უცხ.ს.VII.11.

მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა (მოსამზადებელ, ტექსტის შედგენის, ტექსტის გაუმჯობესების) ეტაპზე.

ინდიკატორები

  • დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას (როგორც ენობრივს, ისე რიტორიკულსა თუ სიუჟეტთან დაკავშირებულს);
  • საჭიროების შემთხვევაში, რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;

 მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომელიც საწერ    თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;

  • შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს, მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას;
  • წერს ტექსტს გეგმაზე დაყრდნობით;
  • ტექსტის წერის პროცესში მუდმივად აკვირდება ნაწერს, განსჯის, რამდენად ახერხებს სათქმელის გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოცემას, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს ცვლილება - ახდენს გეგმის თავისებურ რეორგანიზებას, ამატებს, ან აკლებს ინფორმაციას და სხვა;
  • ნაწერის შესწორებისას მუდმივად ინარჩუნებს კომუნიკაციას თავის მკითხველთან, ცდილობს ადრესატის ანუ პოტენციური მკითხველის თვალთახედვით შეაფასოს, რამდენად ეფექტურად აისახა ნაწერში საკომუნიკაციო მიზანი;
  • ასწორებს იმ ენობრივ და შინაარსობრივ ხარვეზებს, რომლებმაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და გარკვეულწილად შეაფერხოს კომუნიკაცია. შესაბამისად, ამატებს ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის რომელიმე მონაკვეთს, ასწორებს გრამატიკულ ან ორთოგრაფიულ შეცდომებს;
  • ცდილობს გაამდიდროს ნაშრომი ახალი ინფორმაციით, სხვაგვარად დააჯგუფოს რამდენიმე იდეა, ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს გეგმა, სიღრმისეულად შეცვალოს ტექსტი და სხვა;
  • ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად მუდმივად ითვალისწინებს შესაბამისობას ადრესატს, საკომუნიკაციო მიზანსა და ტექსტს შორის;
  • აკითხებს თანაკლასელს, მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს ნაწერს;
  • გადაათეთრებს ნაწერს;
  • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები;
  • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები.        

რესურსები