უცხ.ს.VI.13.

მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ინტერაქციაში მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.

ინდიკატორები

  • მოუმზადებლად ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე;
  • ამა თუ იმ საკამათო საკითხთან დაკავშირებით მომზადების გარეშე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას (რა მოწონს/არ მოსწონს, რატომ);
  • აკეთებს სხვადასხვა ტიპის არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელი პერსონაჟი მოსწონს უფრო მეტად და რატომ, რომელ თვალსაზრისს ემხრობა და რატომ და სხვა);
  •  სპონტანურად რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე - აზუსტებს ინფორმაციას, აკეთებს კომენტარს;
  •  გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებას;
  •  აფასებს მოვლენებს, ფაქტებს, ქცევებს საკუთარი პოზიციიდან;
  • იღებს/იძლევა ინტერვიუს აქტუალურ საკითხზე.

რესურსები