უცხ.ს.VII.6.

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

ინდიკატორები

  • გამოყოფს წამყვან, დამატებით და შემაჯამებელ აბზაცებს, განსაზღვრავს დამატებითი აბზაცის ფუნქციას (მაგ., წინა აბზაცში გადმოცემული აზრის გაშლა/დაზუსტება, მიზეზების ახსნა, მაგალითის მოყვანა);
  • განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი ნათქვამი (პირდაპირი/ირიბი);
  •  ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი შეფასებისაგან/დამოკიდებულებისაგან /თვალსაზრისისაგან (მაგ., განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები, სხვადასხვა მოდალობის გამომხატველი ზმნები);
  • ამოიცნობს დროისა და სივრცის აღმნიშვნელ სიტყვებს, კონსტრუქციებს;
  • ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობა, აღწერა, მსჯელობა) და მიუთითებს შესაბამის ნიშნებზე (მაგ., აღწერისას - ზედსართავებისა და მიმღეობების სიჭარბე, ზმნების ნაკლები რაოდენობა; თხრობისას - ზმნების სიჭარბე, მოქმედების თანმიმდევრულობა და მისი მარკერები და სხვა);
  • შესაბამის მარკერებზე დაყრდნობით მიუთითებს, სად იწყება და სად მთავრდება სიუჟეტის განვითარების საფეხურები (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია და კვანძის გახსნა);
  • ამოიცნობს და სათანადოდ განმარტავს დროული მიმართების სახეებს (თანადროულ, წიმსწრებ, მერმინდელ მოქმედებებს) და ამ მიმართებების გამომხატველ საშუალებებს (მაგ., შესაბამის კავშირებ, ზმნათა ფორმებ, მთავარი და დამოკიდებული წინადადებების წყობა, მისათითებელ სიტყვებ მთავარში და სხვა);
  • ამოიცნობს ლოგიკური კავშირების (მიზეზი, შედეგი, მიზნი, ოპოზიციის, პირობითობის) გამომხატველ მარტივ და რთულ ენობრივ სტრუქტურებს;
  • ამოიცნობს აზრობრივი გადაბმის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., ანაფორულ ნაცვალსახელებსა და ზმნიზედებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს და სხვა);
  • ახასიათებს ტექსტს ან მის მონაკვეთს მეტყველების პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი);
  • კონკრეტულ ენობრივ ნიშნებზე დაყრდნობით მიუთითებს, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული მეტყველება და მოვლენების ავტორისეული შეფასება;
  • მშობლიურ ენაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე აღნიშნავს, რა მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები (ეპითეტი, შედარება, მეტაფორა, ალეგორია, გაპიროვნება, პარალელიზმი და სხვა) გამოიყენება ტექსტში.

რესურსები