უცხ.ს.VIII.4.

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტი (მაგ., სამეცნიერო-პოპულარული სტატია, ესე, საგაზეთო პუბლიკაცია, ბუკლეტი, რეპორტაჟი და სხვა).

ინდიკატორები

  • ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად (ქვეთემებად);
  • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (ფაქტი, მოვლენა, აზრი, მოქმედების დრო და ადგილი და სხვა);
  • გამოყოფს თვალსაზრისებს, შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და გამოყოფს თითოეულთან დაკავშირებულ არგუმენტებს;
  • განარჩევს მთავარ საკითხს არამთავარისაგან, გამოყოფს მთავარ საკითხთან დაკავშირებულ კონკრეტულ დეტალებს;
  • განარჩევს ერთმანეთისაგან ფაქტს, ვარაუდს, პროგნოზს, შეფასებას;
  • ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა ნაწილს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს (მიზეზშედეგობრივი, პირობითი, შეპირისპირებითი, ქრონოლოგიური, ინდუქციური და სხვა) და, ტექსტიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა;
  • აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
  • გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე;
  • ამოკრებს კონცეპტუალურ ინფორმაციას (გაცხრილავს თითოეულ აბზაცს დეტალების, მაგალითების, ავტორისეული შეფასებებისაგან და ამ გზით აყალიბებს თეზისებს ტექსტის აბზაცებიდან). 

რესურსები