უცხ.ს.VII.15.

მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას ფუნქციურად იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.

ინდიკატორები

  • საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, გამოთქმებს, ფორმულებს;
  • ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს;
  •  იყენებს ნასწავლ ლექსიკას;
  • თავისუფლად იყენებს მარტივი (გაუვრცობელი, გავრცობილი) და თანწყობილი წინადადებების სტრუქტურას;
  • ახერხებს ქვეწყობილი წინადადებების (მაგ., განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადების) გამოყენებას;
  • იყენებს სათანადო კავშირებს წინადადების ნაწილების დასაკავშირებლად;
  • იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
  • სწორად იყენებს ნასწავლი ზმნების კონსტრუქციას;
  • თხრობისას ცდილობს მართებულად გამოიყენოს ზმნის ნასწავლი ფორმები წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად;
  • მართებულად იყენებს პოზიციის/დამოკიდებულების გამომხატველ სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს;
  • ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (ჯერ, შემდეგ, ბოლოს);
  • სათანადოდ იყენებს ირიბი ნათქვამის გამომხატველ ფორმებს;
  • კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანების, გრძნობების გადმოცემისას იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისათვის დამახასიათებელ ინტონაციას.

რესურსები