უცხ.ს.VII.8.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის საქმიანი წერილის წერა.

ინდიკატორები

  • წერს საქმიან წერილს ინფორმაციის მოპოვების მიზნით (მაგ., კონკურსის, გაცვლითი პროგრამის, სასწავლო პროგრამის პირობების დასაზუსტებლად და სხვა);
  • იცავს ფორმალურ მხარეს (სათანადო ადგილას მიუთითებს ავტორისა და ადრესატის პირად მონაცემებს, კოორდინატებს, თარიღს, მიმართვისა და გამომშვიდობების ფორმულებს);
  • წარადგენს საკუთარ თავს და აზუსტებს, საიდან მოიპოვა ადრესატის კოორდინატები;
  • კორესპონდენციის მიზნიდან გამომდინარე, აღწერს სიტუაციას (მაგ., რას მიაქცია ყურადება, რა გაიგო, რატომ დაინტერესდა, რას აპირებს);
  • აყალიბებს კითხვებს მისთვის საინტერესო ინფორმაციების მოსაპოვებლად;
  • წერილის დასასრულს გამოთქვამს მოლოდინს, წინასწარ იხდის მადლობას;
  • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.

რესურსები