• მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • GE
  • EN
ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი
  • ეროვნული სასწავლო გეგმა
    • ზოგადი ნაწილი
      • შესავალი
      • კარი I. სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები
      • კარი II საათობრივი განაწილების ძირითადი პრინციპები
      საფეხურები
      • დაწყებითი საფეხური
        • I კლასი
        • II კლასი
        • III კლასი
        • IV კლასი
        • V კლასი
        • VI კლასი
      • საბაზო საფეხური
        • VII კლასი
        • VIII კლასი
        • IX კლასი
      • საშუალო საფეხური
        • X კლასი
        • XI კლასი
        • XII კლასი
    • საგნობრივი ჯგუფები
      • სახელმწიფო ენები
      • მათემატიკა
      • უცხოური ენები
      • საზოგადოებრივი მეცნიერებები
      • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
      • ტექნოლოგიები
      • ესთეტიკური აღზრდა
      • სპორტი
      • არჩევითი საგნები
    • გამჭოლი კომპეტენციები
      • icon
        წიგნიერება
      • icon
        მედიაწიგნიერება
      • icon
        ციფრული წიგნიერება
      • icon
        რაოდენობრივი წიგნიერება
      • icon
        ეკოლოგიური წიგნიერება
      • icon
        მრავალენობრივი კომპეტენცია
      • icon
        სემიოტიკური კომპეტენცია
      • icon
        სწავლის სწავლა
      • icon
        სოციალური და სამოქალაქო
      • icon
        ეთიკა, როგორც კომპეტენცია
      • icon
        მეწარმეობრივი კომპეტენცია
      • icon
        ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც კომპეტენცია
      • icon
        შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება
    • ეროვნული სასწავლო გეგმები
      • 2011 წლამდე არსებული სასწავლო გეგმები
      • ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
      • ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი და საბაზო საფეხური) 2018-2024
  • სკოლამდელი განათლება
    • ზოგადი ნაწილი
      • შესავალი
      • სტანდარტის სტრუქტურა, შინაარსი და მიზნები
      • სწავლისა და განვითარების სფეროების მოკლე მიმოხილვა
      • დამხმარე სახელმძღვანელოები
      ასაკი
      • 0-დან 1 წლამდე
      • 1-დან 3 წლამდე
      • 3-დან 5 წლამდე
      • 5-დან 6 წლამდე
    • სფერო
      • ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
      • შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
      • სწავლისადმი მიდგომა
      • მეტყველების განვითარება
      • სოციალურ-ემოციური განვითარება
  • ინკლუზიური განათლება
    • ზოგადი ნაწილი
      • სასარგებლო ვებ საიტები
      • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნიმუშები
      • თემატური ვებ საიტები
      • აკრონიმები
      • კონვენციები, დეკლარაციები, რეკომენდაციები
      • დამხმარე სახელმძღვანელოები
    • ალტერნატიული სასწავლო გეგმა
  • ლექსიკონი

ეროვნული სასწავლო გეგმა

  • მთავარი
  • ეროვნული სასწავლო გეგმა
ამობეჭდვა
  • ზოგადი ნაწილი
    • შესავალი
    • კარი I. სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები
      • თავი I. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება
      • თავი II. საგანმანათლებლო რესურსები
      • თავი III. სასკოლო სასწავლო გეგმა
      • თავი IV. მოსწავლის შეფასების სისტემა
      • თავი V. ინკლუზიური განათლება
      • თავი VI. ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები
      • თავი VII. სავალდებულო და არჩევითი საგნები
      • თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
    • კარი II საათობრივი განაწილების ძირითადი პრინციპები
      • თავი IX. საათობრივი ბადე
      • თავი X საათობრივი ბადე კლასების მიხედვით და შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა
  • საფეხურები/კლასები
  • საგნობრივი ჯგუფები
  • გამჭოლი კომპეტენციები
arrow
  • VIII კლასი

VIII კლასი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ს.გ.VIII.1.

მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი  ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას. 

ს.გ.VIII.2.

მოსწავლე იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის გამოყენების უნარს ნამუშევრის შექმნისას. 

ს.გ.VIII.3.

მოსწავლეს  შეუძლია ასახოს  ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგები, განავითაროს გამომსახველობითი ხერხები.

ს.გ.VIII.4.

მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოებს მათი ასახვის გზებს ნამუშევარში. 

ს.გ.VIII.5.

მოსწავლეს  შეუძლია  დაგეგმოს  და  შეასრულოს  სხვადასხვა სახის სამუშაო.

ს.გ.VIII.6.

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას. 

 

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ს.გ. VIII.7.

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

ს.გ.VIII.8.

მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის  და კულტურის თვითგამოხატვის საშუალება.

ს.გ.VIII.9.

მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღო  სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

 

ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ს.გ.VIII.10.

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.  

ს.გ.VIII.11.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში განიხილოს ხელოვნების  ნიმუში.

ს.გ.VIII.12.

მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.

ს.გ.VIII.13.

მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების  ცხოვრებაში.

დამხმარე რესურსები

  • VIII კლასი - პროგრამის შინაარსი

ქართული ენა და ლიტერატურა

მოსმენა

ქართ. VIII. 1.

მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე

ქართ. VIII. 2.

მოსწავლეს შეუძლია  ორატორის გამოსვლის მოსმენა და მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით

ქართ. VIII. 3.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება

ქართ. VIII. 4.

მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება

 

კითხვა

ქართ. VIII. 5.

მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე

ქართ. VIII. 6.

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან

ქართ. VIII. 7.

მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება

ქართ. VIII. 8.

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად

ქართ. VIII. 9.

მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება

 

წერა

ქართ. VIII. 10.

მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით

ქართ. VIII. 11.

მოსწავლეს შეუძლია  წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით

ქართ. VIII. 12.

მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად

ქართ. VIII. 13.

მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის

საგნობრივი პროგრამები

  • ქართული ენა და ლიტერატურა VIII კლასი - პროგრამის შინაარსი

მათემატიკა

რიცხვები და მოქმედებები

მათ. VIII.1.

მოსწავლეს შეუძლია პოზიციური სისტემის და რიცხვის ჩაწერის სტანდარტული ფორმის გამოყენება

მათ. VIII.2.

მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება და მათი შედეგის შეფასება

მათ. VIII.3.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების ზოგიერთი ხერხის გამოყენება

მათ. VIII.4.

მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ. VIII.5.

მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის წრფივი დამოკიდებულების ამოცნობა, გაანალიზება და გამოსახვა

მათ. VIII.6.

მოსწავლეს შეუძლია ორ სიმრავლეს შორის შესაბამისობის აგება, გამოსახვა და გამოკვლევა

მათ. VIII.7.

მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა სისტემებისა და უტოლობების გამოყენება პრობლემის გადაჭრისას

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ. VIII.8.

მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად

მათ. VIII.9.

მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა

მათ. VIII.10.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ. VIII.11.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოპოვება და მათი წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით

მათ. VIII.12.

მოსწავლეს შეუძლია შემთხვევითი მოვლენების ამოცნობა და ხდომილობათა ალბათობების გამოთვლა

მათ. VIII.13.

მოსწავლეს შეუძლია ხდომილობათა ალბათობების შეფასება და მსჯელობა ხდომილობათა მოსალოდნელობის შესახებ ფარდობით სიხშირესა და ალბათობას შორის კავშირის გამოყენებით

საგნობრივი პროგრამები

  • VIII კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი

ფიზიკა

მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ.VIII.1.

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები

კვლ.VIII.2.

მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა

კვლ.VIII.3.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით

კვლ.VIII.4.

მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება

 

ფიზიკური მოვლენები

ფიზ.VIII.5.

მოსწავლეს შეუძლია მექანიკური მუშაობის, სიმძლავრისა და მექანიკური ენერგიის შესახებ მსჯელობა

ფიზ.VIII.6.

მოსწავლეს შეუძლია სხეულთა წონასწორობის და მარტივი მექანიზმების მოქმედების პრინციპის დახასიათება

ფიზ.VIII.7.

მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა

ფიზ.VIII.8.

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა

ფიზ.VIII.9.

მოსწავლეს შეუძლია ენერგიის ფორმებისა და წყაროების შესახებ მსჯელობა

საგნობრივი პროგრამები

  • ფიზიკა VIII კლასი - პროგრამის შინაარსი

დამხმარე რესურსები

  • VIII კლასი - პროგრამის შინაარსი

ქიმია

მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ.VIII.1.

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები

კვლ.VIII.2.

მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა

კვლ.VIII.3.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით

კვლ.VIII.4.

მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება

 

ქიმიური მოვლენები

ქიმ.VIII.5.

მოსწავლეს შეუძლია ელემენტების, ატომებისა და  მოლეკულების  შედარებითი დახასიათება

ქიმ.VIII.6.

მოსწავლეს  შეუძლია  ნივთიერებათა კლასიფიცირება, ნარევის  კომპონენტებად დაყოფა

ქიმ.VIII.7.

მოსწავლეს შეუძლია ვალენტობის მიხედვით მარტივი ფორმულების შედგენა და ნივთიერებათა მასის მუდმივობის კანონის    გამოყენება

ქიმ.VIII.8.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ქიმიური რეაქციების    დახასიათება, წვისა  და  ჟანგვის პროცესების   შედარება

ქიმ.VIII.9.

მოსწავლეს შეუძლია  არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასების დახასიათება

ქიმ.VIII.10.

მოსწავლეს  შეუძლია  პერიოდული  სისტემის  გამოყენებით  ქიმიური ელემენტების დახასიათება

ქიმ.VIII.11.

მოსწავლეს  შეუძლია  ნივთიერებათა  თვისებების  დაკავშირება ატომის ელექტრონულ  აღნაგობასთან

ქიმ.VIII.12.

მოსწავლეს შეუძლია  გეოლოგიური გარდაქმნების  დაკავშირება  ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენებთან

საგნობრივი პროგრამები

  • ქიმია VIII კლასი - პროგრამის შინაარსი

ისტორია

დრო და სივრცე

ისტ.VIII.1.

მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს  ფაქტები და მოვლენები  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

 

სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა

ისტ.VIII.6.

მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.

ისტ.VIII.7.

მოსწავლეს შეუძლია   დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.

ისტ.VIII.8.

მოსწავლეს შეუძლია   ახსნას  სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

ისტ.VIII.9.

მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლები.

ისტ.VIII.10.

მოსწავლეს შეუძლია  ახსნას  კანონის უზენაესობის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის.

 

გარემო და ეკონომიკა

ისტ.VIII.2.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.

ისტ.VIII.3.

მოსწავლეს შეუძლია გამოყოს და დაახასიათოს  მნიშვნელოვანი მოგზაურობები. 

ისტ.VIII.4.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.

ისტ. VIII. 5.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა  ვაჭრობის მნიშვნელობაზე ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის. 

 

კულტურა და რელიგია

ისტ.VIII.15.

მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოში არსებული რელიგიური სისტემების კლასიფიკაცირება და მათ შორის არსებულ მსგავსებებისა და განსხვავებების გააზრება.

ისტ.VIII.16.

მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები.

ისტ.VIII.17.

მოსწავლეს შეუძლია  შეისწავლოს განათლების სისტემის  საფუძვლები.

ისტ.VIII.18.

მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.   

 

ადამიანი და საზოგადოება

ისტ.VIII.11.

მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები და მათი განვითარების ისტორიული პირობები.

ისტ.VIII.12.

მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი  პირობები.

ისტ.VIII.13.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე.

ისტ.VIII.14.

მოსწავლეს შეუძლია  საზოგადოებაში  ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

საგნობრივი პროგრამები

  • ისტორია VIII კლასი - პროგრამის შინაარსი

მათემატიკა (გაძლიერებული)

რიცხვები და მოქმედებები

მათ. გაძ. VIII.1.

მოსწავლეს შეუძლია პოზიციური სიტემის და რიცხვის ჩაწერის სტანდარტული ფორმის გამოყენება.

მათ. გაძ. VIII.2.

მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება და მათი შედეგის შეფასება.

მათ. გაძ. VIII.3.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების ზოგიერთი ხერხის გამოყენება.

მათ. გაძ. VIII.4.

მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა.

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ. გაძ. VIII.5.

მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის წრფივი დამოკიდებულების ამოცნობა, გაანალიზება და გამოსახვა.

მათ. გაძ. VIII.6.

მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გამოსაკვლევად.

მათ. გაძ. VIII.7.

პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია  ალგებრული გამოსახულების გამარტივება,  განტოლებათა სისტემებისა და უტოლობების გამოყენება.

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ. გაძ. VIII.8.

მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად.

მათ. გაძ. VIII.9.

მოსწავლეს შეუძლია  გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება.

მათ. გაძ. VIII.10.

მოსწავლეს შეუძლია  წერტილთა გეომეტრიული ადგილის ცნების გამოყენება ობიექტთა გამოსახვისა და მათი თვისებების აღსაწერად.

მათ. გაძ. VIII.11.

მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ. გაძ. VIII.12.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოპოვება და მათი წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.

მათ. გაძ. VIII.13.

მოსწავლეს შეუძლია შემთხვევითი მოვლენების ამოცნობა და ხდომილობათა ალბათობების გამოთვლა.

მათ. გაძ. VIII.14.

მოსწავლეს შეუძლია ხდომილობათა ალბათობების შეფასება და მსჯელობა ხდომილობათა მოსალოდნელობის შესახებ ფარდობით სიხშირესა და ალბათობას შორის კავშირის გამოყენებით.

საგნობრივი პროგრამები

  • VIII კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი (გაძლიერებული)

უსაფრთხოება საგანგებო ვითარებებში

პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა

უსაფ.VIII.1.

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ადგილზე ორიენტაციის  საშუალებები უცნობ ადგილას უსაფრთხოდ მოძრაობისათვის

უსაფ.VIII.2.

მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს თვითგადარჩენის მოქმედებები  და  შესაბამისი ღონისძიებები

 

საგანგებო ვითარებაში უსაფრთხო ქცევის საფუძვლები

უსაფ.VIII.3.

მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს ერთმანეთს საქართველოსათვის დამახასიათებელი საგანგებო სტუაციების არსი გამომწვევ მიზეზებსა და შესაძლო შედეგებს

უსაფ.VIII.4.

მოსწავლეს შეუძლია საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისა და ქცევის წესების ცოდნის გამოვლენა

საგნობრივი პროგრამები

  • უსაფრთხოება საგანგებო ვითარებაში VIII კლასი - პროგრამის შინაარსი

გეოგრაფია

დრო და სივრცე

გეო.VIII.1.

მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად  რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი

გეო.VIII.2.

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე

 

გარემო და ეკონომიკა

გეო.VIII.3.

მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის განვითარებაზე

გეო.VIII.4.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი

გეო.VIII.5.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ტრანსპორტის განვითარებაზე უძველესი  დროიდან დღემდე

გეო.VIII.6.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ვაჭრობის როლზე ეკონომიკის განვითარებაში

 

გარემო და სოციალური სისტემები

გეო.VIII. 7.

მოსწავლეს შეუძლია  მიგრაციის პროცესის თავისებურებების დახასიათება

გეო.VIII.8.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ურბანიზაციის პროცესი

გეო.VIII. 9.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მსოფლიოში რეგიონების გამოყოფის პრინციპები და ქვეყნების კლასიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები

საგნობრივი პროგრამები

  • გეოგრაფია VIII კლასი - პროგრამის შინაარსი

ფიზიკა (გაძლიერებული)

მეცნიერული კვლევა-ძიება

ფიზ.გაძ.VIII.1.

მოსწავლეს შეუძლია საკითხის ექსპერიმენტული კვლევა

 

ფიზიკური მოვლენები

ფიზ.გაძ.VIII. 2.

მოსწავლეს შეუძლია მექანიკური მუშაობის, სიმძლავრისა და მექანიკური ენერგიის შესახებ მსჯელობა

ფიზ.გაძ.VIII. 3.

მოსწავლეს შეუძლია სხეულთა წონასწორობის და მარტივი მექანიზმების მოქმედების პრინციპის დახასიათება

ფიზ.გაძ.VIII.4.

მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა

ფიზ.გაძ.VIII.5.

მოსწავლეს შეუძლია ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობების და ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლების აღწერა

ფიზ.გაძ.VIII.6.

მოსწავლეს შეუძლია ენერგიის ფორმებისა და წყაროების შესახებ მსჯელობა

საგნობრივი პროგრამები

  • ფიზიკა VIII კლასი - პროგრამის შინაარსი

მუსიკა

პრაქტიკული უნარ ჩვევები

მუს.VIII.1.

მოსწავლეს შეუძლია  იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.

მუს.VIII.2.

მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად.

მუს.VIII.3.

მოსწავლეს შეუძლია   სხვადასხვა დავალების შესრულება მუსიკალურ-კომპიუტერული  პროგრამების  გამოყენებით.

 

მუს.VIII.4.

მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო  პროექტში მონაწილეობა.

 

კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია

მუს.VIII.5.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.

მუს.VIII.6.

მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან  მუსიკოსის შემოქმედება.

 

მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

მუს.VIII.7.

მოსწავლე იცნობს და შეუძლია ქართული და მსოფლიო   მუსიკალური ხელოვნების    ცნობილი  ნიმუშების  დახასიათება.

მუს.VIII.8.

მოსწავლეს აღიქვამს  მუსიკას,  როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.  

საგნობრივი პროგრამები

  • მუსიკა VIII კლასი - პროგრამის შინაარსი

სპორტი

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

სპ.VII-IX.1.

მოსწავლეს შეუძლია გაითავისოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა

სპ.VII-IX.2.

მოსწავლეს აქვს უნარი დააკავშიროს ფიზიკური აქტივობა საკუთარ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განვითარებასთან

სპ.VII-IX.3.

მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა და დაეუფლოს რთული სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებებს

 

მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები

სპ.VII-IX.4.

მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა

 

აქტიური მონაწილეობა

სპ.VII-IX.5.

მოსწავლეს შეუძლია  მონაწილეობა მიიღოს სპორტულ აქტივობებში, რომლებიც აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას

სპ.VII-IX.6.

სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა

ქართული ენა როგორც მეორე ენა

მოსმენა

ქ. მ. VIII. 1.

 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის რეპორტაჟის, ინტერვიუს მოსმენა და გაგება.

ქ.მ.VIII.2.

მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო გადაცემების, ჩანაწერების  (რადიო/ტელეპროგრამა, ამინდის პროგნოზი, ახალი ამბები და სხვა) ქართულ ენაზე მოსმენა და გაგება.

 

ქ.მ. VIII.3.

მოსწავლეს შეუძლია თანამოსაუბრეთა შორის ყოველდღიურ თემებზე მიმდინარე ინტერაქციის მოსმენა და გაგება.

ქ.მ.VIII.4.

მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

 

ლაპარაკი

ქ.მ.VIII.18.

მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება მარტივ საკლასო დისკუსიებში წინასწარ მომზადებულ მისთვის აქტუალურ საკითხებზე.

                

ქ.მ.VIII.19.

მოსწავლეს შეუძლია თავისუფლად საუბარი მისთვის საინტერესო/ სასურველ თემებზე (საყვარელი გადაცემა/წიგნი/მუსიკა/ მოგზაურობა და სხვა).

ქ.მ.VIII.20.

მოსწავლეს შეუძლია ფუნქციურად გამოიყენოს საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევები.

ქ.მ.VIII.21.

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სათანადო სტრატეგიები სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

ქ.მ.VIII.23.

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განჭვრიტოს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. 

ქ.მ.VIII.24.

მოსწავლეს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად გამომუშავებული აქვს სტრატეგიული უნარები. 

 

ქ.მ.VIII.25.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება. 

ქ.მ. VIII.26.

მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.

 

კითხვა

ქ.მ. VIII. 6.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება და გაანალიზება.

ქ.მ.VIII.7.

მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება.

ქ.მ.VIII. 8.

მოსწავლეს შეუძლია ადაპტირებული მხატვრული ტექსტის გაგება და გაანალიზება.

ქ.მ.VIII.9.

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება.

ქ.მ.VIII.10.

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის ხმამაღლა კითხვა.

ქ.მ.VIII.11.

მოსწავლეს შეუძლია საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყო-ბად კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.

ქ.მ.VIII.12.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ინტერკულტურული თვალსაზრისით გაანალიზება.  

 

წერა

ქ.მ.VIII.13.

მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების წერა.

ქ.მ.VIII.14.

მოსწავლეს შეუძლია საგაზეთო პუბლიკაციის (ინტერვიუ, სტატია...) შექმნა.

ქ.მ. VIII.15.

მოსწავლეს შეუძლია ისეთი ტექსტის შექმნა, სადაც გამოავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას.

ქ.მ.VIII.16.

მოსწავლეს შეუძლია საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენება.

ქ.მ.VIII.17.

მოსწავლეს შეუძლია წერის ეფექტური სტრატეგიების გამოყენება წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად.

 

სწავლის სწავლა

ქ.მ.VIII.22.

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., ICT-ის გამოყენებით ცნობილი ადამიანის ბიოგრაფიული ცნობარი/შტრიხები პორტრეტისათვის შედგენა; ვიქტორინის, აქციის მოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას. 

 

მოსმენის სტრატეგიები

ქ.მ.VIII.5.

მოსწავლეს შეუძლია მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

ბიოლოგია

მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ.VIII.1.

.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს  კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები. 

კვლ.VIII.2.

მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.

კვლ.VIII.3.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.

კვლ.VIII.4.

მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

 

ცოცხალი სამყარო

ბიოლ.VIII.5.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.

ბიოლ.VIII.6.

მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემების მნიშვნელობა.

ბიოლ.VIII.7.

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნების (ჰომეოსტაზის) მნიშვნელობაზე.

ბიოლ.VIII.8.

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ადამიანის გამრავლების სისტემის თავისებურებები და ჩანასახის განვითარების სტადიები. 

ბიოლ.VIII.9.

მოსწავლეს  შეუძლია გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.

საგნობრივი პროგრამები

  • ბიოლოგია VIII კლასი - პროგრამის შინაარსი

აფხაზური ენა და ლიტერატურა

Ажәаҳәа

Аҧсуа VIII 1.

Аҵаҩы иконкрету азҵаара ахцәажәара дазыʒырҩуеит, азыʒырҩцәа рҿаҧхьа ихатә гәаанагара ааирҧшуеит.

Аҧсуа VIII 2.

Аҵаҩы аоратор иқәгылара дазыʒырҩуеит, азыʒырҩцәеи аҳасабырбеи инрықәырҧшны, ахәшьара аиҭоит.

Аҧсуа VIII 3.

Аҵаҩы азҵаара ахцәажәара ашьаҭатә ҟазшьарбагақәа ралкаареи рхархәареи илшоит.

Аҧсуа VIII 4.

Аҵаҩы ажәахәҟаҵара астратегиақәа ралхреи рхархәареи илшоит.

 

Аҧхьара

Аҧсуа VIII 5.

Аҵаҩы, иконкрету азҵаарақәа рыхцәажәара иазку атеқстқәа дрыҧхьоит, дзыҧхьаз иазкны игәаанагара ааирҧшуеит.

Аҧсуа VIII 6.

Аҵаҩы, атеқсти, иконкрету ахықәки азыʒырҩцәеи реидҳәалара анализ азиуеит

Аҧсуа VIII 7.

Аҵаҩы, арҿиамҭа азкра ихадоу аспеқтқәа анализ рзиуеит.

Аҧсуа VIII 8.

Аҵаҩы, абызшәатә ҟазшьарбагақәа идыруеит, атеқст аилазаашьа ахцәаЖәараан рхархәара илшоит.

Аҧсуа VIII 9.

Аҵаҩы аҧхьара ахықәкы аарҧшразы иаҭаху астратегиақәа (адырратәи, аҭҵааратәи, аҵаратәи) рхархәара илшоит.

 

Аҩра

Аҧсуа VIII 10.

Аҵаҩы аҩыратә теқст аҿы игәаанагара ааирҧшуеит, аргументқәа рхархәарала, иконкрету азҵаарақәа дрыхцәажәоит.

Аҧсуа VIII 11.

Аҵаҩы, азыʒырҩцәеи ахықәки инрықәырҧшны, аҩыратә теқст аформеи астили алихуеит.

Аҧсуа VIII 12

Аҵаҩы, хкыла еиуеиҧшым атеқстқәа раҧҵаразы, абызшәатә-грамматикатә аилазаашьеи аметодқәеи рхархәара илшоит

Аҧсуа VIII 13.

Аҵаҩы, аҩыратә теқст иаҳа аффеқт аиурц азы, аҩыратә стратегиақәа рхархәара илшоит.

საგნობრივი პროგრამები

  • აფხაზური ენა VIII კლასი - პროგრამის შინაარსი
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
ინკლუზიური განათლება ინკლუზიური განათლება სკოლამდელი განათლება სკოლამდელი განათლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
© 2014 ზოგი უფლება დაცულია
Creative Commons Licenseეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი,
Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License
Digital Design