უცხ.ს.VII.4.

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები).

ინდიკატორები

  • ამოიცნობს მთხრობელს, მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს;
  • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (სად  და როდის ხდება მოქმედება; გამოკვეთს დროისა და სივრცის მიმანიშნებელ  დეტალებს და სხვა);
  • განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს;
  • ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს; 
  • ახასიათებს პერსონაჟებს როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების საფუძველზე; 
  • ნაწარმოებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, კვანძის შეკვრა, განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა, დასასრული);
  • ამოიცნობს მოვლენათა და პერსონაჟთა ავტორისეულ შეფასებებს;
  • ამოიცნობს ლექსის ლირიკულ გმირს/მოტივს; 
  • ავლებს პარალელს ქართულ ენაზე შესწავლილ მხატვრულ ტექსტებთან სხვადასხვა პარამეტრით (მაგ., პერსონაჟის ტიპი, გადმოცემული განწყობილება, ჟანრი, პრობლემატიკა და სხვა).

რესურსები