.

მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების გამარტივება და წრფივი განტოლების ამოხსნა

მათ. VII.8.

მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა პერიოდული მიმდევრობის და მუდმივი ნაზრდის მქონე რიცხვითი მიმდევრობის გავრცობა და გაანალიზება

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ. VII.9.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება

მათ. VII.10.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად

მათ. VII.11.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების განხორციელება და მათი გამოყენება ფიგურათა თვისებების დასადგენად

მათ. VII.12.

მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა მეთოდის ორიენტაციისათვის გამოყენება

მათ. VII.13.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ამოცანების ამოხსნა სამკუთხედებთან დაკავშირებული ცნებებისა და ფაქტების გამოყენებით

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ. VII.14.

მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება

მათ. VII.15.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით

მათ. VII.16.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით

საგნობრივი პროგრამები

  • VII კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი

VIII კლასი

მათემატიკა

რიცხვები და მოქმედებები

მათ. VIII.1.

მოსწავლეს შეუძლია პოზიციური სისტემის და რიცხვის ჩაწერის სტანდარტული ფორმის გამოყენება

მათ. VIII.2.

მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება და მათი შედეგის შეფასება

მათ. VIII.3.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების ზოგიერთი ხერხის გამოყენება

მათ. VIII.4.

მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ. VIII.5.

მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის წრფივი დამოკიდებულების ამოცნობა, გაანალიზება და გამოსახვა

მათ. VIII.6.

მოსწავლეს შეუძლია ორ სიმრავლეს შორის შესაბამისობის აგება, გამოსახვა და გამოკვლევა

მათ. VIII.7.

მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა სისტემებისა და უტოლობების გამოყენება პრობლემის გადაჭრისას

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ. VIII.8.

მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად

მათ. VIII.9.

მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა

მათ. VIII.10.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ. VIII.11.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოპოვება და მათი წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით

მათ. VIII.12.

მოსწავლეს შეუძლია შემთხვევითი მოვლენების ამოცნობა და ხდომილობათა ალბათობების გამოთვლა

მათ. VIII.13.

მოსწავლეს შეუძლია ხდომილობათა ალბათობების შეფასება და მსჯელობა ხდომილობათა მოსალოდნელობის შესახებ ფარდობით სიხშირესა და ალბათობას შორის კავშირის გამოყენებით

საგნობრივი პროგრამები

  • VIII კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი

IX კლასი

მათემატიკა

რიცხვები და მოქმედებები

მათ. IX.1.

მოსწავლეს შეუძლია რაციონალური რიცხვების შედარება და მათი კლასიფიკაცია

მათ. IX.2.

მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება სხვადასხვა ხერხით და ამ მოქმედებების შედეგის შეფასება

მათ. IX.3.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების ზოგიერთი ხერხის გამოყენება

მათ. IX.4.

მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან და რაოდენობის შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ. IX.5.

მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული მათემატიკის ელემენტების გამოყენება პრობლემების გადაჭრისას

მათ. IX.6.

მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გამოსაკვლევად

მათ. IX.7.

მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა სისტემებისა და უტოლობების  გამოყენება პრობლემის გადაჭრისას

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ. IX.8.

მოსწავლეს შეუძლია ფიგურების ან მათი ელემენტების ზომების მოძებნა/შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას

მათ. IX.9.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნებისა და მათი კომპოზიციების კვლევა და გამოყენება

მათ. IX.10.

მოსწავლეს შეუძლია “წერტილთა გეომეტრიული ადგილის” ცნების გამოყენება ობიექტთა გამოსახვისა და მათი თვისებების აღსაწერად

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ.IX.11.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით

მათ.IX.12.

მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებელ ხდომილობათა ალბათობების  გამოთვლა/შეფასება შემთხვევითი ექსპერიმენტებისათვის დაბრუნებით და დაბრუნების გარეშე

მათ.IX.13.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება

საგნობრივი პროგრამები

  • IX კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი

X კლასი

მათემატიკა

რიცხვები და მოქმედებები

მათ. X1.

მოსწავლეს შეუძლია ნამდვილ რიცხვთა სიმრავლის ქვესისტემების ერთმანეთისაგან განსხვავება.

მათ. X.2.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა პოზიციური სისტემების/ნამდვილ რიცხვთა ქვესისტემების ერთმანეთთან დაკავშირება.

მათ. X.3.

მოსწავლეს შეუძლია ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება და მოქმედებების შედეგის შეფასება.

მათ.X.4.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხის გამოყენება.

მათ.X.5.

მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნა.

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ.X.6.

მოსწავლეს შეუძლია ფუნქციის თვისებების კვლევა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების შესასწავლად.

მათ.X.7.

მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა და უტოლობათა სისტემების გამოყენება პრობლემების გადაჭრისას.

მათ.X.8.

მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული მათემატიკის ელემენტების გამოყენება პრობლემის გადაჭრისას.

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ.X.9.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და დებულებათა ფორმულირების ხერხების გამოყენება.

მათ.X.10.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების დასაბუთება.

მათ.X.11.

მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.

მათ.X.12.

მოსწავლეს შეუძლია სიბრტყეზე გეომეტრიული გარდაქმნების კვლევა და მათი გამოყენება გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისას.

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ.X.13.

მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.

მათ.X.14.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა მოწესრიგება და წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.

მათ.X.15.

მოსწავლეს შეუძლია შემთხვევითობის ალბათური მოდელების საშუალებით აღწერა.

მათ.X.16.

მოსწავლეს შეუძლია სტატისტიკური და ალბათური ცნებებისა და პროცედურების გამოყენება ყოველდღიურ ვითარებაში.

საგნობრივი პროგრამები

  • X კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი

XI კლასი

მათემატიკა

რიცხვები და მოქმედებები

მათ. XI.1.

მოსწავლეს შეუძლია რიცხვთა პოზიციური სისტემების/ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეების ერთმანეთთან დაკავშირება.

მათ.XI.2.

მოსწავლეს შეუძლია ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება სხვადასხვა ხერხით და ამ მოქმედებათა შედეგის შეფასება.

მათ.XI.3.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხების გამოყენება.

მათ.XI.4.

მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემების გადაწყვეტა.

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ. XI.5

მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება რეალური ვითარების მოდელირებისას.

მათ. XI.6

მოსწავლეს შეუძლია გრაფიკული, ალგებრული მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება ფუნქციის/ფუნქციათა ოჯახის თვისებების შესასწავლად.

მათ.XI.7

მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული მათემატიკის ცნებებისა და აპარატის გამოყენება მოდელირებისას და პრობლემების გადაჭრისას.

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ.XI.8

მოსწავლეს შეუძლია ვექტორებზე ოპერაციების შესრულება და მათი გამოყენება გეომეტრიული და საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას.

მათ.XI.9

მოსწავლეს შეუძლია დედუქციურ/ინდუქციური მსჯელობის და ალგებრული ტექნიკის გამოყენება გეომეტრიულ დებულებათა დასამტკიცებლად.

მათ.XI.10

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების დახასიათება და მათი გამოყენება გეომეტრიული პრობლემების გადაჭრისას.

მათ.XI.11

მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურის კვეთებისა და გეგმილების გამოყენება სივრცული ფიგურის შესასწავლად.

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ.XI.12

მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების მოპოვება.

მათ.XI.13

მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მათი ინტერპრეტაცია.

მათ.XI.14

მოსწავლეს შეუძლია შემთხვევითობის ალბათური მოდელების საშუალებით აღწერა.

მათ.XI.15

მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება.

საგნობრივი პროგრამები

  • XI კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი

XII კლასი

მათემატიკა

რიცხვები და მოქმედებები

მათ.XII.1.

მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემების გადაწყვეტა.

მათ.XII.2.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დამტკიცების პროცესისა და მისი შედეგის  ანალიზი.

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ.XII.3.

მოსწავლეს შეუძლია ფუნქციის ან ფუნქციათა ოჯახის თვისებების კვლევა და დადგენა და ამ თვისებების ინტერპრეტირება კონტექსტთან მიმართებაში.

მათ.XII.4.

მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული მათემატიკის მეთოდების გამოყენება მოდელირებისას და პრობლემების გადაჭრისას.

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ.XII.5.

მოსწავლეს შეუძლია ფიგურების ან მათი ელემენტების ზომების პოვნა/შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას.

მათ.XII.6.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების დახასიათება და მათი გამოყენება გეომეტრიული პრობლემების გადაჭრისას.

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ.XII.7.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მათი ინტერპრეტაცია.

მათ.XII.8.

მოსწავლე აღწერს შემთხვევითობას ალბათური მოდელების საშუალებით.

მათ.XII.9.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება.

საგნობრივი პროგრამები

  • XII კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
ინკლუზიური განათლება ინკლუზიური განათლება სკოლამდელი განათლება სკოლამდელი განათლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
© 2014 ზოგი უფლება დაცულია
Creative Commons Licenseეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი,
Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License
Digital Design