უცხ.ს.VII.18.

მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.

ინდიკატორები

  • უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს (მაგ., თეატრალური პიესის დადგმა, მულტიპლიკაციური ფილმის შექნა, რეპორტაჟის მომზადება და გაშვება ვიდეოს საშუალებით და სხვა);
  • ამუშავებს სასკოლო პროექტების ან სხვა საგანმანათლებლო მიზნის განსახორციელებლად საჭირო უცხოენოვან წყაროებს/ტექსტებს;
  • აკეთებს უცხოენოვანი ტექსტის სქემატურ ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირად გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს, ან წერს რეზიუმეს დაინტერესებული პირებისთვის (მაგ., თანაგუნდელებისთვის);
  • ადგენს კონსპექტს (გამოყოფს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამზადებს სქემატურ ჩანაწერს და მასზე დაყრნობით საკუთარი სიტყვებით გამოსცემს ინფორმაციას);
  • წერს ანოტაციას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს)
  • წერილობით/ზეპირად თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ (რეზიუმე, მიმოხილვა, ინსტრუქცია და სხვა) ტექსტებს. 
  • თარგმნის მხატვრული ლიტერატურის პროზაულ თუ პოეტურ ნიმუშებს მშობლიურ ენაზე.

რესურსები