უცხ.ს.VII.7.

მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. 

ინდიკატორები

  • იყენებს მშობლიურ ან სხვა ენაში მიღებულ გამოცდილებას ტექსტის სტრუქტურისა და შინაარსის გასაანალიზებლად;
  • აკვირდება სათაურებს, ქვესათაურებს, რუბრიკებს, ტიპოგრაფიულ სახესხვაობებს, ილსუტრაციებს და სხვა;
  • იხსენებს, რა იცის ტექსტში მოცემულ თემატიკასთან დაკავშირებით;
  • სვამს იმ კითხვებს, რომლებზე პასუხსაც ელოდება ტექსტიდან;
  • მიუბრუნდება გაუგებარ ადგილებს, ცდილობს კონტექსტის მიხედვით ამოიცნოს სიტყვის მნიშვნელობა;
  • ლექსიკონში ეძებს იმ სიტყვების მნიშვნელობებს, რომლებიც გაუგებარია;
  • გამოყოფს მთავარი და მეორეხარისხოვანი იდეების ფუნქციას – მთავარი იდეის გაშლა, ილუსტრირება, მიზეზების ახსნა და სხვა;
  • ინფორმაციის დასახარისხებლად იყენებეს სქემატური ჩანაწერების ტექნიკას (სქემატური გეგმა იერარქიული სტრუქტურით, განტოტებული სქემა, საკვანძო სიტყვების ცხრილი და სხვა);
  • მთავარ იდეებს აყალიბებს სათაურების სახით, მეორეხარისხოვანს – ქვესათაურების სახით;
  • სქემატურ ჩანაწერებზე დაყრდნობით აღადგენს ტექსტის შინაარსს საკუთარი სიტყვებით;
  • მსჯელობს, რომელ სასწავლო, თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს სქემატური ჩანაწერების სტრატეგიები.

 

რესურსები