• მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • GE
  • EN
ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი
  • ეროვნული სასწავლო გეგმა
    • ზოგადი ნაწილი
      • შესავალი
      • კარი I. სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები
      • კარი II საათობრივი განაწილების ძირითადი პრინციპები
      საფეხურები
      • დაწყებითი საფეხური
        • I კლასი
        • II კლასი
        • III კლასი
        • IV კლასი
        • V კლასი
        • VI კლასი
      • საბაზო საფეხური
        • VII კლასი
        • VIII კლასი
        • IX კლასი
      • საშუალო საფეხური
        • X კლასი
        • XI კლასი
        • XII კლასი
    • საგნობრივი ჯგუფები
      • სახელმწიფო ენები
      • მათემატიკა
      • უცხოური ენები
      • საზოგადოებრივი მეცნიერებები
      • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
      • ტექნოლოგიები
      • ესთეტიკური აღზრდა
      • სპორტი
      • არჩევითი საგნები
    • გამჭოლი კომპეტენციები
      • icon
        წიგნიერება
      • icon
        მედიაწიგნიერება
      • icon
        ციფრული წიგნიერება
      • icon
        რაოდენობრივი წიგნიერება
      • icon
        ეკოლოგიური წიგნიერება
      • icon
        მრავალენობრივი კომპეტენცია
      • icon
        სემიოტიკური კომპეტენცია
      • icon
        სწავლის სწავლა
      • icon
        სოციალური და სამოქალაქო
      • icon
        ეთიკა, როგორც კომპეტენცია
      • icon
        მეწარმეობრივი კომპეტენცია
      • icon
        ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც კომპეტენცია
      • icon
        შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება
    • ეროვნული სასწავლო გეგმები
      • 2011 წლამდე არსებული სასწავლო გეგმები
      • ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
      • ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი და საბაზო საფეხური) 2018-2024
  • სკოლამდელი განათლება
    • ზოგადი ნაწილი
      • შესავალი
      • სტანდარტის სტრუქტურა, შინაარსი და მიზნები
      • სწავლისა და განვითარების სფეროების მოკლე მიმოხილვა
      • დამხმარე სახელმძღვანელოები
      ასაკი
      • 0-დან 1 წლამდე
      • 1-დან 3 წლამდე
      • 3-დან 5 წლამდე
      • 5-დან 6 წლამდე
    • სფერო
      • ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
      • შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
      • სწავლისადმი მიდგომა
      • მეტყველების განვითარება
      • სოციალურ-ემოციური განვითარება
  • ინკლუზიური განათლება
    • ზოგადი ნაწილი
      • სასარგებლო ვებ საიტები
      • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნიმუშები
      • თემატური ვებ საიტები
      • აკრონიმები
      • კონვენციები, დეკლარაციები, რეკომენდაციები
      • დამხმარე სახელმძღვანელოები
    • ალტერნატიული სასწავლო გეგმა
  • ლექსიკონი

ეროვნული სასწავლო გეგმა

  • მთავარი
  • ეროვნული სასწავლო გეგმა
ამობეჭდვა
  • ზოგადი ნაწილი
    • შესავალი
    • კარი I. სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები
      • თავი I. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება
      • თავი II. საგანმანათლებლო რესურსები
      • თავი III. სასკოლო სასწავლო გეგმა
      • თავი IV. მოსწავლის შეფასების სისტემა
      • თავი V. ინკლუზიური განათლება
      • თავი VI. ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები
      • თავი VII. სავალდებულო და არჩევითი საგნები
      • თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
    • კარი II საათობრივი განაწილების ძირითადი პრინციპები
      • თავი IX. საათობრივი ბადე
      • თავი X საათობრივი ბადე კლასების მიხედვით და შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა
  • საფეხურები/კლასები
  • საგნობრივი ჯგუფები
  • გამჭოლი კომპეტენციები
arrow
  • X კლასი

X კლასი

ქართული ენა და ლიტერატურა

მოსმენა

ქართ. X. 1.

მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში

ქართ. X. 2.

კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები

ქართ. X. 3.

აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება

ქართ. X. 4.

მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება

ქართ. X. 5.

მოსწავლეს შეუძლია  ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება

 

კითხვა

ქართ. X. 6.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით

ქართ. X. 7.

მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია

ქართ. X. 8.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა

ქართ. X. 9.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება

ქართ. X. 10.

მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება

 

წერა

ქართ. X. 11.

მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის

ქართ. X. 12.

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით

ქართ. X. 13.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით

ქართ. X. 14.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით

ქართ. X. 15.

მოსწავლეს შეუძლია  დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე

ქართ. X. 16.

მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის

საგნობრივი პროგრამები

  • ქართული ენა და ლიტერატურა X კლასი - პროგრამის შინაარსი

ქიმია

მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ.X.1.

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები

კვლ.X.2.

მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა

კვლ.X.3.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით

კვლ. X.4.

მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება

 

ქიმიური მოვლენები

ქიმ.X.5.

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ატომის აღნაგობა

ქიმ.X.6.

მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ელემენტის ატომის აღნაგობა მის ადგილმდებარეობასთან პერიოდულ სისტემაში

ქიმ.X.7.

მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა თვისებები დაუკავშიროს ატომის  ელექტრონულ აღნაგობას და ქიმიური ბმის ხასიათს

ქიმ.X.8.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ჟანგვა-აღდგენითი პროცესები

ქიმ.X.9.

მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თვისებების ახსნა ელქტროლიტური დისოციაციის  თეორიის საფუძველზე

ქიმ.X.10.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ელექტროლიზის მოვლენა და მისი  როლი ტექნიკასა და მრეწველობაში

ქიმ.X.11.

მოსწავლეს შეუძლია  განჭვრიტოს  ქიმიური წონასწორობის გადახრის მიმართულება

ქიმ.X.12.

მოსწავლეს შეუძლია ქიმიური ელემენტების  და მათი  ნაერთების დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა

საგნობრივი პროგრამები

  • ქიმია X კლასი - პროგრამის შინაარსი

ამერიკისმცოდნეობა

გარემო და ეკონომიკა

არჩ.ამერ.X/XI/XII.1.

მოსწავლეს შეუძლია  აშშ–ის მოსახლეობის მახასიათებლების კვლევა.

არჩ.ამერ.X/XI/XII.2.

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს  აშშ–ის რეგიონები  ბუნებრივი რესურსების მიხედვით და იმსჯელოს  მათ მნიშვნელობაზე.

 

 

სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა

არჩ.ამერ.X/XI/XII.3.

შეუძლია  აშშ–ში არსებული  მმართველობის ფორმების  გაანალიზება. 

არჩ.ამერ.X/XI/XII.4.

მოსწავლეს შეუძლია ამერიკის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების გაანალიზება.

 

არჩ.ამერ.X/XI/XII.5.

შეუძლია დაახასიათოს  ამერიკის ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.

 

არჩ.ამერ.X/XI/XII.6.

მოსწავლეს შეუძლია  აშშ–ის პოლიტიკური პარტიების საქმიანობისა და და მათი პოლიტიკის   გაანალიზება.

 

კულტურა და რელიგია

არჩ.ამერ.X/XI/XII.7.

მოსწავლეს შეუძლია  აშშ–ში არსებული რელიგიების გაანალიზება 

არჩ.ამერ.X/XI/XII.8.

მოსწავლეს შეუძლია  ამერიკის მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავების გამოვლინებების დახასიათება და  შესაბამისი მიზეზების გაანალიზება.

არჩ.ამერ.X/XI/XII.9.

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს  ამერიკის აღმოჩენის მნიშვნელობისა და გავლენის შესახებ.  

 

ადამიანი და საზოგადოება

არჩ.ამერ.X/XI/XII.10.

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ამერიკული საზოგადოება მისთვის დამახასიათებელი  ნიშან-თვისებებისა და წესების მიხედვით; 

არჩ.ამერ.X/XI/XII.11.

მოსწავლეს შეუძლია გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები სხვადასხვა საზოგადოების შედარებების საფუძველზე.      

არჩ.ამერ.X/XI/XII.12.

შედარების საფუძველზე მოსწავლეს შეუძლია  დასკვნების გამოტანა  აშშ-სა და სხვა ქვეყნებში   ადამიანთა ღირსებებთან, თავისუფლებასა და თანასწორობასთან  დაკავშირებულ საკითხებზე.    

არჩ.ამერ.X/XI/XII.13.

მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს კანონიერება, დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება და გააანალიზოს ამ კავშირის  შედეგები.

 

ინტერპრეტაცია და კვლევა

არჩ.ამერ.X/XI/XII.14.

მოსწავლე ფლობს კვლევის უნარ-ჩვევებს და მოძიებული მასალის წარდგენის სტრატეგიებს.

მათემატიკა

რიცხვები და მოქმედებები

მათ. X1.

მოსწავლეს შეუძლია ნამდვილ რიცხვთა სიმრავლის ქვესისტემების ერთმანეთისაგან განსხვავება.

მათ. X.2.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა პოზიციური სისტემების/ნამდვილ რიცხვთა ქვესისტემების ერთმანეთთან დაკავშირება.

მათ. X.3.

მოსწავლეს შეუძლია ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება და მოქმედებების შედეგის შეფასება.

მათ.X.4.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხის გამოყენება.

მათ.X.5.

მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნა.

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ.X.6.

მოსწავლეს შეუძლია ფუნქციის თვისებების კვლევა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების შესასწავლად.

მათ.X.7.

მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა და უტოლობათა სისტემების გამოყენება პრობლემების გადაჭრისას.

მათ.X.8.

მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული მათემატიკის ელემენტების გამოყენება პრობლემის გადაჭრისას.

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ.X.9.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და დებულებათა ფორმულირების ხერხების გამოყენება.

მათ.X.10.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების დასაბუთება.

მათ.X.11.

მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.

მათ.X.12.

მოსწავლეს შეუძლია სიბრტყეზე გეომეტრიული გარდაქმნების კვლევა და მათი გამოყენება გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისას.

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ.X.13.

მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.

მათ.X.14.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა მოწესრიგება და წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.

მათ.X.15.

მოსწავლეს შეუძლია შემთხვევითობის ალბათური მოდელების საშუალებით აღწერა.

მათ.X.16.

მოსწავლეს შეუძლია სტატისტიკური და ალბათური ცნებებისა და პროცედურების გამოყენება ყოველდღიურ ვითარებაში.

საგნობრივი პროგრამები

  • X კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი

შესავალი ისტორიაში

დრო და სივრცე

ისტ.X. 1.

მოსწავლეს შეუძლია ანალიტიკური მსჯელობა ისტორიის ქრონოლოგიისა და პერიოდიზაციის საკითხებზე.

 

ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა

ისტ.X. 2.

მოსწავლეს შეუძლია ისტორიის ძირითად  და დამხმარე დარგებზე მსჯელობა  და მათი სპეციფიკის  განსაზღრა.

ისტ.X.3.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა სხვადასხვა ეპოქაში ისტორიული აზრის განვითარების პროცესზე.

ისტ.X.4.

მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს და შეაფასოს ისტორიული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციები.

ისტ.X.5.

მოსწავლეს შეუძლია ისტორიული წყაროების კლასიფიცირება.

ისტ.X.6.

მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს პირველადი და მეორადი წყაროები.

ისტ.X.7.

მოსწავლეს  შეუძლია  ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.

 

კომუნიკაცია

ისტ.X.8.

მოსწავლეს შეუძლია ისტორიული თემის დაწერა.

საგნობრივი პროგრამები

  • ისტორიის მეცნიერების შესავალი X კლასი - პროგრამის შინაარსი

ბიოლოგია

მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ.X.1.

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები

კვლ.X.2.

მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა

კვლ.X.3.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით

კვლ.X.4.

მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება

 

ცოცხალი სამყარო

ბიოლ.X.5.

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს  უჯრედში მიმდინარე პროცესებზე და დაასაბუთოს მათი  მნიშვნელობა   ორგანიზმისათვის

ბიოლ.X.6.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სუნთქვის პროცესის თავისებურებები მცენარეებსა და ცხოველებში

ბიოლ.X.7.

მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად

ბიოლ.X.8.

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ფოტოსინთეზზე, როგორც მცენარეული ბიომასის წარმომქმნელ საკვანძო პროცესზე

ბიოლ.X.9.

მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა ორგანიზმისათვის

ბიოლ.X.10.

მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს მაკოორდინირებელი სისტემების მნიშვნელობა ორგანიზმისათვის

ბიოლ.X.11.

მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს გამომყოფი სისტემის მნიშვნელობა შინაგანი გარემოს მუდმივობის  შენარჩუნებისათვის (ჰომეოსტაზი)

ბიოლ.X.12.

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს სხვადასხვა გარემოს მიმართ ორგანიზმების მოძრაობის ადაპტაციურ თავისებურებებზე

საგნობრივი პროგრამები

  • ბიოლოგია X კლასი - პროგრამის შინაარსი

მსოფლიოს გეოგრაფია

დრო და სივრცე

გეო.X.1.

მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან

 

გარემო და ეკონომიკა

გეო.X.2.

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ქვეყნების ადგილი მსოფლიოში რიგი სოციალური და ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით

გეო.X.3.

მოსწავლეს შეუძლია ქვეყნების კლასიფიკაციის საფუძველზე გააანალიზოს მათი განვითარების პერსპექტივები

გეო.X.4.

მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება-განსხვავების მიზეზებზე

 

გარემო და სოციალური სისტემები

გეო.X.5.

მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოს მოსახლეობის განსახლების თავისებურებების კვლევა და დემოგრაფიული ვითარების გაანალიზება

გეო.X.6.

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე

საგნობრივი პროგრამები

  • მსოფლიოს გეოგრაფია X კლასი - პროგრამის შინაარსი

მათემატიკა (გაძლიერებული)

რიცხვები და მოქმედებები

მათ. გაძ. X.1.

მოსწავლეს შეუძლია რიცხვთა პოზიციური სისტემების/ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეების ერთმანეთთან დაკავშირება.

მათ. გაძ. X.2.

მოსწავლეს შეუძლია ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება სხვადასხვა ხერხით და ამ მოქმედებათა შედეგის შეფასება.

მათ. გაძ. X.3.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხების გამოყენება.

მათ. გაძ. X.4.

მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება რეალური ვითარების მოდელირებისას.

მათ. გაძ. X.5.

მოსწავლეს შეუძლია გრაფიკული, ალგებრული მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება ფუნქციის/ფუნქციათა ოჯახის თვისებების შესასწავლად.

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ. გაძ. X.6

მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული მათემატიკის ცნებებისა და აპარატის გამოყენება მოდელირებისას და პრობლემების გადაჭრისას.

მათ. გაძ. X.7.

მოსწავლეს შეუძლია ვექტორებზე ოპერაციების შესრულება და მათი გამოყენება გეომეტრიული და საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას.

მათ. გაძ. X.8

მოსწავლეს შეუძლია დედუქციურ/ინდუქციური მსჯელობის და ალგებრული ტექნიკის გამოყენება გეომეტრიულ დებულებათა დასამტკიცებლად.

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ. გაძ. X.9

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების დახასიათება და მათი გამოყენება გეომეტრიული პრობლემების გადაჭრისას.

მათ. გაძ. X.10

მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურის კვეთებისა და გეგმილების გამოყენება სივრცული ფიგურის შესასწავლად.

მათ. გაძ. X.11.

მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.

მათ. გაძ. X.12.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა მოწესრიგება და წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ. გაძ. X.13.

მოსწავლეს შეუძლია შემთხვევითობის ალბათური მოდელების საშუალებით აღწერა.

მათ. გაძ. X.14.

მოსწავლეს შეუძლია სტატისტიკური და ალბათური ცნებებისა და პროცედურების გამოყენება ყოველდღიურ ვითარებაში.

საგნობრივი პროგრამები

  • X კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი (გაძლიერებული)

ფიზიკა

მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ.X.1.

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები

კვლ.X.2.

მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა

კვლ.X.3.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების  გამოყენებით

კვლ. X.4.

მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება

 

ფიზიკური მოვლენები

ფიზ.X. 5.

მოსწავლეს შეუძლია ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა

ფიზ.X.6.

მოსწავლეს შეუძლია ფიზიკაში მეცნიერული აღმოჩენების დაკავშირება ყოველდღიურობასთან

საგნობრივი პროგრამები

  • ფიზიკა X კლასი - პროგრამის შინაარსი

სამოქალაქო განათლება

პიროვნული განვითარება

მოქ.X.1.

მოსწავლეს შეუძლია თვითდამკვიდრება საზოგადოებაში

მოქ.X.2.

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანური ღირსების არსი

მოქ.X.3.

მოსწავლეს შეუძლია  დააკავშიროს თავისუფალი პიროვნებისა და აქტიური მოქალაქის თვისებები

მოქ.X.4.

მოსწავლეს შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი  მომავალი საქმიანობის გეგმა

 

მდგრადი განვითარება

მოქ.X.5.

მოსწავლეს შეუძლია  გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში

მოქ.X.6.

მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები

მოქ.X.7.

მოსწავლეს შეუძლია  სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი საფუძვლების კვლევა

მოქ. X 8.

მოსწავლეს შეუძლია  საქართველოს  მდგრადი განვითარების შესაძლებლობების კვლევა

 

თვითმმართველობა და მმართველობა

მოქ.X.9.

მოსწავლეს შეუძლია   გააანალიზოს საქართველოში თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის სისტემის განვითარების პროცესი

მოქ.X.10.

მოსწავლეს შეუძლია  საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების კვლევა და გამოყენება

მოქ.X.11.

მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში

დამხმარე რესურსები

  • X კლასი - პროგრამის შინაარსი
  • უნივერსალური აქტივობები

ფიზიკა (გაძლიერებული)

მეცნიერული კვლევა-ძიება

ფიზ.გაძ.X.1.

მოსწავლეს შეუძლია საკითხის ექსპერიმენტული კვლევა

ფიზ.გაძ.X.2.

მოსწავლეს შეუძლია საკითხის თეორიული კვლევა

 

ფიზიკური მოვლენები

ფიზ.გაძ.X.3.

მოსწავლეს კვლევისას შეუძლია ათვლის არაინერციული სისტემის გამოყენება

ფიზ.გაძ.X.4.

მოსწავლეს შეუძლის სითხეების დინების კვლევა

ფიზ.გაძ.X.5.

მოსწავლეს შეუძლია ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა

ფიზ.გაძ.X.6.

მოსწავლეს შეუძლია ფიზიკაში მეცნიერული აღმოჩენების დაკავშირება ყოველდღიურობასთან

საგნობრივი პროგრამები

  • ფიზიკა X კლასი - პროგრამის შინაარსი

გეოგრაფიული კვლევა

გეოგრაფიული კვლევა

არჩ.გეო.კვლ.X/XI/XII.1.

განსაზღვრავს პრობლემას, გეოგრაფიული კვლევის მიზანს, მისი გადაჭრის გზებსა და მიმართულებას. 

არჩ.გეო.კვლ.X/XI/XII.2.

აგროვებს გეოგრაფიული კვლევისათვის საჭირო ინფორმაციას.

არჩ.გეო.კვლ.X/XI/XII.3.

გეოგრაფიული კვლევის განსახორციელებლად  აანალიზებს და ამუშავებს მოპოვებულ ინფორმაციას.

 

კომუნიკაცია

არჩ.გეო.კვლ.X/XI/XII.4.

იყენებს გეოგრაფიულ და სხვა საშუალებებს ინფორმაციის მოსაძიებლად და საკუთარი მოსაზრებების გამოსახატავად.

არჩ.გეო.კვლ.X/XI/XII.5.

ავლენს კვლევის შედეგების წარმოჩენისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.

ეკონომიკა და სახელმწიფო

პიროვნული განვითარება

არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.1.

მოსწავლეს შეუძლია საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობების ანალიზი. 

არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.2.

მოსწავლეს შეუძლია  შეაფასოს საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. 

არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.3.

მოსწავლეს შეუძლია  ახსნას საზოგადოებრივი ინსტიტუტების როლი საბაზრო ეკონომიკაში. 

არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.4.

მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს უმუშევრობის გავლენა ცალკეულ ადამიანსა და   ქვეყანაზე. 

 

თვითმმართველობა და მმართველობა

არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.5.

მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს სახელმწიფოს როლი საბაზრო ეკონომიკაში. 

არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.6.

მოსწავლეს შეუძლია  საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებაზე  სახელმწიფო პოლიტიკის გავლენის ანალიზი. 

არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.7.

მოსწავლეს შეუძლია  ახსნას ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის როლი ეკონომიკაში. 

თეატრალური ხელოვნება

პრაქტიკული უნარ-ჩვევები და იდეების გამოხატვა

არჩ.თ.ხ..X/XI/XIII.1.

მოსწავლე იცნობს და შეუძლია თეატრალური ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენება შემოქმედებითი აქტივობისას.

არჩ.თ.ხ..X/XI/XIII.2.

მოსწავლეს შეუძლია სპექტაკლში მონაწილეობის მიღება.      

 

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

არჩ.თ.ხ.X/XI/XIII.3.

მოსწავლეს შეუძლია ეტიუდის, სცენის, სპექტაკლის გაანალიზება.

არჩ.თ.ხ.X/XI/XIII.4.

მოსწავლე ჩაბმულია თეატრალურ ცხოვრებაში.

 

თეატრალური ხელოვნების აღქმა კონტექსტში

არჩ.თ.ხ.X/XI/XIII.5.

მოსწავლეს შეუძლია გამოიკვლიოს ქართული თეატრის ისტორიის ძირითადი ეტაპები.

არჩ.თ.ხ.X/XI/XIII.6.

მოსწავლეს შეუძლია გამოიკვლიოს და გააანალიზოს თეატრალური ხელოვნება. 

არჩ.თ.ხ.X/XI/XIII.7.

მოსწავლეს შეუძლია გამოიკვლიოს თეატრალური ხელოვნების როლი საკუთარ და საზოგადოების ცხოვრებაში.

კინოხელოვნება (I მოდული)

ხელოვნების აღქმა კონტექსტში

არჩ.კ.ხ.I.X/XI/XII..1.

მოსწავლე ირჩევს და იკვლევს მსოფლიო კინოხელოვნების რომელიმე  ეტაპს.

არჩ.კ.ხ.I.X/XI/XII.2.

მოსწავლე იკვლევს და შეუძლია გააანალიზოს კინოხელოვნების როლი საკუთარ და საზოგადოების ცხოვრებაში.

 

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

არჩ.კ.ხ.I.X/XI/XII.3.

მოსწავლეს შეუძლია  ფილმების გაანალიზება.

არჩ.კ.ხ.I.X/XI/XII.4.

მოსწავლეს შეუძლია განიხილოს და გააანალიზოს თანამედროვე კინო­­პროცესი. 

არჩ.კ.ხ.II.X/XI/XII.4.

მოსწავლე ირჩევს და იკვლევს მსოფლიო კინოხელოვნების რომელიმე   მიმდინარეობასა ან მიმართულებას.

არჩ.კ.ხ.II. X/XI/XII.5.

მოსწავლე იკვლევს და შეუძლია გააანალიზოს კინოხელოვნების როლი საკუთარ  და საზოგადოების ცხოვრებაში.

მეწარმეობის საფუძვლები

ინიციატივა და ინოვაცია

არჩ.მეწ. X/XI/XII.1.

ეფექტური გუნდური მუშაობა.

არჩ.მეწ. X/XI/XII.2.

საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრა.

არჩ.მეწ. X/XI/XII.3.

აქტიური მოქმედებისა და ცვლილებების პოზიტიურად მიღება.

არჩ.მეწ. X/XI/XII.4.

საპროექტო იდეის რეალიზებისთვის საჭირო უნარების (დაგეგმვის ორგანიზება, ანალიზი, კეთება, კომუნიკაცია, ინსტრუქტაჟის გაგება, შეფასება) გამოვლენა.

 

სამეწარმეო საქმიანობა

არჩ.მეწ. X/XI/XII.5.

მეწარმეობის ფორმების განსხვავება.

არჩ.მეწ. X/XI/XII.6.

სამეწარმეო იდეის ჩამოყალიბება და პრეზენტაცია.

არჩ.მეწ. X/XI/XII.7.

ბაზარზე არსებული  სიტუაციის გაანალიზება.

არჩ.მეწ.X.XI.XII. 8.

სამეწარმეო იდეის რეალიზებისთვის საჭირო ელემენტების (ადამიანური რესურსი, მატერიალური რესურსი, ფინანსური რესურსი) განსაზღვრა.

 

თავისუფალი ეკონომიკა და საბაზრო ურთიერთობები

არჩ.მეწ.X.XI.XII. 9.

იმსჯელოს თავისუფალი ეკონომიკის მნიშვნელობაზე საბაზრო ურთიერთობების განვითარების პროცესში.

არჩ.მეწ.X.XI.XII. 10.

იმსჯელოს სახელმწიფოს როლსა და ადგილზე საბაზრო ეკონომიკაში.

არჩ.მეწ.X.XI.XII. 11.

იმსჯელოს საბანკო სისტემის როლზე საბაზრო ურთიერთობების განვითარების პროცესში.

არჩ.მეწ.X.XI.XII. 12.

იმსჯელოს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ნიუანსებზე.

საგნობრივი პროგრამები

  • მეწარმეობის საფუძვლები X-XI-XII კლ. - პროგრამის შინაარსი

კომპიუტერული მეცნიერება

ისტ რესურსების შექმნა

არჩ.კომპ.მეც.X/XI/XII.1.

მოსწავლე აცნობიერებს ალგორითმის ცნებას, ეფექტურად იყენებს ალგორითმის ჩაწერის და შეფასების საშუალებებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად.

არჩ.კომპ.მეც.X/XI/XII.2.

მოსწავლეს შეუძლია კომპიუტერის მეხსიერებაში ჩანაწერების ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენისთვის მონაცემთა სხვადასხვა სტრუქტურის შერჩევა.

არჩ.კომპ.მეც.X/XI/XII.3.

მოსწავლეს შეუძლია ალგორითმის და მონაცემთა სტრუქტურის რეალიზაცია, კომპიუტერში პროგრამული ბრძანებების მიმდევრობის კორექტული შესრულება.

 

კომუნიკაცია

არჩ.კომპ.მეც.X/XI/XII.4.

მოსწავლეს შეუძლია გამოთვლილი ინფორმაციის წარმოდგენა სხვადასხვა ციფრული ფორმატით, მისი მოწესრიგება, კომუნიკაცია, დასმული ამოცანის გადაჭრის შემდეგ საბოლოო შედეგების დემონსტრირება.

 

მსოფლიო კულტურა

ბუნება და კულტურა

არჩ.მსოფ.კულტ.X/XI/XII.1.

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანის  ორბუნებოვნება: მემკვიდრული (ანატომიური და ფიზიოლოგიური) და შეძენილი (სოციალურ-კულტურული).

არჩ.მსოფ.კულტ. X/XI/XII.2.

მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს  სამყაროს ორი შემადგენელი ნაწილი - ბუნებრივი და ანთროპოგენული.

 

კულტურის უნივერსალიები

არჩ.მსოფ.კულტ. X/XI/XII.3.

მოსწავლეს ანალიზის შედეგად შეუძლია გააცნობიეროს, რომ ადამიანთა ნებისმიერი სტაბილური ერთობა   გულისხმობს ამ ერთობის მდგრადობის უზრუნველმყოფი რეგულაციური სისტემების არსებობას.

 

კულტურის ტიპოლოგია

არჩ.მსოფ.კულტ. X/XI/XII.4.

მოსწავლე იკვლევს  სხვადასხვა ფაქტორის გავლენას კულტურის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაზე.

არჩ.მსოფ.კულტ.X/XI/XII.5.

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს თანამედროვე/ურბანული და ტრადიციული/რურალური  კულტურების  ძირითად განმასხვავებელ მახასიათებლებზე.

არჩ.მსოფ.კულტ.X/XI/XII.6.

მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს დრო, როგორც თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი რესურსი.

არჩ.მსოფ.კულტ.X/XI/XII.7.

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს და იმსჯელოს კულტურის ტიპის ისეთ  განმსაზღვრელ  მახასიათებლებზე, როგორებიცაა  ,,ტრადიციულობა ”და ,,მოდერნულობა”

 

კულტურათა მრავალფეროვნება

არჩ.მსოფ.კულტ.X/XI/XII.8.

მოსწავლეს შეუძლია განიხილოს თანამედროვე სამყაროს კულტურული მრავალფეროვნება და იმსჯელოს კულტურათა თანაბარმნიშვნელოვნებასა და მათ შორის  დიალოგის შესაძლებლობასა და საჭიროებაზე.  

 

კულტურის დინამიკა

არჩ.მსოფ.კულტ. X/XI/XII.9.

მოსწავლე იკვლევს  კულტურათა ცვალებადობის მაგალითებს და    შეუძლია იმსჯელოს იმაზე, რომ კულტურის დინამიკას  შიდა და გარე ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს.

მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამები

პრაქტიკული უნარ-ჩვევები

არჩ.მუს.კომპ.I.X/XI/XII.1.

მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების აკრეფა მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.

არჩ.მუს.კომპ.I. X/XI/XII.2.

მოსწავლეს შეუძლია აუდიო მონაცემების დარეგულირება ნოტაციისათვის განკუთვნილ პროგრამაში.

არჩ.მუს.კომპ.II. X/XI/XII.1.

მოსწავლეს შეუძლია ხმის ჩაწერა მუსიკალურ- კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.

არჩ.მუს.კომპ.II. X/XI/XII.2.

მოსწავლეს შეუძლია სათანადოდ გამართოს და გამოიყენოს  ხმის ჩამწერი აპარატურა.

 

კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია

არჩ.მუს.კომპ.I. X/XI/XII.4.

მოსწავლე აცნობიერებს მუსიკალური ტექნოლოგიების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.

არჩ.მუს.კომპ.II. X/XI/XII.3.

მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა ნამუშევრის განხილვაში.

არჩ.მუს.კომპ.II. X/XI/XII.4.

მოსწავლე აცნობიერებს მუსიკალური ტექნოლოგიების როლს  საზოგადოების ცხოვრებაში.

მულტიმედია და დიზაინი

ისტ რესურსების შექმნა

არჩ.მულტ.დიზ.X/XI/XII.1.

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ვებსაიტის დიზაინი შექმნა, განვითარება და პუბლიკაცია.

არჩ.მულტ.დიზ.X/XI/XII.2.

მოსწავლეს შეუძლია ორიგინალური დატვირთვის ციფრული სურათის შექმნა.

არჩ.მულტ.დიზ.X/XI/XII.3.

მოსწავლეს შეუძლია ვიდეო პროექტის დაგეგმვა, განვითარება და წარმოდგენა; ამბის გადმოცემის მიზნით  სტატიკური და დინამიური სურათების, ტექსტის, აუდიო და ვიდეო ფრაგმენტების კომბინირებით ვიდეო პროდუქტის შექმნა.

 

 

კომუნიკაცია

არჩ.მულტ.დიზ.X/XI/XII.4.

მოსწავლე შეუძლია  გამოიკვლიოს გლობალური მასშტაბით კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და იდეების გაზიარების სხვადასხვა გზა.

სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა

მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ. X/XI/XII .1.

მოსწავლეს შეუძლია  განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის   ეტაპები.

კვლ. X/XI/XII. 2.

მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.       

კვლ. X/XI/XII. 3.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა  საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.

კვლ. X/XI/XII. 4.

მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

 

ჯანმრთელობა და მედიცინა

ს.ბიოლ.ჯ. X/XI/XII .5.

მოსწავლე ახასიათებს ცხოვრების ჯანსაღ  წესს და მსჯელობს ჯანმრთელობის ხელშემწყობ ფაქტორებზე.

ს.ბიოლ.ჯ. X/XI/XII. 6.

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ადაპტაციის ფენომენზე და მის   მნიშვნელობაზე ორგანიზმის გადარჩენისათვის.

ს.ბიოლ.ჯ.X/XI/XII.7.

.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს იმუნური სისტემის დაცვითი ფუნქცია და იმსჯელოს მისი მოქმედების მექანიზმზე.

ს.ბიოლ.ჯ. X/XI/XII.8.

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებათა თავისებურებებზე, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებებზე.  

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

არჩ.ს.გ.X/XI/XII.1.

მოსწავლე იკვლევს და შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა თვითგამოხატვისათვის. 

არჩ.ს.გ.X/XI/XII.2.

მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

არჩ.ს.გ.X/XI/XII.3.

მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს როგორც მრავალფეროვანი  გრძნობებისა და   იდეების  წყაროს და შეუძლია შემოქმედებითად ასახოს ნამუშევარში.

არჩ.ხ.პ.X/XI/XII.1.

მოსწავლეს შეუძლია ჩაატაროს ექსპერიმენტი ხელოვნების ელემენტების, პრინციპების, სხვადასხვა მასალის, ტექნიკისა და პროცედურის გამოყენებით ნამუშევრის შექმნისას. 

არჩ.ხ.პ.X/XI/XII.2.

მოსწავლეს შეუძლია ასახოს  ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგები, განავითაროს გამომსახველობითი ხერხები.

არჩ.ხ.პ.X/XI/XII.3.

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს შთაგონების სხვადასხვა წყარო  იდეების გენერირებისათვის.

არჩ.ხ.პ.X/XI/XII.4.

მოსწავლე მონაწილეობს პროექტებში.

 

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

არჩ.ს.გ.X/XI/XII.4.

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს და გააანალიზოს ხელოვნების  ნიმუში.

არჩ.ს.გ.X/XI/XII.5.

მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს,  რომ ხელოვნება არის მსოფლმხედველობის გამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალება.

არჩ.ხ.პ.X/XI/XII.5.

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს და გააანალიზოს ხელოვნების ნიმუში. 

არჩ.ხ.პ.X/XI/XII.6.

მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს საკუთარი და სხვისი ნამუშევარი აუდიტორიის წინაშე.

 

ხელოვნების აღქმა კონტექსტში

არჩ.ს.გ.X/XI/XII.6.

მოსწავლეს შეუძლია  გააანალიზოს  სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ნაწარმოებები და იმსჯელოს მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებაზე.

არჩ.ს.გ.X/XI/XII.7.

მოსწავლე   იკვლევს  და  შეუძლია განმარტოს, რა გავლენას ახდენს ისტორიული და სოციალური კონტექსტი კონკრეტული ხელოვანის შემოქმედებაზე.

არჩ.ს.გ.X/XI/XII.8.

მოსწავლე    იკვლევს   ქართულ  ხელოვნებას  და  ხელოვნების  მოღვაწეების შემოქმედებას.

არჩ.ს.გ.X/XI/XII.9.

მოსწავლე ეცნობა თეატრალურ და კინოხელოვნებას.

არჩ.ხ.პ.X/XI/XII.7.

მოსწავლეს შრუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები. 

არჩ.ხ.პ.X/XI/XII.8.

მოსწავლეს შეუძლია თანამედროვე ხელოვნების ანალიზი. 

არჩ.ხ.პ.X/XI/XII.9.

მოსწავლე იკვლევს და შეუძლია გააანალიზოს ხელოვნების როლი საკუთარ და  საზოგადოების ცხოვრებაში.

სპორტი

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

სპ.X-XII.1.

მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებლობა, როგორც ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრირების აუცილებელი პირობა

სპ.X-XI.2.

მოსწავლეს შეუძლია სრულად გააცნობიეროს მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც საზოგადოებაში ინტეგრირებას ახლავს თან

 

მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები

სპ.X-XII.3.

მოსწავლეს შეუძლია გამოიჩინოს ინტერესი მის მიერ არჩეული სპორტის სახეობის მიმართ

სპ.X-XII.4

მოსწავლეს შეუძლია დაეუფლოს ყველა ძირითად და აუცილებელ მოძრაობით უნარ-ჩვევას

 

აქტიური მონაწილეობა

სპ.X-XII.5

მოსწავლეს შეუძლია აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში

ფოლკლორი და მითოლოგია

ფოლკლორი და ლიტერატურა

არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 1.

მოსწავლეს შეუძლია ფოლკლორის სპეციფიკის გააზრება;  შედარებითი ანალიზის საფუძველზე ფოლკლორულ  და ლიტერატურულ ტექსტებს შორის მსგავსება-განსხვავების გამოვლენა და მათზე მსჯელობა.

არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 2.

მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად მოიძიოს/მოიპოვოს ფოლკლორული ტექსტები და წარმოადგინოს აუდიტორიის წინაშე.

არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 3.

მოსწავლე ფლობს ფოლკლორული მასალის ჩაწერის მეთოდოლოგიას. 

არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 4.

მოსწავლეს შეუძლია მოხსენების / სასწავლო რეფერატის დაწერა დამოუკიდებლად მოძიებული მასალის შესახებ. 

 

ფოლკლორის ჟანრები

არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 5.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის ფოლკლორული ტექსტების გაანალიზება მათი სპეციფიკის გათვალისწინებით.

არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 6.

მოსწავლეს შეუძლია ტრადიციული სტრუქტურის სხვადასხვა ჟანრის ფოლკლორული ტექსტების შეთხზვა შერჩეული მოდელის მიხედვით. 

 

ეროვნული და უნივერსალური ფოლკლორში

არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 7.

მოსწავლეს შეუძლია ფოლკლორულ ტექსტებში ეროვნული და უნივერსალური მოტივების / სიუჟეტების ამოცნობა, ქართული ფოლკლორის ნიმუშების გააზრება მსოფლიოს ფოლკლორული შემოქმედების კონტექსტში. 

 

მითოსი და მითოლოგიური სიმბოლოები

არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 8.

მოსწავლეს შეუძლია ფოლკლორულ და ლიტერატურულ ტექსტებში მითოლოგიური სიმბოლოების ამოცნობა და მათი ფუნქციის გააზრება . 

არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 9.

მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით მითოსის შეთხზვა მოცემული მოდელის მიხედვით. 

XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურა

ლიტერატურული ჟანრები

არჩ. დას. X/XI/XII. 1

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ლიტერატურის თეორიის სხვადასხვა საკითხზე; დასავლეთის ქვეყნების ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის ტექსტების ამოცნობა და გაანალიზება მათი სპეციფიკის გათვალისწინებით.

არჩ. დას. X/XI/XII. 2.

მოსწავლეს შეუძლია  იმსჯელოს XIX-XX სს.-ის დასავლური ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის ტექსტების სტრუქტურასა და მათ კომპოზიციურ მახასიათებლებზე. 

არჩ. დას. X/XI/XII. 3.

მოსწავლეს შეუძლია ტრადიციული სტრუქტურის სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ტექსტების შეთხზვა შერჩეული  მოდელის მიხედვით. 

 

XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურული პარადიგმები

არჩ. დას. X/XI/XII. 4.

მოსწავლეს შეუძლია XIX-XX საუკუნეების დასავლეთის ქვეყნებში  მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე მსჯელობა და ძირითადი ლიტერატურული პარადიგმების გაანალიზება კონკრეტულ ტექსტებზე დაყრდნობით.

არჩ. დას. X/XI/XII. 5.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურის შესახებ.

 

XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურა ქართულ ლიტერატურაში

არჩ. დას. X/XI/XII. 6.

მოსწავლეს შეუძლია ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურული  პარადიგმების ამოცნობა და მათზე მსჯელობა. 

არჩ. დას. X/XI/XII. 7.

მოსწავლეს შეუძლია დასავლურ და ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში ასახული

ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება და გაანალიზება. 

არჩ. დას. X/XI/XII. 8.

მოსწავლეს შეუძლია ქართული ლიტერატურული  ტექსტების გააზრება XIX-XX სს. დასავლური ლიტერატურის კონტექსტში.  

ხელოვნების ისტორია

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

არჩ.ხ.თ.X/XI/XII.1.

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს და გააანალიზოს ხელოვნების ნიმუში.

არჩ.ხ.თ.X/XI/XII.2.

მოსწავლე მონაწილეობს პროექტებში.

 

ხელოვნების აღქმა კონტექსტში

არჩ.ხ.თ.X/XI/XII.3.

მოსწავლე ირჩევს და იკვლევს რომელიმე ეპოქის ხელოვნებას.

არჩ.ხ.თ.X/XI/XII.4.

მოსწავლე ირჩევს და იკვლევს ქართული ხელოვნების რომელიმე პერიოდს/დარგს/შემოქმედს.

არჩ.ხ.თ.X/XI/XII.5.

მოსწავლე იკვლევს თანამედროვე ხელოვნებას. 

არჩ.ხ.თ.X/XI/XII.6.

მოსწავლე იკვლევს და შეუძლია გააანალიზოს ხელოვნების როლი საკუთარ და  საზოგადოების ცხოვრებაში.

ხაზვა

შემეცნება

არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.1.1.

მოსწავლეს შეუძლია სახაზავი იარაღებისა და მასალების  დანიშნულების განსაზღვრა.

არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.1.2.

მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა სისტემების კლასიფიკაცია მათი ძირითადი თვისებების  მიხედვით.  

არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.1.3.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების: მოძრაობის და მსგავსობის გარდაქმნის ჯგუფების (სიბრტყეზე)  ძირითადი ცნებების არსის განმარტება.

არჩ.II.ხაზვაX/XI/XII.2.1.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების: მოძრაობის, მსგავსობის და აფინური გარდაქმნის ჯგუფების ძირითადი თვისებების განმარტება.

არჩ.II.ხაზვაX/XI/XII.2.2.

მოსწავლე განიხილავს ბულის (ლოგიკურ) ოპერაციებს გეომეტრიული მოდელირების იარაღად.

არჩ.II.ხაზვაX/XI/XII.2.3.

მოსწავლე განმარტავს კოორდინატთა სისტემის მართვის არსს და დანიშნულებას.

 

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.1.4.

მოსწავლეს შეუძლია  შეასრულოს გეომეტრიული აგებები სიბრტყეზე.   

არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.1.5.

მოსწავლეს შეუძლია ორგანზომილებიანი ფიგურების მოდიფიცირება ან/და რედაქტირება. 

არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.1.6.

მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის აქსონომეტრიული  ნახაზის აგება. 

არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.1.7.

მოსწავლეს შეუძლია ორთოგონალური გეგმილების, ჭრილების და კვეთების აგება.   

არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.1.8.

ნახაზის შესრულებისას მოსწავლეს შეუძლია ნახაზის გაფორმების სტანდარტის დაცვა.  

არჩ.II.ხაზვაX/XI/XII.2.4.

მოსწავლეს შეუძლია შეასრულოს სამგანზომილებიანი  აგებები.

არჩ.II.ხაზვაX/XI/XII.2.5.

მოსწავლეს შეუძლია სამგანზომილებიანი ფიგურების რედაქტირება ობიექტების და სუბობიექტების დონეზე.

არჩ.II.ხაზვაX/XI/XII.2.6.

მოსწავლეს შეუძლია ააგოს  სტანდარტული ორთოგონალური ხედები (გეგმილები), იზომეტრია, ჭრილი, კვეთა.

არჩ.II.ხაზვაX/XI/XII.2.7.

მოსწავლეს შეუძლია ელემენტარული პოზიციური და მეტრული ამოცანების ამოხსნა არსებულ მოდელზე.

არჩ.II.ხაზვაX/XI/XII.2.8.

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს  არასტანდარტული ხედები და ცენტრალური პროექცია გამოსახულების აგებისას.

 

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.1.9.

მოსწავლეს შეუძლია ნახაზის  წაკითხვა და ანალიზი.

არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.1.10.

მოსწავლეს შეუძლია ნახაზის მომზადება წარსადგენად.  

არჩ.ხაზვაX/XI/XII.1.11.

მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს ნახაზის მნიშვნელობა ყოველდღიურ პრაქტიკაში და წარმოებაში.

არჩ.II.ხაზვაX/XI/XII.2.9.

მოსწავლეს შეუძლია  განსაზღვროს ანოტაციური ობიექტების (ტექსტი, ზომები, დაშტრიხვა, პირობითი ნიშნები) სტილი.

არჩ.II.ხაზვა.X/XI/XII.2.10.

მოსწავლეს შეუძლია  განსაზღვროს სივრცითი ობიექტების ვიზუალიზაციის სტილი. 

არჩ.II.ხაზვა.X/XI/XII.2.11.

მოსწავლეს შეუძლია  ნახაზის ფაილის სხვადასხვა ტიპის ფორმატებში ჩაწერა, ექსპორტი,         იმპორტი. ნახაზის მაკეტის (სხვადასხვა ხედის ერთობლიობა ერთ ფურცელზე) შექმნა, ბეჭდვა.

არჩ.ხაზვაX/XI.2.12.

მოსწავლეს შეუძლია  ისაუბროს  ნახაზის სახეებზე და მათი გამოყენების სფეროებზე.

სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა

ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა

არჩ.სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ.X/XI/XII.1.

მოსწავლე მსჯელობს სამხედრო ხელოვნების ისტორიის სპეციფიკის შესახებ.

არჩ.სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X/XI/XII.2.

მოსწავლე იკვლევს სამხედრო ისტორიულ მოვლენებს.

 

სამხედრო საქმის ორგანიზება

არჩ.სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII. 3.

მოსწავლე მსჯელობს ქართულ სამხედრო სტრუქტურებზე.

არჩ.სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII. 4.

მოსწავლე მსჯელობს უძველესი დროიდან დღემდე ქართული საბრძოლო იარაღის ევოლუციის შესახებ.

არჩ.სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII. 5.

მოსწავლე მსჯელობს საქართველოში არსებულ თავდაცვით სისტემებზე.

არჩ.სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII. 6.

მოსწავლე მსჯელობს სამხედრო მოქმედებების სახეობებზე.

არჩ. სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII.11

მოსწავლე მსჯელობს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მსოფლიოსა და საქართველოში წარმოებულ ტიპურ და მნიშვნელოვან ბრძოლებზე.

არჩ. სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII.12

მოსწავლე მსჯელობს ქვეყნისთვის თავდადებულ სამხედრო მოღვაწეთა (გმირთა) დამსახურებასა და როლზე ძველად და ახლა.

 

სამხედრო საქმის წარმოება

არჩ. სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII. 7.

მოსწავლე მსჯელობს ქართული სამხედრო ხელოვნების განვითარების ძირითად ეტაპებზე.

არჩ. სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII. 8.

მოსწავლე მსჯელობს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საქართველოში განხორციელებულ სამხედრო რეფორმებზე.

არჩ.სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII. 10.

მოსწავლე მსჯელობს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ქართველების მიერ წარმოებულ ტიპურ და მნიშვნელოვან ბრძოლებზე.

 

სამოქალაქო თავდაცვა

არჩ. სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII.13

მოსწავლეს აქვს ზოგადი წარმოდგენა  და მსჯელობს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურასა და მის ამოცანებზე.

არჩ. სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII.14

მოსწავლეს აქვს წარმოდგენა თანამედროვე საფრთხეებსა და მათ გავლენებზე  საქართველოს მიმართ; იცნობს უსაფრთხოების საეთაშორისო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს.

არჩ. სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII.15

მოსწავლეს აქვს ზოგადი წარმოდგენა და მსჯელობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული შეიარაღების სისტემების შესახებ.

არჩ. სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII.16

მოსწავლე ადეკვატურად მოქმედებს სხვადასხვა სახის კრიზისულ სიტუაციებში; საჭიროების შემთხვევაში იყენებს ექიმამდელ დახმარების წესებს.

საგნობრივი პროგრამები

  • სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა

კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები

კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები

არჩ.კონს. ბიოლ. X/XI/XII.1.

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს ბიომრავალფეროვნება და მისი მნიშვნელობა.

არჩ.კონს. ბიოლ. X/XI/XII.2.

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ბიომრავალფეროვნების  შემცირებაზე მოქმედი ფაქტორები (მაგ., კლიმატის ცვლილება, საბინადრო გარემოს განადგურება, ჭარბი მოპოვება, ინვაზიური სახეობების  ზემოქმედება, გარემოს დაბინძურება) მსოფლიოსა და საქართველოს მაგალითებზე.

არჩ.კონს. ბიოლ. X/XI/XII.3.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების კონსერვაციულ  მიდგომებზე. 

არჩ.კონს. ბიოლ. X/XI/XII.4.

მოსწავლე აფასებს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ ეკონომიკური და ეთიკური კომპრომისების საჭიროებას.

 

გარემო და მდგრადი განვითარება

გარემო და მდგრადი განვითარება

არჩ.გარ.მდგრ.გან.X/XI/XII.1.

მოსწავლეს შეუძლია განმარტოს და იმსჯელოს მდგრადი განვითარების კონცეფციის ცნებაზე და საზოგადოების განვითარებისათვის მის მნიშვნელობაზე.

 

არჩ.გარ.მდგრ.გან.X/XI/XII.2.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გამოიკვლიოს მდგრადი განვითარების კონცეფციის წარმოქმნის წინაპირობები.

 

არჩ.გარ.მდგრ.გან.X/XI/XII.3.

მოსწავლეს შეუძლია ზოგადად დაახასიათოს გლობალური გარემოს (ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ნარჩენები, ბიომრავალფეროვნება) დეგრადაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მოიყვანოს მაგალითები და იმსჯელოს მათი გადაჭრის გზებზე. 

არჩ.გარ.მდგრ.გან.X/XI/XII.4.

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს გარემოდაცვითი საფრთხეების მოგვარების ასპექტებზე (სამეცნიერო, სამეურნეო, ტექნოლოგიური, პოლიტიკური, სამართლებრივი), მათი გამოყენების მაგალითებზე და პერსექტივებზე; შეუძლია დააკავშიროს გარემოსდაცვითი პრობლებები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან.

 

არჩ.გარ.მდგრ.გან.X/XI/XII.5.

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის გზებსა და პრინციპებზე, ასევე ძირითად მიმართულებებზე (მდგრადი ეკონომიკა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უსაფრთხოება, მდგრადი ტურიზმი, ენერგოეფექტურობა  და ა.შ.).

 

არჩ.გარ.მდგრ.გან.X/XI/XII. 6.

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს მდგრადი განვითარების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის როლსა და მნიშვნელობაზე.

 

არჩ.გეოეკ.გარ.მართვა.X/XI/XII.1.

მოსწავლე განსაზღვრავს გეოგრაფიული კვლევის მნიშვნელობას ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებისა და  მდგრადი განვითარების მიღწევაში და მოჰყავს  შესაბამისი მაგალითები. 

არჩ.გეოეკ.გარ.მართვა.X/XI/XII.2.

მოსწავლე მსჯელობს კომპლექსურ-გეოგრაფიული კვლევის აუცილებლობაზე, როგორც  გარემოს მდგომარეობის შეფასების მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე. 

არჩ.გეოეკ.გარ.მართვა.X/XI/XII.3.

მოსწავლე მსჯელობს ინტეგრალური მართვის მნიშვნელობაზე მდგრადი განვითარების მიღწევაში და მისი გადაჭრის გზებზე.

არჩ.გეოეკ.გარ.მართვა.X/XI/XII.4.

მოსწავლე მსჯელობს ზოგიერთი გარემოსდაცვითი მოდელის შესახებ და  წარმოადგენს შესაბამის სცენარებს.

შესავალი თანამედროვე ფიზიკაში

მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ. XI/ XII. 1.

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და მისი შესწავლის   ეტაპები.        

ბუნების ძეგლების მონიტორინგი

კარტოგრაფია და გეოინფორმაციული სისტემები (GIS)

არჩ.ბუნ.ძეგ.მონ. X/XI/XII.3.

შეუძლია გეგმის/რუკის შედგენა.

არჩ.ბუნ.ძეგ.მონ. X/XI/XII.4.

შეუძლია GPS მიმღების გამოყენება: მონაცემების მიღება და შენახვა.

არჩ.ბუნ.ძეგ.მონ. X/XI/XII.5.

.შეუძლია GPS-ით მიღებული ინფორმაციის კომპიუტერში გადატანა და მათი შესაბამისი დამუშავება.

 

საველე უნარ-ჩვევები და პრაქტიკული სამუშაოები

არჩ.ბუნ.ძეგ.მონ. X/XI/XII.6.

შეუძლია წყაროებში საჭირო მასალების მოძიება და მათი დამუშავება.

არჩ.ბუნ.ძეგ.მონ. X/XI/XII.7.

შეუძლია ფოკუს ჯგუფების შექმნა.

არჩ.ბუნ.ძეგ.მონ. X/XI/XII.8.

შეუძლია ველზე მუშაობის უნარ-ჩვევების გამოყენება.

არჩ.ბუნ.ძეგ.მონ. X/XI/XII.9.

შეუძლია პრეზენტაცია და ინფორმაციის სისტემაში განთავსება.

 

გეოეკოლოგია და ბუნების დაცვა

არჩ.ბუნ.ძეგ.მონ. X/XI/XII.1.

შეიმეცნებს გეოეკოლოგიას, როგორც სამეცნიერო დარგს.

არჩ.ბუნ.ძეგ.მონ. X/XI/XII.2.

აცნობრიერებს ბუნების დაცვის მნიშვნელობას.

საქართველოს ეთნოგრაფია

ეთნოგრაფიული ინტერპრეტაცია და კვლევა

არჩ. საქ. ეთნ. X/XI/XII.1.

მოსწავლე  მსჯელობს ეთნოგრაფიის ამოცანებისა და ფუნქციების შესახებ.

არჩ. საქ. ეთნ. X/XI/XII.2.

მოსწავლე იცნობს  საველე ეთნოგრაფიული მუშაობის სპეციფიკას. ეთნოგრაფიული და მხარეთმცოდნეობის მუზეუმების მუშაობის თავისებურებებს.

 

ქართველთა ზოგადი დახასიათება

არჩ. საქ. ეთნ. X/XI/XII.3.

მოსწავლე მსჯელობს ქართველთა განსახლების არეალზე; ეთნოგენეზისა და ეთნიკური ისტორიის   საკითხზე.

არჩ. საქ. ეთნ. X/XI/XII.4.

ქართული ეთნოსის მახასიათებლებს მოსწავლე განიხილავს მსოფლიოს ხალხთა კლასიფიკაციის სისტემების კონტექსტში.

არჩ. საქ. ეთნ. X/XI/XII.5.

მოსწავლე აღწერს  საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებს და მსჯელობს მათი თავისებურებების შესახებ.

 

პიროვნება და საზოგადოება

არჩ. საქ. ეთნ. X/XI/XII.6.

მოსწავლე მსჯელობს ქართველი ხალხის სოციო-ნორმატიული კულტურის შესახებ.

 

ადამიანი და მისი სასიცოცხლო გარემო

არჩ. საქ. ეთნ. X/XI/XII.7.

მოსწავლე მსჯელობს ქართველთა საწარმოო კულტურის თავისებურებებზე.

არჩ. საქ. ეთნ. X/XI/XII.8.

მოსწავლეს მსჯელობს ქართველი ხალხის სიცოცხლის უზრუნველყოფის კულტურაზე.

არჩ. საქ. ეთნ. X/XI/XII.9.

მოსწავლე მსჯელობს ქართველი ხალხის სულიერ  კულტურაზე და მის ცალკეული ელემენტებზე.

არჩ. საქ. ეთნ. X/XI/XII.10.

მოსწავლე მსჯელობს კულტურულ მრავალფეროვნებაზე საქართველოში.

არჩ. საქ. ეთნ. X/XI/XII.11.

მოსწავლე ახერხებს ეთნოგრაფიული მასალის თანამედროვე რეალობასთან ადაპტირებას.

ფოლკლორული ანსამბლი

პრაქტიკული უნარ-ჩვევები და შემოქმედებითი საქმიანობა

არჩ.ფოლკ.ანს. X/XI/XII.1.

მოსწავლე ფლობს ფოლკლორული ნაწარმოების დასწავლისა და შესრულების  ხერხებს.

არჩ.ფოლკ.ანს. X/XI/XII.2.

მოსწავლეს შეუძლია ფოლკლორული ანსამბლის საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობის  მიღება. 

არჩ.ფოლკ.ანს. X/XI/XII.3.

მოსწავლეს შეუძლია ანსამბლურობის პრინციპის დაცვა.

 

მუსიკალური ფოლკლორის აღქმა კონტექსტში

არჩ.ფოლკ.ანს. X/XI/XII.4.

მოსწავლე თვალყურს ადევნებს რაიონის/ ქალაქის/ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას ფოლკლორის გაცნობის მიზნით.

არჩ.ფოლკ.ანს. X/XI/XII.5.

მოსწავლეს შეუძლია დაახასია­თოს ქართული მუსიკალური ფოლკლო­რი.   

არჩ.ფოლკ.ანს. X/XI/XII.6.

მოსწავლეს შეუძლია გამოიკვლიოს  ფოლკლორი და საშემსრულებლო ხელოვნება.

ქართული ენა როგორც მეორე ენა

მოსმენა

ქ.მ.X.1.

მოსწავლეს შეუძლია კომპლექსური შინაარსის სხვადასხვა ტიპის აუდიო/ვიდეო ჩანაწერის (საინფორმაციო, შემეცნებითი, გასართობი ხასიათის ტელე-რადიო გადაცემები და სხვა) მოსმენა და გაგება.

ქ.მ.X.2.

მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

ქ.მ. X. 3.

მოსწავლეს შეუძლია მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

 

ლაპარაკი

ქ.მ. X.16.

მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო დისკუსიებში იმ კონკრეტული პრობლემის გარშემო, რომელსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო.

ქ.მ.X.17.

მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ისაუბროს მისთვის საინტერესო თემებზე.

ქ.მ. X.18.

მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას უჩვეულო საკომუნიკაციო სიტუაციებს (მაგ., აბრალებენ იმას, რაც არ ჩაუდენია; ნათხოვარი ნივთი შემთხვევით დაუზიანდა; შინაურულად ხვდება ადამიანი, რომელსაც ვერ ცნობს და სხვა).

ქ.მ. X.19.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებების  გამოყენების უნარი.  

ქ.მ. X. 20.

მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების გამოყენება სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

 

კითხვა

ქ. მ. X. 4.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის არამხატვრული ტექსტის გაგება.

ქ. მ. X. 5.

მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით არამხატვრული ტექსტის გაანალიზება.

ქ.მ.X. 6.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული ტექსტის გაგება.

ქ. მ. X. 7.

მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით მხატვრული ტექსტის გაანალიზება.

ქ.მ.X.8.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ტექნიკა.

ქ. მ. X. 9.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით სათანადო სტრატეგიების გამოყენება. 

ქ.მ. X.10.

მოსწავლეს შეუძლია ინტერკულტურული თვალსაზრისით ტექსტის გაანალიზება.  

 

წერა

ქ.მ. X.11.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა არამხატვრული (საინფორმაციო, შემეცნებითი, ესე და სხვა) ტექსტის დაწერა. 

ქ.მ. X.12.

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი არამხატვრული ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები.

ქ.მ. X.13.

მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით დაწეროს მცირე ზომის მხატვრული ტექსტი.

ქ.მ.X.14.

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი მხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე გამოიყენოს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებები. 

 

ქ.მ. X.15.

მოსწავლეს შეუძლია წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად ეფექტური სტრატეგიების გამოყენება.

 

სწავლის სწავლა

ქ.მ.X.21.

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., ზეიმის მოწყობა; შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებთან, კოლორიტებთან და ა.შ. ადგილობრივი მუზეუმის კატალოგის შექმნა ვებგვერდზე განსათავსებლად და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

ქ.მ. X. 22.

მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განჭვრიტოს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. 

ქ.მ. X. 23.

მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიული უნარების გამოყენება წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად. 

ქ.მ. X.24.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება.

ქ.მ. X.25.

მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.

ქ.მ.X.26.

მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანა-კლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.

აფხაზური ენა და ლიტერატურა

Ажәаҳәа

Аҧсуа X 1.

Аҵаҩы акласстәи ашколтәи адискуссиақәа дрылахәуп.

Аҧсуа X 2.

Аимак аан аҵаҩы иашьашәалоу атеқст иазааигәаны, ажәаҳәа аетикатә нормақәа ихьчоит.

Аҧсуа X 3.

Азыʒырҩцәа рҿаҧхьа адырратә ақәгылараан, ҿырҳәалатәи акоммуникациа аеффеқтқәа рырҕәҕәара ахархәагақәа ихы иаирхәоит.

Аҧсуа X 4.

Аҵаҩы, иқәлацәа ҿырҳәалатәи рықәгыларақәа ахәшьара риҭоит.

Аҧсуа X 5.

Аҵаҩы, иашьашәалоу ҿырҳәалатәи астратегиақәа ихы иаирхәоит, еиликаауеит.

 

Аҧхьара

Аҧсуа X 6.

Аҵаҩы, еиуеиҧшым атеқстқәа дрыҧхьоит, урҭ рызкреи реиҿкаашьеи анализ рзиуеит.

Аҧсуа X 7.

Аҵаҩы, атеқст аҿы афакттәи, аконцептуалтәи, имаʒоу адыррақәа еиҿаирҧшуеит.

 

Аҧсуа X 8.

Аҵаҩы, жанрла еиҧшым арҿиамҭақәеи, апублицистикатә жәабжьқәеи дрыҧхьоит, ихатә гәаанагара ааирҧшуеит.

Аҧсуа X 9.

Аҵаҩы, жанрла еиҧшым асахьаркыратә ҧҵамҭақәа дрыҧхьоит.

Аҧсуа X 10.

Аҵаҩы, аҧхьара ахықәкы иашьашәалоу астратегиа ахархәара ианаҭаху идыруеит.

 

Аҩра

Аҧсуа X 11.

Аҵаҩы, еиуеиҧшым ахықәкқәа рыла, еиуеиҧшым азыʒырҩцәа рзы аҧҵамҭа иҩуеит.

Аҧсуа X 12.

Аҵаҩы, иаагоу ахықәкы ма модель инрықәырҧшны асахьаркыратә теқст иаҧиҵоит.

Аҧсуа X 13

Аҵаҩы, хыҵхырҭак ма ҩбаҟа-хҧаҟа хыҵхырҭақәа рыла аҵаратә реферат иҩуеит.

Аҧсуа X 14

Аҵаҩы иҟоу аҵасқәа ирышьаҭакны атеқст аконспеқт иҩуеит.

Аҧсуа X 15

Аҵаҩы дзыҧхьаз ашәҟәы ма асахьаркыратә ҧҵамҭазы ахҳәаа иҩуеит.

Аҧсуа X 16.

Аҵаҩы, аҩымҭа иаҳа ибзианы аиқәыршәаразы, аҩра астратегиақәа ихы иаирхәоит.

საგნობრივი პროგრამები

  • აფხაზური ენა X კლასი - პროგრამის შინაარსი
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
ინკლუზიური განათლება ინკლუზიური განათლება სკოლამდელი განათლება სკოლამდელი განათლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
© 2014 ზოგი უფლება დაცულია
Creative Commons Licenseეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი,
Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License
Digital Design