• მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • GE
  • EN
ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი
  • ეროვნული სასწავლო გეგმა
    • ზოგადი ნაწილი
      • შესავალი
      • კარი I. სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები
      • კარი II საათობრივი განაწილების ძირითადი პრინციპები
      საფეხურები
      • დაწყებითი საფეხური
        • I კლასი
        • II კლასი
        • III კლასი
        • IV კლასი
        • V კლასი
        • VI კლასი
      • საბაზო საფეხური
        • VII კლასი
        • VIII კლასი
        • IX კლასი
      • საშუალო საფეხური
        • X კლასი
        • XI კლასი
        • XII კლასი
    • საგნობრივი ჯგუფები
      • სახელმწიფო ენები
      • მათემატიკა
      • უცხოური ენები
      • საზოგადოებრივი მეცნიერებები
      • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
      • ტექნოლოგიები
      • ესთეტიკური აღზრდა
      • სპორტი
      • არჩევითი საგნები
    • გამჭოლი კომპეტენციები
      • icon
        წიგნიერება
      • icon
        მედიაწიგნიერება
      • icon
        ციფრული წიგნიერება
      • icon
        რაოდენობრივი წიგნიერება
      • icon
        ეკოლოგიური წიგნიერება
      • icon
        მრავალენობრივი კომპეტენცია
      • icon
        სემიოტიკური კომპეტენცია
      • icon
        სწავლის სწავლა
      • icon
        სოციალური და სამოქალაქო
      • icon
        ეთიკა, როგორც კომპეტენცია
      • icon
        მეწარმეობრივი კომპეტენცია
      • icon
        ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც კომპეტენცია
      • icon
        შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება
    • ეროვნული სასწავლო გეგმები
      • 2011 წლამდე არსებული სასწავლო გეგმები
      • ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
      • ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი და საბაზო საფეხური) 2018-2024
  • სკოლამდელი განათლება
    • ზოგადი ნაწილი
      • შესავალი
      • სტანდარტის სტრუქტურა, შინაარსი და მიზნები
      • სწავლისა და განვითარების სფეროების მოკლე მიმოხილვა
      • დამხმარე სახელმძღვანელოები
      ასაკი
      • 0-დან 1 წლამდე
      • 1-დან 3 წლამდე
      • 3-დან 5 წლამდე
      • 5-დან 6 წლამდე
    • სფერო
      • ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
      • შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
      • სწავლისადმი მიდგომა
      • მეტყველების განვითარება
      • სოციალურ-ემოციური განვითარება
  • ინკლუზიური განათლება
    • ზოგადი ნაწილი
      • სასარგებლო ვებ საიტები
      • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნიმუშები
      • თემატური ვებ საიტები
      • აკრონიმები
      • კონვენციები, დეკლარაციები, რეკომენდაციები
      • დამხმარე სახელმძღვანელოები
    • ალტერნატიული სასწავლო გეგმა
  • ლექსიკონი

ეროვნული სასწავლო გეგმა

  • მთავარი
  • ეროვნული სასწავლო გეგმა
ამობეჭდვა
  • ზოგადი ნაწილი
    • შესავალი
    • კარი I. სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები
      • თავი I. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება
      • თავი II. საგანმანათლებლო რესურსები
      • თავი III. სასკოლო სასწავლო გეგმა
      • თავი IV. მოსწავლის შეფასების სისტემა
      • თავი V. ინკლუზიური განათლება
      • თავი VI. ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები
      • თავი VII. სავალდებულო და არჩევითი საგნები
      • თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
    • კარი II საათობრივი განაწილების ძირითადი პრინციპები
      • თავი IX. საათობრივი ბადე
      • თავი X საათობრივი ბადე კლასების მიხედვით და შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა
  • საფეხურები/კლასები
  • საგნობრივი ჯგუფები
  • გამჭოლი კომპეტენციები
arrow
  • VII კლასი

VII კლასი

ქართული ენა და ლიტერატურა

მოსმენა

ქართ. VII. 1.

მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე

ქართ. VII. 2.

მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით

ქართ. VII. 3.

მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით

ქართ. VII. 4.

მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება

ქართ. VII. 5.

მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველების ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება

ქართ. VII. 6.

მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება

 

კითხვა

ქართ. VII. 7.

. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა

ქართ. VII. 8.

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან

ქართ. VII. 9.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით

ქართ. VII. 10.

მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება

 

წერა

ქართ. VII. 11.

მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით

ქართ. VII. 12.

მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით

ქართ. VII. 13.

მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა

ქართ. VII. 14.

მოსწავლეს შეუძლია  წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის

საგნობრივი პროგრამები

  • ქართული ენა და ლიტერატურა VII კლასი - პროგრამის შინაარსი

მათემატიკა

რიცხვები და მოქმედებები

მათ. VII.1.

მოსწავლეს შეუძლია რაციონალური რიცხვების წაკითხვა, გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით; რიცხვების თვისებების გამოკვლევა პოზიციური სისტემის გამოყენებით

მათ. VII.2.

მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება

მათ. VII.3.

მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებათა შედეგის შეფასება

მათ. VII.4.

მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და მათი გამოყენება ამოცანების ამოხსნისას

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ. VII.5.

მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულების ამოცნობა და გამოსახვა

მათ. VII.6.

მოსწავლეს შეუძლია სიმრავლური ცნებებისა და ოპერაციების გამოყენება ამოცანის ამოხსნისას

მათ. VII.7.

მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების გამარტივება და წრფივი განტოლების ამოხსნა

მათ. VII.8.

მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა პერიოდული მიმდევრობის და მუდმივი ნაზრდის მქონე რიცხვითი მიმდევრობის გავრცობა და გაანალიზება

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ. VII.9.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება

მათ. VII.10.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად

მათ. VII.11.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების განხორციელება და მათი გამოყენება ფიგურათა თვისებების დასადგენად

მათ. VII.12.

მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა მეთოდის ორიენტაციისათვის გამოყენება

მათ. VII.13.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ამოცანების ამოხსნა სამკუთხედებთან დაკავშირებული ცნებებისა და ფაქტების გამოყენებით

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ. VII.14.

მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება

მათ. VII.15.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით

მათ. VII.16.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით

საგნობრივი პროგრამები

  • VII კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი

მათემატიკა (გაძლიერებული)

რიცხვები და მოქმედებები

მათ. გაძ. VII.1.

მოსწავლეს შეუძლია რაციონალური რიცხვების წაკითხვა, გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.

მათ. გაძ. VII.2.

მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება ;

მათ. გაძ. VII.3.

მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებათა შედეგის შეფასება.

მათ. გაძ. VII.4.

მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და მათი გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.

 

კანონზომიერებები და ალგებრა

მათ. გაძ. VII.5.

მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულების ამოცნობა და გამოსახვა.

მათ. გაძ. VII.6.

მოსწავლეს შეუძლია სიმრავლეთა თეორიის ცნებებისა და ოპერაციების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.

მათ. გაძ. VII.7.

მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების გამარტივება და წრფივი განტოლების ამოხსნა.

მათ. გაძ. VII.8.

მოსწავლეს შეუძლია ობიექტების პერიოდული მიმდევრობის  და მუდმივი ნაზრდის მქონე რიცხვითი მიმდევრობის განვრცობა და გაანალიზება.

 

გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ. გაძ. VII.9.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.

მათ. გაძ. VII.10.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების ამოცანის კონტექსტის შესაბამისად წარმოდგენა.

მათ. გაძ. VII.11.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების განხორციელება და მათი გამოყენება ფიგურათა თვისებების დასადგენად.

მათ. გაძ. VII.12.

მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა მეთოდის გამოყენება  ორიენტირებისათვის.

მათ. გაძ. VII.13.

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ამოცანების ამოხსნა სამკუთხედებთან დაკავშირებული ცნებებისა და ფაქტების გამოყენებით;

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ. გაძ. VII.14.

მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.

მათ. გაძ. VII.15.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.

მათ. გაძ. VII.16.

მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.

საგნობრივი პროგრამები

  • VII კლასი - სარეკომენდაციო შინაარსი (გაძლიერებული)

ისტორია

დრო და სივრცე

ისტ.VII.1.

მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს   ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან. 

ისტ.VII. 2.

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და  გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.       

 

სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა

ისტ. VII 3.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.

ისტ. VII 4.

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

 

გარემო და ეკონომიკა

ისტ.VII.5.

მოსწავლეს შეუძლია  ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

ისტ.VII.6.

მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.

 

 

კულტურა და რელიგია

ისტ.VII.9.

მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა  საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.

ისტ.VII.10.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.

 

ადამიანი და საზოგადოება

ისტ.VII.7.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და  ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის  სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.8.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია  განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

საგნობრივი პროგრამები

  • ისტორია VII კლასი - პროგრამის შინაარსი

გეოგრაფია

დრო და სივრცე

გეო.VII.1.

მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს  გეოლოგიური წელთაღრიცხვის სისტემა

გეო.VII.2.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად

გეო.VII.3.

მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სივრცეში

 

გარემო და ეკონომიკა

გეო.VII.4.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და  მრავალმხრივ გამოყენებაზე

გეო.VII.5.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა დედამიწის შინაგან აგებულებაზე

გეო.VII.6.

მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს რელიეფის ფორმები რელიეფწარმომქმნელ პროცესებს

გეო.VII.7.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე

გეო.VII.8.

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ჰიდროსფეროს შესახებ

გეო.VII.9.

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ბუნებრივი ზონალობის გამომწვევი მიზეზები

გეო.VII.10.

მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა

 

გარემო და სოციალური სისტემები

გეო.VII.11.

მოსწავლეს შეუძლია ახსნას გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების როლი

გეო.VII.12.

მოსწავლეს შეუძლია  მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლებისა და განსახლების თავისებურებების დახასიათება

საგნობრივი პროგრამები

  • გეოგრაფია VII კლასი - პროგრამის შინაარსი

ფიზიკა (გაძლიერებული)

მეცნიერული კვლევა-ძიება

ფიზ.გაძ.VII.1.

მოსწავლეს შეუძლია საკითხის ექსპერიმენტული კვლევა

 

ფიზიკური მოვლენები

ფიზ.გაძ.VII.2.

მოსწავლეს შეუძლია ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის აღწერა

ფიზ.გაძ.VII.3.

მოსწავლეს შეუძლის მექანიკური მოძრაობის შესახებ მსჯელობა

ფიზ.გაძ.VII.4.

მოსწავლეს  შეუძლია ადვილად დაკვირვებადი ძალების და მათი მოქმედების შედეგების შესახებ მსჯელობა

ფიზ.გაძ.VII.5.

მოსწავლეს შეუძლია წნევის  დახასიათება

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ს.გ.VII.1.

მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი  ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას. 

ს.გ.VII.2.

მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს  სხვადასხვა  მასალა,  ტექნიკა   და პროცედურა  ნამუშევრის  შექმნისას.

ს.გ.VII.3.

მოსწავლე აფართოებს გარემოში ობიექტებს შორის არსებული კავშირების ასახვის გზებს ნამუშევარში და შეუძლია გადმოსცეს დეტალები.   

ს.გ.VII.4.

მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში. 

ს.გ.VII.5.

მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის  სამუშაო.

ს.გ.VII.6.

მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო  პრობლემების გადასაჭრელად.

 

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ს.გ.VII.7.

მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.

ს.გ.VII.8.

მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.

ს.გ.VII.9.

მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარს და აზრს.

ს.გ.VII.10.

მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

 

ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ს.გ.VII.11.

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.

ს.გ.VII.12.

მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.

ს.გ.VII.13.

მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს. 

ს.გ.VII.14.

მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.

დამხმარე რესურსები

  • VII კლასი - პროგრამის შინაარსი

მუსიკა

პრაქტიკული უნარ ჩვევები

მუს.VII.1.

მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.

მუს.VII. 2.

მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად.

მუს.VII. 3.

მოსწავლეს შეუძლია   სხვადასხვა დავალების შესრულება მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების  გამოყენებით.

 

მუს.VII.4.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო  პროექტში მონაწილეობა.

 

კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია

მუს. VII .5.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.

მუს.VII. 6.

მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან  მუსიკოსის შემოქმედება.

 

მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

მუს.VII.7.

მოსწავლე იცნობს და შეუძლია  ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ცნობილი ნიმუშების  დახასიათება.

მუს.VII.8.

მოსწავლე აღიქვამს მუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის  საშუალებას.                      

საგნობრივი პროგრამები

  • მუსიკა VII კლასი - პროგრამის შინაარსი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები

მეცნიერული კვლევა-ძიება

ბუნ.VII.1.

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები

ბუნ.VII.2.

მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა

ბუნ.VII.3.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით

ბუნ.VII.4.

მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება

 

ცოცხალი სამყარო

ბუნ.VII.5.

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედზე, როგორც  ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების ერთეულზე

ბუნ.VII.6.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ცხოველთა და მცენარეთა სასიცოცხლო ციკლი და დაასაბუთოს გამრავლების ბიოლოგიური მნიშვნელობა

ბუნ.VII.7.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება, გამოიყენოს კლასიფიკაციის პრინციპი და იმსჯელოს სხვადასხვა ჯგუფებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე

 

ფიზიკური მოვლენები

ბუნ.VII.8.

მოსწავლეს შეუძლია ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის აღწერა

ბუნ.VII.9.

მოსწავლეს  შეუძლია ადვილად  დაკვირვებადი ძალების და მათი მოქმედების შედეგების შესახებ მსჯელობა

ბუნ.VII.10.

მოსწავლეს შეუძლია წნევის  დახასიათება

 

ქიმიური მოვლენები

ბუნ.VII.11.

მოსწავლეს შეუძლია  მარტივი ქიმიური რეაქციების აღწერა

ბუნ.VII.12.

მოსწავლეს შეუძლია ფუძეებისა და მჟავების  განსხვავება მათი  თვისებების მიხედვით

ბუნ.VII.13.

მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თავისებურებების შესახებ მსჯელობა

საგნობრივი პროგრამები

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები VII კლასი - პროგრამის შინაარსი

სპორტი

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

სპ.VII-IX.1.

მოსწავლეს შეუძლია გაითავისოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა

სპ.VII-IX.2.

მოსწავლეს აქვს უნარი დააკავშიროს ფიზიკური აქტივობა საკუთარ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განვითარებასთან

სპ.VII-IX.3.

მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა და დაეუფლოს რთული სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებებს

 

მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები

სპ.VII-IX.4.

მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა

 

აქტიური მონაწილეობა

სპ.VII-IX.5.

მოსწავლეს შეუძლია  მონაწილეობა მიიღოს სპორტულ აქტივობებში, რომლებიც აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას

სპ.VII-IX.6.

სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა

ქართული ენა როგორც მეორე ენა

მოსმენა

ქ.მ.VII.1.

მოსწავლეს შეუძლია თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქციის (დიალოგი, ინტერვიუ) მოსმენა და გაგება.

 

ქ. მ. VII. 2.

მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებების გაგება.

ქ.მ.VII.3.

მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოიცნობა.

 

ლაპარაკი

ქ.მ.VII.17.

მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება. 

ქ.მ.VII.18.

მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ლაპარაკი. 

ქ.მ.VII.19.

მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემაზე ზეპირი პროექტის წარმოდგენა.

ქ. მ. VII. 20.

მოსწავლეს შეუძლია საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენება.

ქ.მ.VII.21.

მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.      

    

 

კითხვა

ქ. მ. VII. 5.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება.

ქ. მ.VII.6.

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული მხატვრული ტექსტის (მოთხრობა, იგავ-არაკი) გაგება და გაანალიზება.

ქ.მ.VII.7.

მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული და მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

ქ.მ.VII.8.

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის ხმამაღლა კითხვა.

  

ქ.მ. VII. 9.

მოსწავლეს შეუძლია საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.

ქ.მ.VII. 10.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ინტერკულტურული თვალსაზრისით გაანალიზება.  

 

წერა

ქ.მ.VII. 11.

მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტების (რეკლამის, აფიშის, ტელეგადაცემების, ფილმების ანონსის, ანოტაციის) წერა.

ქ.მ.VII.12.

მოსწავლეს შეუძლია პირადი წერილის, ღია ბარათის წერა.

ქ.მ. VII. 13.

მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ტექსტების (მოგონება, ამბავი...) წერა.

ქ.მ. VII.14.

მოსწავლეს შეუძლია ისეთი ტექსტების შექმნა, რომლებშიც ავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას.

ქ.მ.VII.15.

მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა,  გამომუშავებული აქვს საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენების უნარი.         

 

ქ.მ.VII.16.

მოსწავლეს შეუძლია წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

 

სწავლის სწავლა

ქ.მ.VII. 22.

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., გამოფენის მოწყობა, სკოლის/კლასის ჟურნალის, კლასის ვებგვერდია შექმნა  და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

ქ.მ. VII. 23.

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განჭვრიტოს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. 

 

ქ.მ. VII. 24.

მოსწავლეს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად გამომუშავებული აქვს სტრატეგიული უნარები. 

ქ.მ. VII. 25.

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება.

ქ.მ.VII.26.

მოსწავლეს შეუძლია, ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად მიმართოს სხვადასხვა ხერხს.

ქ.მ.VII.27.

მოსწავლეს შეუძლია გრამატიკის ათვისების ხელშეწყობის მიზნით (გასაადვილებლად) სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

ქ.მ.VII. 28.

 მოსწავლეს შედეგების გაუმჯობესების მიზნით შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და მეწყვილესთან თანამშრომლობა.

 

 

მოსმენის სტრატეგიები

ქ.მ.VII.4.

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

აფხაზური ენა და ლიტერატურა

Ажәаҳәа

Аҧсуа VII 1.

Аҵаҩы изымдыруа аинформациа злоу атеқст дазыʒырҩны, ҿыцны еиликааз адыррақәа азыʒырҩцәа рҿаҧхьа ҿырҳәала еиҭеиҳәоит.

Аҧсуа VII 2.

Аҵаҩы, егьырҭ рцәажәашьа дазыʒырҩны, урҭ ркоммуникативтә аҳасабтәқәа ахәшьара риҭоит.

Аҧсуа VII 3.

Аҵаҩы, акоммуникативтә азыʒырҩцәеи аҳасабрбеи инрықәырҧшны, ицәажәашьа иҧсахуеит.

Аҧсуа VII 4.

акласстәи ашколтәи адисскусиақәа дрылахәуп.

Аҧсуа VII 5.

Аҵаҩы, абызшәа ашьаҭатәи ҿырҳәалатәи аҟазшьарбагақәа иалкааны, ихы иаирхәоит.

Аҧсуа VII 6.

Аҵаҩы, ҿырҳәалатәи акоммуникациатә стратегиақәа иалкааны ихы иаирхәоит.

 

Аҧхьара

Аҧсуа VII 7.

Аҵаҩы, еиуеиҧшым атеқстқәа дрыҧхьоит; урҭ дышрызныҟәо ааирҧшуеит.

Аҧсуа VII 8.

Аҵаҩы, атеқсти иконкрету ахықәки азыʒырҩцәеи ишеидҳәалоу еиликаауеит.

Аҧсуа VII 9.

Аҵаҩы атеқст аилазаашьатәи абызшәатәи аҟазшьарбагақәа анализ рзиуеит.

Аҧсуа VII 10.

Аҵаҩы аҧхьара ахықәкы иазааигәоу астратегиақәа ихы иаирхәоит.

 

Аҩра

Аҧсуа VII 11.

Аҵаҩы еиуеиҧшым ахықәкқәа рзы аҩыратә теқстқәа иаҧиҵоит.

Аҧсуа VII 12

Аҵаҩы, ахықәки азыʒырҩцәеи инрықәырҧшны, аҩыратә теқст аформеи астили алихуеит.

Аҧсуа VII 13.

Аҵаҩы аҩыратә теқст аиҿкаашьеи аҧҟарақәеи абызшәатә нормақәеи ихьчоит.

Аҧсуа VII 14.

Аҵаҩы аҩымҭа иаҳа аеффеқт аиурц азы, аҩыратә стратегиақәа ихы иаирхәоит.

საგნობრივი პროგრამები

  • აფხაზური ენა VII კლასი - პროგრამის შინაარსი
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
ინკლუზიური განათლება ინკლუზიური განათლება სკოლამდელი განათლება სკოლამდელი განათლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
© 2014 ზოგი უფლება დაცულია
Creative Commons Licenseეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი,
Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License
Digital Design