უცხ.ს.VIII.15.

მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.

ინდიკატორები

  • საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, გამოთქმებს, ფორმულებს;
  • ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს;
  • იყენებს ნასწავლ ლექსიკას;
  • თავისუფლად იყენებს მარტივი (გაუვრცობელი, გავრცობილი) და თანწყობილი წინადადებების სტრუქტურას;
  • ახერხებს ქვეწყობილი წინადადებების გამოყენებას (მაგ., განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება);
  • იყენებს სათანადო მაქვემდებარებელ კავშირებს;
  • იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
  • სწორად იყენებს ნასწავლი ზმნების კონსტრუქციას;
  • თხრობისას ცდილობს მართებულად გამოიყენოს ზმნის ნასწავლი ფორმები წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად;
  • მართებულად იყენებს პოზიციის/დამოკიდებულების გამომხატველ სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს;
  • ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (მაგ., ჯერ, შემდეგ, ბოლოს);
  • სათანადოდ იყენებს ირიბი ნათქვამის გამომხატველ ფორმებს;
  • კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანების, გრძნობების გადმოცემისას იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისათვის დამახასითებელ ინტონაციას.

რესურსები