უცხ.ს.VIII.1.

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს კომპლექსური შინაარსის მრავალფეროვანი აუდიო/ვიდეოჩანაწერები აქტუალურ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (მაგ., შემეცნებითი ხასიათის გადაცემა, დებატები, ზეპირი გამოსვლა, რეპორტაჟი, ტელეჟურნალი, ლექცია და სხვა).

ინდიკატორები

  • ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (თანამოსაუბრეებს, თემას, საკითხებს);
  • ამოიცნობს გადაცემის მიზანს (რას ემსახურება: მსმენელის ინფორმირება, გართობა, კრიტიკა, გამოხმაურება და სხვა) და ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი);
  • გამოკვეთს გადაცემის მთავარ საკითხებს;
  • ამოიცნობს წამყვანის/მონაწილეების მიერ გამოთქმულ პოზიციებს, თვალსაზრისებს, შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით;
  • განარჩევს მთავარ საკითხს არამთავარისაგან;
  • არგუმენტებს აკავშირებს შესაბამის თვალსაზრისებთან;
  • ამოიცნობს მონაწილეთა განწყობილებებს, ემოციებს, ტონს;
  • ამოიცნობს არსებულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის ლოგიკურ კავშირებს (მიზეზშედეგობრივი, პირობითი, დათმობითი და სხვა);
  • ავტორის თვალსაზრისს მიჯნავს რესპონდენტის/მონაწილის თვალსაზრისისაგან;
  • სხვადასხვა სახის ინფორმაციას აკავშირებს საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნები. 

რესურსები