უცხ.ს.VIII.17.

მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ.

ინდიკატორები

  • იყენებს მედიასაშუალებებს (ტელევიზია, ინტერნეტ, მობილურ, და სხვა) სხვა კულტურის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასამდიდრებლად;
  •  მსჯელობს ტექსტებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების შესახებ და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას შესაბამისი არგუმენტების მოყვანით (მაგ., ფაქტები ლიტერატურიდან, ისტორიიდან, პირადი გამოცდილებიდან და სხვა);
  • განიხილავს ტექტში მოცემულ ინფორმაციას იმ კულტურის კონტექსტში, რომელშიც ის შეიქმნა;
  • განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს მოცემულ გარემოში და აკეთებს პროგნოზს, როგორ მოიქცეოდა იგი განსხვავებულ სოციოკულუტურულ და კულტურულ გარემოში;
  • ამოიცნობს სტერეოტიპულ შეხედულებებს, აანალიზებს და წარმოადგენს მათ წარმომშობ მიზეზებს, მაგალითების მოშველიებით ასაბუთებს მათ უსაფუძვლობას;
  • აანალიზებს სიტუაციებს, რომლებშიც სოციოკულტურულ თავისებურებათა გაუთვალისწინებლობის გამო წარმოიქმნება გაუგებრობა ან კონფლიქტური გარემო: ამოიცნობს და ასახელებს მიზეზებს, განსაზღვრავს სიტუაციის განმუხტვის გზებს;
  • აანალიზებს კულტურულ თავისებურებათა გაუთვალისწინებლობით წარმოქმნილ კონფლიქტურ სიტუაციას, ამოიცნობს და ასახელებს მიზეზებს, განსაზღვრავს კონფლიქტის მოგვარების გზებს;
  • იკვლევს გარშემომყოფთა ენობრივ-კულტურული იდენტობას, აგროვებს საინტერესო მასალებს მათი წარმომავლობის, ოჯახური ისტორიის, ზნე-ჩვეულებების შესახებ.

რესურსები