უცხ.ს.VI.8.

მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. 

ინდიკატორები

  • აკვირდება სათაურებს, ქვესათაურებს, რუბრიკებს, ტიპოგრაფიულ სახესხვაობებს, ილსუტრაციებს და სხვა;
  • იხსენებს, რა იცის ტექსტში მოცემულ თემატიკასთან დაკავშირებით;
  • სვამს იმ კითხვებს, რომლებზე პასუხსაც ელოდება ტექსტიდან;
  • მთლიანობაში ეცნობა ტექსტს ინფორმაციების მოძიების მიზნით, ამ ეტაპზე არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე, განსხვავებული სიმბოლოებით აღნიშნავს ტექსტში არსებით საკითხებს, რომლებსაც უნდა მიუბრუნდეს მათი გაღრმავების მიზნით, საკვანძო სიტყვებს და სხვა;
  • მიუბრუნდება გაუგებარ ადგილებს, ცდილობს კონტექსტის მიხედვით ამოიცნოს სიტყვის მნიშვნელობები;
  • ლექსიკონში ეძებს იმ სიტყვის მნიშვნელობებს, რომლებიც გაუგებარია;
  • გამოყოფს მთავარ და მეორეხარისხოვან იდეებს; მთავარ იდეებს აყალიბებს სათაურების სახით, მეორეხარისხოვან იდეებს – ქვესათაურების სახით;
  • განსაზღვრავს მეორეხარისხოვანი იდეების ფუნქციას – მთავარი იდეის გაშლა, ილუსტრირება, მიზეზების ახსნა და სხვა.

რესურსები