უცხ.ს.VI.4.

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საგაზეთო პუბლიკაციები მისთვის საინტერესო აქტუალურ თემებზე (მაგ., ინტერნეტის/ მობილურის/mp3-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, უსაფრთხო სკოლა, როკ-მუსიკა, ჯანსაღი კვება, წიგნი, კომპიუტერი და სხვა).

ინდიკატორები

  • ამოიცნობს პუბლიკაციის მიზანს (მაგ., კრიტიკა, პრობლემის წამოჭრა, შთაბეჭდილების გაზიარება და სხვა);
  • ამოიცნობს პუბლიკაციის ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი);
  • ამოიცნობს პრობლემატიკას;
  • ამოიცნობს განსხვავებულ ასპექტებს, რომლებითაც პრობლემა განიხილება;
  • ამოიცნობს განსხვავებულ თვალსაზრისებს, მტკიცებულებებს;
  • თვალსაზრისებს უსადაგებს მოხმობილ ფაქტებს, მაგალითებს;
  • ინფორმაციებს აკავშირებს საკუთარ გამოცდილებასთან და მის საფუძველზე გამოკვეთს და გამოხატავს საკუთარ პოზიციას განხილულ საკითხთან მიმართებაში.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები