უცხ.ს.VIII.3.

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საგაზეთო პუბლიკაციები, რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს, მსჯელობას კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით (მაგ., გარემოს დაბინძურება, სამომხმარებლო საზოგადოება, ძალადობა სკოლებში და სხვა).

ინდიკატორები

  • ამოიცნობს პუბლიკაციის ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი);
  • ამოიცნობს პრობლემატიკას;
  • ამოიცნობს განსხვავებულ ასპექტებს, რომლებითაც პრობლემები განიხილება;
  • ამოიცნობს პრობლემის წარმომშობ მიზეზებს, მოსალოდნელ შედეგებს;
  • ამოიცნობს განსხვავებულ თვალსაზრისებს, მტკიცებულებებს;
  • ამოიცნობს ფაქტებს, მოვლენებს და აკავშირებს სათანადო თვალსაზრისებთან, მტკიცებულებებთან;
  • განარჩევს ერთმანეთისაგან ფაქტს, ვარაუდს, პროგნოზს, შეფასებას;
  • გამოხატავს საკუთარ პოზიციას განხილულ საკითხთან მიმართებაში.

რესურსები