უცხ.ს.VII.5.

მოსწავლე ფლობს სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკას.

ინდიკატორები

  • ტექსტს მთლიანად წაიკითხავს, სხვადასხვა სიმბოლოთი მონიშნავს მთავარ საკითხებს, მეორეხარისხოვან იდეებს, საკვანძო სიტყვებს;
  • განსაზღვრავს მეორეხარისხოვანი იდეების დანიშნულებას (მთავრი იდეის ილუსტრირება, მიზეზების ახსნა, დაზუსტება და სხვა);
  • ინფორმაციის დასახარისხებლად იყენებს სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკას (მაგ., სქემატური გეგმა იერარქიული სტრუქტურით, განტოტებული სქემა, საკვანძო სიტყვების ცხრილი და სხვა);
  • აჩვენებს შესრულებულ სქემას თანაკლასელებს, ეცნობა სხვებისას;
  • სხვებთან ერთად აფასებს სქემატურ ჩანაწერებს (მაგ., რომელი ჯობია და რატომ, ვინ რა უნდა გააუმჯობესოს და სხვა);
  • იძლევა/ითვალისწინებს შენიშვნებს, რეკომენდაციებს;
  • თანამშრომლობს კლასელებთან, მასწავლებელთან სქემატური ჩანაწერის გასაუმჯობესებლად.

რესურსები