უცხ.ს.VI.18.

მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

ინდიკატორები

  • წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს;
  • აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
  • გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
  • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ., მიმიკა, ჟესტიკულაცია, პერიფრაზირება/აღწერს ნაგულისხმე საგანს ან მიუთითებს, რაში გამოიყენება და სხვა);
  • სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას;
  • აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატების მიღწევაში ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს გამოსწორების გეგმას.

რესურსები