უცხ.ს.VI.11.

მოსწავლეს შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. 

ინდიკატორები

  • მიზნიდან გამომდინარე, შეარჩევს ტექსტის სათანადო სრუქტურას, სწორად იყენებს აბზაცსა და სხვა სტრუქტურულ მაორგანიზებლებს (სათაურ, ქვესათაურ, რუბრიკა და სხვა);
  • იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს;
  • თავისუფლად იყენებს ზმნის ფორმებს ახლანდელი, მომავალი და წარსული დროის გამოსახატად;
  • თავისუფლად იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების (მიზეზი, შედეგი, მიზნი, ოპოზიციის, პირობითობის) გამოსახატად;
  • საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ფორმულებს;
  • იყენებს ემოციის, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ლექსიკურ ერთეულებ, მყარ შესიტყვებებ, კლიშეებ, ენობრივ კონსტრუქციებ);
  • თავისუფლად იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინმსწრები/მერმინდელი მოქმედებები) გამოსახატად;
  • პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაბამის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებ, შედარებებ, მიმღეობებ);
  • ტექსტის შექმნისას იცავს აზრობრივი გადაბმის შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., ანაფორულ და კატაფორულ ნაცვალსახელებს, ზმნიზედებს, არტიკლებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს და სხვა);
  • ერთი აზრობრივი ნაწილიდან მეორეზე გადასასვლელად იყენებს სათანადო სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს (შესაბამისად, მაგალითად, ამას გარდა, ამდენად და სხვა);
  • მართებულად აკავშირებს მისათითებელ სიტყვებსა და წევრ-კავშირებს (მაგ., ის. . . , რომელიც; ისინი . . . , რომლებიც);
  • იყენებს პირდაპირი და ირიბი ნათქვამის გადმოსაცემ ენობრივ საშუალებებს;
  • აღწერა-დახასიათებისას იყენებს სხვადასხვა ტიპის შედარებას;
  • იცავს პუნქტუაციისა (რთულ წინადადებაში, დიალოგის გადმოცემისას) და მართლწერის ნორმებს;
  • პირობის, ალბათობის, ვარაუდის გამოხატვისას იყენებს სათანადო სინტაქსურ კონსტრუქციებს;
  • იყენებს სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (ჩართულ, დანართ, განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებ და სხვა).

რესურსები