• მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • GE
  • EN
ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი
  • ეროვნული სასწავლო გეგმა
    • ზოგადი ნაწილი
      • შესავალი
      • კარი I. სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები
      • კარი II საათობრივი განაწილების ძირითადი პრინციპები
      საფეხურები
      • დაწყებითი საფეხური
        • I კლასი
        • II კლასი
        • III კლასი
        • IV კლასი
        • V კლასი
        • VI კლასი
      • საბაზო საფეხური
        • VII კლასი
        • VIII კლასი
        • IX კლასი
      • საშუალო საფეხური
        • X კლასი
        • XI კლასი
        • XII კლასი
    • საგნობრივი ჯგუფები
      • სახელმწიფო ენები
      • მათემატიკა
      • უცხოური ენები
      • საზოგადოებრივი მეცნიერებები
      • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
      • ტექნოლოგიები
      • ესთეტიკური აღზრდა
      • სპორტი
      • არჩევითი საგნები
    • გამჭოლი კომპეტენციები
      • icon
        წიგნიერება
      • icon
        მედიაწიგნიერება
      • icon
        ციფრული წიგნიერება
      • icon
        რაოდენობრივი წიგნიერება
      • icon
        ეკოლოგიური წიგნიერება
      • icon
        მრავალენობრივი კომპეტენცია
      • icon
        სემიოტიკური კომპეტენცია
      • icon
        სწავლის სწავლა
      • icon
        სოციალური და სამოქალაქო
      • icon
        ეთიკა, როგორც კომპეტენცია
      • icon
        მეწარმეობრივი კომპეტენცია
      • icon
        ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც კომპეტენცია
      • icon
        შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება
    • ეროვნული სასწავლო გეგმები
      • 2011 წლამდე არსებული სასწავლო გეგმები
      • ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
      • ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი და საბაზო საფეხური) 2018-2024
  • სკოლამდელი განათლება
    • ზოგადი ნაწილი
      • შესავალი
      • სტანდარტის სტრუქტურა, შინაარსი და მიზნები
      • სწავლისა და განვითარების სფეროების მოკლე მიმოხილვა
      • დამხმარე სახელმძღვანელოები
      ასაკი
      • 0-დან 1 წლამდე
      • 1-დან 3 წლამდე
      • 3-დან 5 წლამდე
      • 5-დან 6 წლამდე
    • სფერო
      • ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
      • შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
      • სწავლისადმი მიდგომა
      • მეტყველების განვითარება
      • სოციალურ-ემოციური განვითარება
  • ინკლუზიური განათლება
    • ზოგადი ნაწილი
      • სასარგებლო ვებ საიტები
      • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნიმუშები
      • თემატური ვებ საიტები
      • აკრონიმები
      • კონვენციები, დეკლარაციები, რეკომენდაციები
      • დამხმარე სახელმძღვანელოები
    • ალტერნატიული სასწავლო გეგმა
  • ლექსიკონი

ქართული ენა როგორც მეორე ენა

  • მთავარი
  • სახელმწიფო ენები
  • ქართული ენა როგორც მეორე ენა
ამობეჭდვა
  • ზოგადი ნაწილი
    • შესავალი
    • კარი I. სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები
      • თავი I. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება
      • თავი II. საგანმანათლებლო რესურსები
      • თავი III. სასკოლო სასწავლო გეგმა
      • თავი IV. მოსწავლის შეფასების სისტემა
      • თავი V. ინკლუზიური განათლება
      • თავი VI. ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები
      • თავი VII. სავალდებულო და არჩევითი საგნები
      • თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
    • კარი II საათობრივი განაწილების ძირითადი პრინციპები
      • თავი IX. საათობრივი ბადე
      • თავი X საათობრივი ბადე კლასების მიხედვით და შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა
  • საფეხურები/კლასები
  • სახელმწიფო ენები
  • მიმართულებები
  • გამჭოლი კომპეტენციები
arrow
  • I კლასი
  • II კლასი
  • III კლასი
  • IV კლასი
  • V კლასი
  • VI კლასი
  • VII კლასი
  • VIII კლასი
  • IX კლასი
  • X კლასი
  • XI კლასი
  • XII კლასი

I კლასი

ქართული ენა როგორც მეორე ენა

მოსმენა

ქ.მ.I.1.

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებების, ინსტრუქციების გაგება.

 

ქ.მ.I.2.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მოსმენისათვის აუცილებელი ელემენტარული უნარ-ჩვევები.

ქ.მ.I.3.

მოსწავლეს შეუძლია მარტივი ილუსტრირებული მინიდიალოგების მოსმენა და გაგება.

ქ.მ.I.5.

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

ლაპარაკი

ქ.მ.I.6.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.

ქ.მ.I.7.

მოსწავლეს  შეუძლია ქართულის, როგორც მეორე ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა-გამეორება.

 

ქ.მ.I.8.

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

ქ.მ.I.9.

მოსწავლეს შეუძლია კითხვების დახმარებით სურათის აღწერა.

ქ.მ.I.10.

მოსწავლეს შეუძლია კითხვების დახმარებით საკუთარი თავის შესახებ საუბარი.

 

კითხვა

ქ.მ. I. 12.

მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.

ქ.მ.I.13.

მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფრვა[1].



[1] გაშიფრვა - გრაფიკული ხატის აკუსტიკურ ხატად კონვერტირება, ანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან;  ბგერების სიტყვად გამთლიანება, აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება.

 

ქ.მ.I.14.

მოსწავლეს შეუძლია კითხვის სტრატეგიების გამოყენება.

 

წერა

ქ.მ. I.15.

მოსწავლეს შეუძლია ნაწერიდან ან ნაბეჭდიდან ასოების, სიტყვების, მოკლე წინადადებების გადაწერა.

 

გრამატიკა

ქ.მ. I.16.

მოსწავლე  ამოიცნობს და ცდილობს გამოიყენოს ზოგიერთი  გრამატიკული ფორმა.

 

ქ.მ. I.17.

მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გრამატიკული ფორმის დამახსოვრება.      

 

ქ.მ. I.18.

მოსწავლეს შეუძლია ენობრივი ამოცანების დასაძლევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

ლაპარაკის სტრატეგიები

ქ.მ.I.11.

მოსწავლეს შეუძლია ლაპარაკის სტრატეგიების გამოყენება.

საგნობრივი პროგრამები

  • ქართული - მეორე ენა I დონე - პროგრამის შინაარსი

II კლასი

ქართული ენა როგორც მეორე ენა

მოსმენა

ქ.მ. II.1.

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება.

ქ.მ.II.2.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მოსმენისათვის აუცილებელი ელემენტარული უნარ-ჩვევები.

 

ქ.მ. II. 3.

მოსწავლეს შეუძლია მარტივი ილუსტრირებული  მინიდიალოგების  მოსმენა და გაგება.

 

ქ.მ.II.4.

მოსწავლეს შეუძლია მარტივი აღწერითი ხასიათის ტექსტის გაგება.

ქ.მ. II.5.

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ილუსტრირებული ტექსტის (მარტივი ამბავი, ადაპტირებული რეპეტიტული ხასიათის ზღაპარი) გაგება.  

 

ლაპარაკი

ქ.მ.II.7.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.

 

ქ.მ.II.8.

მოსწავლეს  შეუძლია ქართულის, როგორც მეორე ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების სწორად წარმოთქმა.

ქ.მ.II.9.

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

ქ.მ.II.10.

მოსწავლეს შეუძლია კითხვების დახმარებით სურათის აღწერა.

 

კითხვა

ქ.მ.II.12.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენაში დამუშავებული ტექსტების წაკითხვა.

ქ.მ.II.13.

მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტის (მაგ., გაკვეთილების ცხრილი) წაკითხვა და გაგება.

ქ.მ.II.14.

მოსწავლეს შეუძლია მიკროტექსტების წაკითხვა და გაგება.

ქ.მ. II.15.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.

ქ.მ.II.16.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები.

ქ.მ.II.17.

მოსწავლეს შეუძლია კითხვის სტრატეგიების გამოყენება.

 

წერა

ქ.მ.II.18.

მოსწავლეს შეუძლია ნაწერიდან ან ნაბეჭდიდან ასოების, სიტყვების, მოკლე წინადადებების გადაწერა.

ქ.მ. II.19.

მოსწავლეს შეუძლია მარტივი კომუნიკაციის განხორციელება არასიტყვიერი საშუალებების მოშველიებით. 

 

ქ.მ.II.20.

მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი მიკროტექსტების წერა.

 

გრამატიკა

ქ.მ. II.21.

მოსწავლე  ამოიცნობს და ცდილობს გამოიყენოს ზოგიერთი  გრამატიკული ფორმა.

ქ.მ.II.22.

მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გრამატიკული ფორმის  დამახსოვრება.

ქ. მ.II.23.

მოსწავლეს შეუძლია ენობრივი ამოცანების დასაძლევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

 

ლაპარაკის სტრატეგიები

ქ.მ.II.11.

მოსწავლეს შეუძლია ლაპარაკის სტრატეგიების გამოყენება.

 

მოსმენის სტრატეგიები

ქ.მ.II.6.

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

საგნობრივი პროგრამები

  • ქართული - მეორე ენა II დონე - პროგრამის შინაარსი

III კლასი

ქართული ენა როგორც მეორე ენა

მოსმენა

ქართ. III. 6.

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება

ქ.მ. III.1.

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების  გაგება.

ქ.მ.III.2.

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის დიალოგის გაგება.

ქ.მ.III.3.

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის აღწერითი ხასიათის ტექსტის გაგება.

ქ.მ. III.4.

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, ამბავი), ლექსისმოსმენა და გაგება.

 

 

ქ.მ.III.5.

მოსწავლეს შეუძლია ქართული ანიმაციური ფილმების ყურება და გაგება.

 

ლაპარაკი

ქ.მ. III.13.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მეტყველებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

 

ქ.მ.III.14.

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

ქ.მ.III.15.

მოსწავლეს შეუძლია სურათის აღწერა.

ქ.მ.III.16.

მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მარტივი საუბარი.

 

კითხვა

ქ.მ.III.7.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენაში დამუშავებული ტექსტების წაკითხვა.

ქ.მ.III.8.

მოსწავლეს შეუძლია მიკროტექსტების წაკითხვა და გაგება.

ქ.მ. III.9.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.

ქ.მ. III.10.

მოსწავლეს შეუძლია კულტურული განსხვავებების მიმართ ინტერესის გამოჩენა.

 

ქ.მ.III.11.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს კითხვის სტრატეგიები.

 

წერა

ქ.მ.III.12.

მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.

 

გრამატიკა

ქ.მ.III.18.

მოსწავლე  ამოიცნობს და იყენებს ზოგიერთ  გრამატიკულ ფორმას.

ქ.მ.III.19.

მოსწავლეს შეუძლია ენობრივი ამოცანების დასაძლევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

სწავლის სწავლა

ქ.მ. III. 20.

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., კულინარული რეცეპტის/ნაკეთობის შექმნა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად  მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.     

 

ქ.მ.III.21.

მოსწავლეს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს სასწავლო საქმიანობას.

ქ.მ.III.22.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაბმა.

ქ.მ.III.23.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება დაბრკოლებების  მიმართ.                           

 

ქ.მ.III.24.

მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.      

ქ.მ.III.25.

მოსწავლე ცდილობს თანამშრომლობას თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და ტოლერანტულია სხვისი შეცდომების მიმართ.

 

 

ლაპარაკის სტრატეგიები

ქ.მ. III.17.

მოსწავლეს შეუძლია ლაპარაკის სტრატეგიების გამოყენება.

 

მოსმენის სტრატეგიები

ქ.მ.III.6.

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

საგნობრივი პროგრამები

  • ქართული - მეორე ენა III დონე - პროგრამის შინაარსი

IV კლასი

ქართული ენა როგორც მეორე ენა

მოსმენა

ქ.მ.IV.1.

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და ინსტრუქციების გაგება.

 

ქ.მ.IV.2.

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის დიალოგის გაგება.

ქ.მ.IV.3.

მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, ამბავი) მოსმენა და გაგება.  

ქ.მ.IV.4.

მოსწავლეს შეუძლია ქართული ანიმაციური ფილმების ყურება და გაგება.

 

კითხვა

ქ.მ. IV.6.

მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტის (მაგ., დღის განრიგი, მარტივი რეცეპტი, მარტივი განცხადება, ანკეტა და სხვა) წაკითხვა და გაგება.

ქ.მ.IV.7.

მოსწავლეს შეუძლია ღია ბარათის, პირადი წერილის წაკითხვა და გაგება.

ქ.მ.IV.8.

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, ამბავი), ლექსისწაკითხვა და გაგება.

 

ქ.მ.IV.9.

მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული შემეცნებითი ხასიათის მიკროტექსტების წაკითხვა და გაგება.

 

ქ.მ.IV.10.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ფლობის  ელემენტარული უნარ-ჩვევა.

ქ.მ.IV.11.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს კითხვის სათანადო სტრატეგიები.

ქ.მ.IV.12.

მოსწავლეს შეუძლია კულტურული განსხვავებების მიმართ ინტერესის გამოჩენა.

 

 

წერა

ქ.მ.IV.13.

მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის წერა.

ქ.მ.IV.14.

მოსწავლე ცდილობს გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.

ქ.მ.IV.15.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.

 

ქ.მ.IV.16.

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

ქ.მ.IV.17.

მოსწავლეს შეუძლია გაბმულად საუბარი.

 

გრამატიკა

ქ.მ.IV.19.

მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გრამატიკული ფორმის ამოცნობა და გამოყენება.

 

ქ.მ.IV.20.

მოსწავლეს შეუძლია ენობრივი ამოცანების დასაძლევად  სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

 

სწავლის სწავლა

ქ.მ.IV.21.

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების/ნაკეთობების გამოფენის მოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

 

ქ.მ.IV.22.

მოსწავლეს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს  სასწავლო საქმიანობას.

ქ.მ.IV.23.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაბმა.

ქ.მ.IV.24.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება დაბრკოლებების  მიმართ.         

 

ქ. მ.IV.25.

მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის  შექმნა.

ქ. მ. IV. 26.

მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან და ტოლერანტულია სხვისი შეცდომების მიმართ.

 

 

ლაპარაკის სტრატეგიები

ქ.მ.IV.18.

მოსწავლეს შეუძლია ლაპარაკის სტრატეგიების გამოყენება.

 

მოსმენის სტრატეგიები

ქ.მ.IV.5.

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

საგნობრივი პროგრამები

  • ქართული - მეორე ენა IV დონე - პროგრამის შინაარსი

V კლასი

ქართული ენა როგორც მეორე ენა

მოსმენა

ქ.მ.V.1.

მოსწავლეს შეუძლია დიალოგის, ინტერვიუს გაგება.

ქ.მ.V.2.

მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ამბავი, ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა) მოსმენა და  გაგება.

ქ.მ.V.3.

მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის მცირე ზომის ტექსტის გაგება.

ქ.მ. V.4.

მოსწავლეს შეუძლია საბავშვო გადაცემების ყურება და ძირითადი შინაარსის გაგება.

 

 

ლაპარაკი

ქ.მ. V.20.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მეტყველებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

 

ქ.მ.V.21.

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

ქ.მ.V.22.

მოსწავლეს შეუძლია გაბმულად საუბარი.

ქ.მ.V.23.

მოსწავლეს შეუძლია ფუნქციურად გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.    

 

კითხვა

ქ.მ.V.6.

მოსწავლეს შეუძლია ღია ბარათის, პირადი წერილის წაკითხვა და გაგება.

ქ.მ.V.7.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენაში დამუშავებული ტექსტების წაკითხვა.

ქ.მ.V.8.

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული თხრობითი ხასიათის სხვადასხვა ტიპის ტექსტის (მოთხრობა, ლიტერატურული ზღაპარი) წაკითხვა და გაგება.

 

ქ.მ.V.10.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის  სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა. 

 

ქ.მ.V.11.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები.

ქ.მ.V.12.

მოსწავლეს შეუძლია კითხვის სტრატეგიების გამოყენება.

ქ.მ.V.13.

მოსწავლეს შეუძლია კულტურული განსხვავებების მიმართ ინტერესის გამოჩენა.

 

 

წერა

ქ.მ.V.14.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წერის ელემენტარული უნარ-ჩვევები.

ქ.მ.V.15.

მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის მარტივი ენით წერა.

ქ.მ.V.16.

მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.

ქ.მ.V.17.

მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შემეცნებითი ხასიათის მიკროტექსტების წერა სკოლის გაზეთისთვის/ჟურნალისთვის.

 

ქ.მ.V.18.

მოსწავლეს შეუძლია ფუნქციურად გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.

ქ.მ.V.19.

მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.

 

სწავლის სწავლა

ქ.მ.V.25.

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., კულინარული რეცეპტების კრებული, მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.  

ქ.მ.V.26.

მოსწავლეს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს სასწავლო საქმიანობას.

ქ.მ.V.27.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაბმა.

ქ.მ.V.28.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს კონსტრუქციული  დამოკიდებულება დაბრკოლებების მიმართ.                   

ქ.მ.V.29.

მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.    

ქ.მ.V.30.

მოსწავლეს შეუძლია ლექსიკური მასალის ასათვისებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

ქ.მ.V.31.

მოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში  გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.   

 

ქ.მ. V.32.

მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და მეწყვილესთან.  

 

ლაპარაკის სტრატეგიები

ქ.მ.V.24.

მოსწავლეს შეუძლია ლაპარაკის სტრატეგიების გამოყენება.

 

მოსმენის სტრატეგიები

ქ.მ.V.5.

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.    

საგნობრივი პროგრამები

  • ქართული - მეორე ენა V დონე - პროგრამის შინაარსი

VI კლასი

ქართული ენა როგორც მეორე ენა

მოსმენა

ქ.მ.VI.1.

მოსწავლეს შეუძლია დიალოგის, ინტერვიუს გაგება.

ქ. მ. VI. 2.

მოსწავლეს შეუძლია ზეპირი განცხადებების, მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, შეტყობინებების, მარშრუტის გაგება.

ქ.მ.VI.3.

მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოიცნობა.

ქ.მ.VI.4.

მოსწავლეს შეუძლია ქართულ ენაზე საბავშვო გადაცემების ყურება და გაგება.

 

 

ლაპარაკი

ქ.მ.VI.22.

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

ქ.მ.VI.23.

მოსწავლეს შეუძლია გაბმულად საუბარი.

ქ.მ.VI.24.

მოსწავლეს შეუძლია ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენება.

 

კითხვა

ქ.მ.VI.6.

მოსწავლეს შეუძლია ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტების, განცხადებების, მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების წაკითხვა და გაგება. 

ქ.მ.VI. 7.

მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის (ღია ბარათის, პირადი წერილის) წაკითხვა და გაგება.

ქ.მ.VI. 8.

მოსწავლეს შეუძლია მარტივი ბიოგრაფიული ტექსტის (დღიური, მოგონება) წაკითხვა და გაგება.

ქ.მ.VI.9.

მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული შემეცნებითი ხასიათის  ტექსტების წაკითხვა და გაგება.

ქ.მ.VI.10.

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული თხრობითი ხასიათის სხვადასხვა ტიპის ტექსტის (მოთხრობა, ლიტერატურული ზღაპარი, ლეგენდა) წაკითხვა და გაგება.

ქ.მ.VI.11.

მოსწავლეს შეუძლია აარამხატვრული და მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა. 

ქ.მ.VI.12.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევები.

ქ.მ.VI.13.

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით კითხვის სტრატეგიების გამოყენება.

ქ.მ.VI.14.

მოსწავლეს შეუძლია კულტურული განსხვავებების მიმართ ინტერესის გამოჩენა.

 

 

წერა

ქ.მ.VI.15.

მოსწავლეს შეუძლია პირადი წერილის დაწერა.

ქ.მ.VI. 16.

მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტების წერა.

ქ.მ. VI. 17.

მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ტექსტების (მოგონება, ამბავი, დღიური) წერა.

ქ.მ.VI.18.

მოსწავლეს შეუძლია გამოავლინოს შემოქმედებითი დამოკიდებულება.

ქ.მ.VI.19.

მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის შემეცნებითი ტექსტის დაწერა.

ქ.მ. VI.20.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წერილობითი ტექსტის სტრუქტურა, შეუძლია გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.    

ქ.მ.VI.21.

მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.

 

სწავლის სწავლა

ქ.მ.VI. 26.

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., სადღესასწაულო სუფრის მოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

ქ.მ.VI.27.

მოსწავლეს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს სასწავლო საქმიანობას.

ქ.მ.VI.28.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაბმა.

ქ.მ.VI.29.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება  დაბრკოლებების მიმართ.                           

ქ.მ.VI.30.

მოსწავლეს შეუძლია რესურსების ეფექტურად მართვა.

ქ.მ. VI. 31.

მოსწავლეს შეუძლია ლექსიკური მასალის ასათვისებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

ქ.მ.VI.32.

მოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.  

ქ.მ. VI. 33.

მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და მეწყვილესთან თანამშრომლობა.  

 

ლაპარაკის სტრატეგიები

ქ.მ.VI.25.

მოსწავლეს შეუძლია ლაპარაკის სტრატეგიების გამოყენება.

 

მოსმენის სტრატეგიები

ქ.მ.VI.5.

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

საგნობრივი პროგრამები

  • ქართული - მეორე ენა VI დონე - პროგრამის შინაარსი

VII კლასი

ქართული ენა როგორც მეორე ენა

მოსმენა

ქ.მ.VII.1.

მოსწავლეს შეუძლია თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქციის (დიალოგი, ინტერვიუ) მოსმენა და გაგება.

 

ქ. მ. VII. 2.

მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებების გაგება.

ქ.მ.VII.3.

მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოიცნობა.

 

ლაპარაკი

ქ.მ.VII.17.

მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება. 

ქ.მ.VII.18.

მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ლაპარაკი. 

ქ.მ.VII.19.

მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემაზე ზეპირი პროექტის წარმოდგენა.

ქ. მ. VII. 20.

მოსწავლეს შეუძლია საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენება.

ქ.მ.VII.21.

მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.      

    

 

კითხვა

ქ. მ. VII. 5.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება.

ქ. მ.VII.6.

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული მხატვრული ტექსტის (მოთხრობა, იგავ-არაკი) გაგება და გაანალიზება.

ქ.მ.VII.7.

მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული და მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

ქ.მ.VII.8.

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის ხმამაღლა კითხვა.

  

ქ.მ. VII. 9.

მოსწავლეს შეუძლია საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.

ქ.მ.VII. 10.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ინტერკულტურული თვალსაზრისით გაანალიზება.  

 

წერა

ქ.მ.VII. 11.

მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტების (რეკლამის, აფიშის, ტელეგადაცემების, ფილმების ანონსის, ანოტაციის) წერა.

ქ.მ.VII.12.

მოსწავლეს შეუძლია პირადი წერილის, ღია ბარათის წერა.

ქ.მ. VII. 13.

მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ტექსტების (მოგონება, ამბავი...) წერა.

ქ.მ. VII.14.

მოსწავლეს შეუძლია ისეთი ტექსტების შექმნა, რომლებშიც ავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას.

ქ.მ.VII.15.

მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა,  გამომუშავებული აქვს საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენების უნარი.         

 

ქ.მ.VII.16.

მოსწავლეს შეუძლია წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

სწავლის სწავლა

ქ.მ.VII. 22.

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., გამოფენის მოწყობა, სკოლის/კლასის ჟურნალის, კლასის ვებგვერდია შექმნა  და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

ქ.მ. VII. 23.

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განჭვრიტოს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. 

 

ქ.მ. VII. 24.

მოსწავლეს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად გამომუშავებული აქვს სტრატეგიული უნარები. 

ქ.მ. VII. 25.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება.

ქ.მ.VII.26.

მოსწავლეს შეუძლია, ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად მიმართოს სხვადასხვა ხერხს.

ქ.მ.VII.27.

მოსწავლეს შეუძლია გრამატიკის ათვისების ხელშეწყობის მიზნით (გასაადვილებლად) სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

ქ.მ.VII. 28.

 მოსწავლეს შედეგების გაუმჯობესების მიზნით შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და მეწყვილესთან თანამშრომლობა.

 

 

მოსმენის სტრატეგიები

ქ.მ.VII.4.

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

VIII კლასი

ქართული ენა როგორც მეორე ენა

მოსმენა

ქ. მ. VIII. 1.

 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის რეპორტაჟის, ინტერვიუს მოსმენა და გაგება.

ქ.მ.VIII.2.

მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო გადაცემების, ჩანაწერების  (რადიო/ტელეპროგრამა, ამინდის პროგნოზი, ახალი ამბები და სხვა) ქართულ ენაზე მოსმენა და გაგება.

 

ქ.მ. VIII.3.

მოსწავლეს შეუძლია თანამოსაუბრეთა შორის ყოველდღიურ თემებზე მიმდინარე ინტერაქციის მოსმენა და გაგება.

ქ.მ.VIII.4.

მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

 

ლაპარაკი

ქ.მ.VIII.18.

მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება მარტივ საკლასო დისკუსიებში წინასწარ მომზადებულ მისთვის აქტუალურ საკითხებზე.

                

ქ.მ.VIII.19.

მოსწავლეს შეუძლია თავისუფლად საუბარი მისთვის საინტერესო/ სასურველ თემებზე (საყვარელი გადაცემა/წიგნი/მუსიკა/ მოგზაურობა და სხვა).

ქ.მ.VIII.20.

მოსწავლეს შეუძლია ფუნქციურად გამოიყენოს საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევები.

ქ.მ.VIII.21.

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სათანადო სტრატეგიები სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

ქ.მ.VIII.23.

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განჭვრიტოს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. 

ქ.მ.VIII.24.

მოსწავლეს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად გამომუშავებული აქვს სტრატეგიული უნარები. 

 

ქ.მ.VIII.25.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება. 

ქ.მ. VIII.26.

მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.

 

კითხვა

ქ.მ. VIII. 6.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება და გაანალიზება.

ქ.მ.VIII.7.

მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება.

ქ.მ.VIII. 8.

მოსწავლეს შეუძლია ადაპტირებული მხატვრული ტექსტის გაგება და გაანალიზება.

ქ.მ.VIII.9.

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება.

ქ.მ.VIII.10.

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის ხმამაღლა კითხვა.

ქ.მ.VIII.11.

მოსწავლეს შეუძლია საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყო-ბად კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.

ქ.მ.VIII.12.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ინტერკულტურული თვალსაზრისით გაანალიზება.  

 

წერა

ქ.მ.VIII.13.

მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების წერა.

ქ.მ.VIII.14.

მოსწავლეს შეუძლია საგაზეთო პუბლიკაციის (ინტერვიუ, სტატია...) შექმნა.

ქ.მ. VIII.15.

მოსწავლეს შეუძლია ისეთი ტექსტის შექმნა, სადაც გამოავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას.

ქ.მ.VIII.16.

მოსწავლეს შეუძლია საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენება.

ქ.მ.VIII.17.

მოსწავლეს შეუძლია წერის ეფექტური სტრატეგიების გამოყენება წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად.

 

სწავლის სწავლა

ქ.მ.VIII.22.

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., ICT-ის გამოყენებით ცნობილი ადამიანის ბიოგრაფიული ცნობარი/შტრიხები პორტრეტისათვის შედგენა; ვიქტორინის, აქციის მოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას. 

 

მოსმენის სტრატეგიები

ქ.მ.VIII.5.

მოსწავლეს შეუძლია მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

IX კლასი

ქართული ენა როგორც მეორე ენა

მოსმენა

ქ.მ. IX.1.

მოსწავლეს შეუძლია აქტუალურ და მისთვის საინტერესო საკითხზე / თემაზე არსებული დისკუსიის მოსმენა და გაგება.

ქ.მ.IX.2.

მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემაზე (ტელე-რადიოს საინფორმაციო/შემეცნებითი გადაცემა, ინტერვიუ და სხვა) სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის ტექსტის გაგება.

 

               

ქ.მ.IX.3.

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ძირითადი ენობრივი მახასიათებლები.

ქ.მ.IX.4.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენის სტრატეგიების გამოყენება.

 

ლაპარაკი

ქ.მ. IX.17.

მოსწავლეს შეუძლია წინასწარ მოემზადოს და მონაწილეობა მიიღოს საკლასო დისკუსიებში ისეთი კონკრეტული საკითხის/პრობლემის გარშემო, რომელსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო.

ქ.მ. IX.18.

მოსწავლეს შეუძლია წინასწარი მომზადების გარეშე ისაუბროს  მისთვის ნაცნობ პრობლემაზე (ურთიერთობა თანატოლებთან, მშობლებთან, უფროს თაობასთან და სხვა).

ქ.მ.IX.19.

მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.

ქ.მ. IX.20.

მოსწავლეს შეუძლია საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენება.

ქ.მ.IX.21.

მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესა-წყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

კითხვა

ქ.მ. IX.5.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის (სხვადასხვა სახის საგაზეთო პუბლიკაცია; სხვადასხვა თემაზე შექმნილი შემეცნებითი ტექსტი) გაგება.

ქ.მ. IX. 6.

მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება.

ქ.მ.IX.7.

მოსწავლეს შეუძლია ადაპტირებული მხატვრული ტექსტის გაგება.

ქ.მ. IX. 8.

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

ქ.მ.IX.9.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ტექნიკა.

ქ.მ. IX.10.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით კითხვის სტრატეგიების გამოყენება.

ქ.მ. IX. 11.

მოსწავლეს შეუძლია ინტერკულტურული თვალსაზრისით ტექსტის გაანალიზება.

 

წერა

ქ.მ.IX.12.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის საქმიანი წერილის წერა.

ქ.მ. IX.13.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სათანადო სტრუქტურის შექმნა, აგრეთვე საბაზო ენობრივ-გრამატიკული უნარ-ჩვევების გამოყენება.

ქ.მ. IX.14.

მოსწავლეს შეუძლია ისეთი მხატვრული ტექსტის შექმნა, სადაც გამოავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას. 

ქ.მ. IX.15.

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი მხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე ფუნქციურად გამოიყენოს საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევები. 

ქ.მ. IX.16.

მოსწავლეს შეუძლია წერის ეფექტური სტრატეგიების გამოყენება  წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად.

 

სწავლის სწავლა

ქ.მ. IX. 22.

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., ბუნებრივი კატაკლიზმები - მიწისძვრა, წყალდიდობა; ჯანმრთელი კვება; მავნე ჩვევები და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

ქ.მ.IX.23.

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განჭვრიტოს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. 

 

ქ.მ. IX. 24.

მოსწავლეს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად გამომუშავებული აქვს სტრატეგიული უნარები. 

ქ.მ. IX.25.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება.

 

ქ.მ.IX.26.

მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.

X კლასი

ქართული ენა როგორც მეორე ენა

მოსმენა

ქ.მ.X.1.

მოსწავლეს შეუძლია კომპლექსური შინაარსის სხვადასხვა ტიპის აუდიო/ვიდეო ჩანაწერის (საინფორმაციო, შემეცნებითი, გასართობი ხასიათის ტელე-რადიო გადაცემები და სხვა) მოსმენა და გაგება.

ქ.მ.X.2.

მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

ქ.მ. X. 3.

მოსწავლეს შეუძლია მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

 

ლაპარაკი

ქ.მ. X.16.

მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო დისკუსიებში იმ კონკრეტული პრობლემის გარშემო, რომელსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო.

ქ.მ.X.17.

მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ისაუბროს მისთვის საინტერესო თემებზე.

ქ.მ. X.18.

მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას უჩვეულო საკომუნიკაციო სიტუაციებს (მაგ., აბრალებენ იმას, რაც არ ჩაუდენია; ნათხოვარი ნივთი შემთხვევით დაუზიანდა; შინაურულად ხვდება ადამიანი, რომელსაც ვერ ცნობს და სხვა).

ქ.მ. X.19.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებების  გამოყენების უნარი.  

ქ.მ. X. 20.

მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების გამოყენება სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

 

კითხვა

ქ. მ. X. 4.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის არამხატვრული ტექსტის გაგება.

ქ. მ. X. 5.

მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით არამხატვრული ტექსტის გაანალიზება.

ქ.მ.X. 6.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული ტექსტის გაგება.

ქ. მ. X. 7.

მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით მხატვრული ტექსტის გაანალიზება.

ქ.მ.X.8.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ტექნიკა.

ქ. მ. X. 9.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით სათანადო სტრატეგიების გამოყენება. 

ქ.მ. X.10.

მოსწავლეს შეუძლია ინტერკულტურული თვალსაზრისით ტექსტის გაანალიზება.  

 

წერა

ქ.მ. X.11.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა არამხატვრული (საინფორმაციო, შემეცნებითი, ესე და სხვა) ტექსტის დაწერა. 

ქ.მ. X.12.

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი არამხატვრული ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები.

ქ.მ. X.13.

მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით დაწეროს მცირე ზომის მხატვრული ტექსტი.

ქ.მ.X.14.

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი მხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე გამოიყენოს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებები. 

 

ქ.მ. X.15.

მოსწავლეს შეუძლია წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად ეფექტური სტრატეგიების გამოყენება.

 

სწავლის სწავლა

ქ.მ.X.21.

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., ზეიმის მოწყობა; შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებთან, კოლორიტებთან და ა.შ. ადგილობრივი მუზეუმის კატალოგის შექმნა ვებგვერდზე განსათავსებლად და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

ქ.მ. X. 22.

მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განჭვრიტოს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. 

ქ.მ. X. 23.

მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიული უნარების გამოყენება წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად. 

ქ.მ. X.24.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება.

ქ.მ. X.25.

მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.

ქ.მ.X.26.

მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანა-კლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.

XI კლასი

ქართული ენა როგორც მეორე ენა

მოსმენა

ქ.მ.XI.1.

მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ აქტუალურ თემაზე, პრობლემაზე არგუმენ-ტირებული მსჯელობის მოსმენა და გაგება.

 

ქ.მ. XI. 2.

მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო და აქტუალურ თემაზე კომპლექსური შინაარსის სხვადასხვა ტიპის ტექსტის მოსმენა და გაგება. 

ქ.მ.XI.3.

მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

ქ.მ. XI. 4.

მოსწავლეს შეუძლია მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

 

ლაპარაკი

ქ.მ. XI.18.

მოსწავლეს შეუძლია  წინასწარი მომზადების გარეშე ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება. 

ქ.მ. XI.19.

მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემებზე/საკითხებზე წინასწარი მომზადების გარეშე გაბმულად საუბარი.

 

ქ.მ. XI.20.

მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ საკითხზე არგუმენტირებულად მსჯელობა.

ქ.მ. XI.21.

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებები.

ქ.მ.XI.22.

მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

კითხვა

ქ.მ. XI.5.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის (ესე; სხვადასხვა სახის კორესპონდენცია; საშუალო სირთულის სამეცნიერო-პოპულარული ტექსტი და სხვა) გაგება.

ქ.მ. XI. 6.

მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით არამხატვრული ტექსტის გაანალიზება.

ქ.მ. XI. 7.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული ტექსტის გაგება.

ქ.მ. XI. 8.

მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით მხატვრული ტექსტის გაანალიზება.

ქ.მ. XI. 9.

მოსწავლეს შეუძლია სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება. 

ქ.მ.XI.10.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ტექნიკა.

ქ.მ. XI.11.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით სათანადო სტრატეგიების გამოყენება. 

ქ.მ. XI.12.

მოსწავლეს შეუძლია ინტერკულტურული თვალსაზრისით ტექსტის გაანალიზება.

 

წერა

ქ.მ. XI.13.

მოსწავლეს შეუძლია აქტუალურ თემაზე პუბლიცისტური წერილის დაწერა.

ქ.მ. XI.14.

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი არამხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე გამოიყენოს შესაბამისი ენობრივი საშუალებები. 

ქ.მ. XI.15.

მოსწავლეს შეუძლია შექმნას სხვადასხვა ჟანრის ისეთი ტექსტი, რომელშიც გამოავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას. 

ქ.მ. XI.16.

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი არამხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე გამოიყენოს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებები.

ქ.მ.XI.17.

მოსწავლეს შეუძლია წერის პროცესის ყველა ეტაპზე შედეგის გასაუმჯობესებლად (მოსამზადებელი სამუშაო, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) ეფექტური სტრატეგიების გამოყენება.

 

 

სწავლის სწავლა

ქ.მ. XI.23.

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., წარმოსახვითი მოგზაურობა უცნობ ადგილებში, ეკოლოგიური საფრთხეები, ბუნების დაცვა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.                

 

ქ.მ. XI.24.

მოსწავლეს შეუძლია ქართულენოვანი წყაროების/ტექსტების დამუშავება შემდგომი გამოყენებისათვის (მაგ., მასალის მოძიება-შეგროვება  სასკოლო პროექტების განსახორციელებლად).

ქ.მ. XI.25.

მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განჭვრიტოს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. 

ქ.მ.XI.26.

მოსწავლეს შეუძლია წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული უნარების გამოყენება. 

ქ.მ. XI. 27.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება.

ქ.მ. XI.28.

მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.

ქ.მ.XI.29.

მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.

XII კლასი

ქართული ენა როგორც მეორე ენა

მოსმენა

ქ.მ. XII.1.

მოსწავლეს შეუძლია მისთვის აქტუალურ თემაზე საჯარო გამოსვლის მოსმენა და გაანალიზება. 

 

ქ.მ. XII.2.

მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემაზე კომპლექსური შინაარსის სხვადასხვა ტიპის ტექსტის მოსმენა და გაგება. 

ქ.მ.XII.3.

მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

ქ.მ. XII. 4.

მოსწავლეს შეუძლია მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

 

ლაპარაკი

ქ.მ. XII.18.

მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში წინასწარი მომზადების გარეშე მონაწილეობის მიღება. 

ქ.მ. XII.19.

მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემებზე/საკითხებზე წინასწარი მომზადების გარეშე გაბმულად საუბარი.

ქ.მ. XII.20.

მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ პრობლემურ საკითხზე არგუმენტირებულად მსჯელობა.

ქ.მ. XII.21.

მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივი საშუალებების ფუნქციურად გამოყენება.

ქ.მ.XII.22.

მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

კითხვა

ქ.მ.XII.5.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება. 

ქ.მ. XII.6.

მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით არამხატვრული ტექსტის გაანალიზება.

ქ.მ.XII.7.

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტების გაანალიზება.

ქ.მ. XII. 8.

მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით მხატვრული ტექსტის გაანალიზება.

ქ.მ. XII.9.

მოსწავლეს შეუძლია სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება. 

ქ.მ.XII.10.

მოსწავლეს შეუძლია ხმამაღალი კითხვის ტექნიკის გამოყენება.

ქ.მ.XII.11.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის შესწავლის მიზნით სათანადო სტრატეგიების გამოყენება. 

ქ.მ. XII.12.

მოსწავლეს შეუძლია ინტერკულტურული თვალსაზრისით ტექსტის გაანალიზება.  

 

წერა

ქ.მ. XII.13.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო ან სამეცნიერო მასალის დამუშავების მიზნით ტექსტის დაწერა.

ქ.მ. XII.14.

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი არამხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე გამოიყენოს შესაბამისი ენობრივი საშუალებები.

ქ.მ.XII.15.

მოსწავლეს შეუძლია მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით მხატვრული ტექსტის შექმნა.

 

ქ.მ.XII.16.

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი მხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე გამოიყენოს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებები.

 

ქ.მ. XII.17.

მოსწავლეს შეუძლია წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად ეფექტური სტრატეგიების გამოყენება.

 

სწავლის სწავლა

ქ.მ. XII. 23.

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., შეხვედრის მოწყობა ცნობილ ადამიანთან, დებატების მოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

ქ.მ. XII.24.

მოსწავლეს წარმატებული სწავლების ხელშესაწყობად და ენების ათვისების გასაადვილებლად გამომუშავებული აქვს სტრატეგიული უნარ-ჩვევები.

  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
ინკლუზიური განათლება ინკლუზიური განათლება სკოლამდელი განათლება სკოლამდელი განათლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
© 2014 ზოგი უფლება დაცულია
Creative Commons Licenseეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი,
Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License
Digital Design