უცხ.ს.VII.3.

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტები (მაგ., სამეცნიერო-პოპულარული სტატია, ესე, საგაზეთო პუბლიკაცია, ბუკლეტი, რეპორტაჟი და სხვა).

ინდიკატორები

  • ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად (ქვეთემებად);
  • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (ფაქტს, მოვლენას, აზრს, მოქმედების დროს და ადგილს და სხვა);
  • გამოყოფს თვალსაზრისებს, შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და გამოყოფს თითოეულ მათგანთან დაკავშირებულ არგუმენტებს;
  • განარჩევს მთავარ საკითხს არამთავარისაგან, გამოყოფს მთავარ საკითხთან დაკავშირებულ კონკრეტულ დეტალებს;
  • განარჩევს ერთმანეთისაგან ფაქტს, ვარაუდს, პროგნოზს, შეფასებას;
  • ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა ნაწილს შორის არსებულ ლოგიკურ (მიზეზშედეგობრივ, პირობით, შეპირისპირებით, ქრონოლოგიურ, ინდუქციურ და სხვა) კავშირებს და ტექსტის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
  • აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
  • დასკვნა გამოაქვს მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე.

რესურსები