უცხ.ს.VI.7.

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

ინდიკატორები

  • გამოყოფს წამყვან, დამატებით და შემაჯამებელ აბზაცებს, განსაზღვრავს დამატებითი აბზაცის ფუნქციას (მაგ., წინა აბზაცში გადმოცემული აზრის გაშლა/დაზუსტება, მიზეზების ახსნა, მაგალითის მოყვანა);
  • განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი ნათქვამი (პირდაპირი/ირიბი);
  •  ამოიცნობს და აჯგუფებს ამა თუ იმ საკითხისადმი სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს (მაგ., კარგია, მომხრე ვარ/წინააღმდეგი ვარ, თუმცა. . . . ; მართალია, მაგრამ . . . ; არა მგონია. . . ; არ ვეთანხმები. . . ; მე მგონი, და სხვა);
  • ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი შეფასებისაგან/დამოკიდებულებისაგან/თვალსაზრისისაგან (განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები, სხვადასხვა მოდალობის გამომხატველი ზმნები);
  • ამოიცნობს დროისა და სივრცის აღმნიშვნელ სიტყვებს, კონსტრუქციებს;
  • ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობა, აღწერა, მსჯელობა) და მიუთითებს შესაბამის ნიშნებზე (მაგ., აღწერისას - ზედსართავებისა და მიმღეობების სიჭარბე, ზმნების ნაკლები რაოდენობა; თხრობისას - ზმნების სიჭარბე, მოქმედების თანამიმდევრულობა და მისი მარკერები და სხვა);
  • შესაბამის მარკერებზე დაყრდნობით მიუთითებს, სად იწყება და სად მთავრდება სიუჟეტის განვითარების საფეხურები (მაგ. კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია და კვანძის გახსნა);
  • ამოიცნობს და სათანადოდ განმარტავს დროული მიმართების სახეებს (მოქმედებათა თანადროულობა, თანამიმდევრობა) და ამ მიმართების გამომხატველ საშუალებებს (მაგ., შესაბამის კავშირებ, ზმნათა ფორმებ, მთავარი და დამოკიდებული წინადადებების წყობა, მისათითებელ სიტყვებ მთავარში და სხვა);
  • ამოიცნობს ლოგიკური კავშირების (მიზეზი, შედეგი, მიზნი, ოპოზიციის, პირობითობის) გამომხატველ მარტივ და რთულ ენობრივ სტრუქტურებს;
  • ამოიცნობს აზრობრივი გადაბმის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., ანაფორულ ნაცვალსახელებსა და ზმნიზედებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს და სხვა);
  • ახასიათებს ტექსტს ან მის მონაკვეთს მეტყველების პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი);
  • კონკრეტულ ენობრივ ნიშნებზე დაყრდნობით მიუთითებს, გვხდება თუ არა ტექსტში ავტორისეული მეტყველება და მოვლენების ავტორისეული შეფასება.

რესურსები