უცხ.ს.VIII.9.

მოსწავლეს შეუძლია დაწეროს საქმიანი წერილი უკმაყოფილების გამოხატვის მიზნით (მაგ., წერს წერილს ახალგაზრდული ჟურნალის რედაქციას, რომელმაც არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა; წერს ტურისტულ ბიუროს, რომლის მომსახურება არ შეესაბამებოდა რეკლამას და სხვა).

ინდიკატორები

  • იცავს ფორმალურ მხარეს (სათანადო ადგილას მიუთითებს ავტორისა და ადრესატის პირად მონაცემებს, კოორდინატებს, თარიღს, მიმართვისა და გამომშვიდობების ფორმულებს);
  • დეტალურად აღწერს სიტუაციას;
  • გამოხატავს უკმაყოფილებას, აღშფოთებას;
  • სიტუაციის გამოსასწორებლად იძლევა კონკრეტულ წინადადებებს, შეთავაზებებს;
  • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.

რესურსები