უცხ.ს.VIII.2.

მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი შინაარსის უკეთ გასააზრებლად.

ინდიკატორები

  • ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ლოგიკური მახვილები, ილუსტრაცია, სქემა);
  • ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი);
  • ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობების გასარკვევად;
  • ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო ეფექტური;
  • მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას;
  • კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ამახვილებს ყურადღებას საჭირო ინფორმაციის გასააზრებლად;
  • იყენებს სქემატური ჩანიშვნების ტექნიკას ინფორმაციის დასახარისხებლად;
  • აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
  • უყურებს და უსმენს მისთვის საინტერესო უცხოურ ტელე/რადიო გადაცემებს, ფილმებს;
  • მოსასმენი ამოცანების გადაჭრისას იყენებს სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას;
  • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ინფორმაციის მოსმენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები;
  • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული/განხილული სტრატეგიები.

რესურსები