უცხ.ს.VI.9.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის საქმიანი წერილების წერა.

ინდიკატორები

ა) წერს სამოტივაციო წერილს

  • იცავს ფორმალურ მხარეს (სათანადო ადგილზე მიუთითებს ავტორის, ადრესასტის კოორდინატებს, პირად მონაცემებს, თარიღს, მიმართვის, გამომშვიდობების ფორმულებს, ხელმოწერას);
  •  განაცხადებს წერილის მოტივს (საიდან შეიტყო კონკურსის შესახებ და რომელ ვაკანსიაზე წარადგენს კანდიდატურას);
  •  წარადგენს საკუთარ სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილებას, უნარებს, ცოდნას, თვისებებს;
  •  საუბრობს მოტივაციაზე, გამოკვეთს ძლიერ მხარეებს;
  •  გამოთქვამს გასაუბრებაზე დაბარების იმედს;
  • იცავს ტექსტის ორგანიზების წესებს;
  • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.

 

ბ) ადგენს რეზიუმეს (CV- ს).

  • განსაზღვრავს აუცილებელ და დამატებით რუბრიკებს;
  • რუბრიკების ქვეშ განათავსებს სათანადო ინფორმაციებს;
  •  იყენებს გადმოცემის ლაკონურ ფორმებს (მაგ., ნომინალიზაციას).

რესურსები