უცხ.ს.VII.1.

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა ტიპის აუდიოჩანაწერები აქტუალურ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (მაგ., შემეცნებითი ხასიათის გადაცემა, დოკუმენტური ფილმი, ტელეჟურნალი, დისკუსია).

ინდიკატორები

  • ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (სად ხდება, ვის ეხება და სხვა);
  • ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობაა მონაწილე პირებს შორის;
  • გამოკვეთს ძირითად საკითხებს, მტკიცებულებებს;
  • განარჩევს თვალსაზრისებს;
  • ამოიცნობს ლოგიკურ კავშირებს სხვადასხვა ინფორმაციას შორის;
  • ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, როდის, სად, როგორი, რამდენი და სხვა);
  • განარჩევს ვარაუდს ფაქტისაგან, ფაქტებს დამოკიდებულებისაგან, შეფასებისაგან;
  • აკავშირებს კონკრეტულ დეტალებს ძირითად ინფორმაციასთან;
  • აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით;
  • აკავშირებს სხვადასხვა სახის ინფორმაციას და ამის საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა.

რესურსები