უცხ.ს.VIII.7.

მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. 

ინდიკატორები

  • იყენებს მშობლიურ ან სხვა ენაში მიღებულ გამოცდილებას ტექსტის სტრუქტურისა და შინაარსის გასაანალიზებლად;
  • პირველ რიგში, ტექსტს თვალს გადაავლებს - აკვირდება სათაურებს, ქვესათაურებს, რუბრიკებს, ტიპოგრაფიულ სახესხვაობებს, ილუსტრაციებს და სხვა;
  • იხსენებს, რა იცის ტექსტში მოცემულ თემატიკასთან დაკავშირებით;
  • სვამს იმ კითხვებს, რომლებზე პასუხსაც ელოდება ტექსტიდან;
  • მთლიანობაში ეცნობა ტექსტს ინფორმაციების მოძიების მიზნით, ამ ეტაპზე არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე, განსხვავებული სიმბოლოებით აღნიშნავს ტექსტში არსებით საკითხებს, რომლებსაც უნდა მიუბრუნდეს მათი გაღრმავების მიზნით, საკვანძო სიტყვებს და სხვა;
  • მიუბრუნდება გაუგებარ ადგილებს, ცდილობს კონტექსტის მიხედვით ამოიცნოს სიტყვების მნიშვნელობები;
  • ლექსიკონში ეძებს იმ სიტყვის მნიშვნელობებს, რომლებიც გაუგებარია;
  • გამოყოფს მთავარ და მეორეხარისხოვან იდეებს: მთავარ იდეებს აყალიბებს სათაურების სახით, მეორეხარისხოვანს – ქვესათაურების სახით;
  • განსაზღვრავს მეორეხარისხოვანი იდეების ფუნქციას – მთავარი იდეის გაშლა, ილუსტრირება, მიზეზების ახსნა და სხვა;
  • ინფორმაციის დასახარისხებლად იყენებს სქემატური ჩანაწერების ტექნიკას (სქემატური გეგმა იერარქიული სტრუქტურით, განტოტებული სქემა, საკვანძო სიტყვების ცხრილი და სხვა);
  • სქემატურ ჩანაწერებზე დაყრდნობით აღადგენს ტექსტის შინაარსს საკუთარი სიტყვებით;
  • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს სქემატური ჩანაწერების სტრატეგიები.

 

რესურსები