უცხ.ს.VI.19.

მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.

ინდიკატორები

  • ტექსტიდან ამოარჩევს, ამოიცნობს სტერეოტიპულ შეფასებებს და მაგალითების მოშველიებით ასაბუთებს მათ უსაფუძვლობას;
  • ინტერესდება თანაკლასელთა, სკოლელთა ენობრივ-კულტურული იდენტობით;
  • იღებს ინტერვიუებს განსხვავებული კულტურული იდენტობის მქონე თანატოლებისაგან; მათთან თანამშრომლობით ამზადებს პრეზენტაციას განსხვავებულ საოჯახო ტრადიციებზე, დღესასწაულებზე, ზნე-ჩვეულებზე, აღმსარებლობაზე და სხვა;
  • ამოიცნობს ტექსტებში ასახულ სოციოკულტურულ გარემოს და ავლებს პარალელს მშობლიურ სოციოკულტურულ გარემოსთან;
  •  ავლებს პარალელს უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს და აანალიზებს მსგავსებებს, განსხვავებებს;
  • იჩენს ინტერესს ადამიანთა განცდების, დამოკიდებულების მიმართ, ავლებს პარალელებს, პოულობს და აღნიშნავს ანალოგიებს, განსხვავებებს საკუთარ და სხვათა სულიერ სამყაროებს შორის (განცდები, განწყობილებები, დამოკიდებულებები);
  • ამოიცნობს ანდაზების, ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობას და პოულობს მათ შესატყვისს მშობლიურ ენაში.

რესურსები